ვერძი
დღეს სასურველია გუნდური მუშაობა. თანამოაზრეებთან ერთად უფრო ადვილად გადაჭრით პრობლემებს და მიაღწევთ სასურველ შედეგებს. საღამო გაატარეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
კურო
არ ინერვიულოთ წვრილმანებზე; იფიქრეთ კარგ შედეგებსა და წარმატებაზე, რომელიც გელით. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს, მიეცით კარგი რჩევა. უსაქმურობა ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე.
ტყუპები
დღეს საუკეთესო შედეგების მიღწევის შესაძლებლობა გაქვთ. შესანიშნავი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, გელოდებათ საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალი ან უჩვეულო ადამიანის გაცნობა.
კირჩხიბი
შესაძლოა, დღეს მოაგვაროთ რთული ფინანსური ან ქონებრივი საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ასევე, შესაძლებელია მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი მოულოდნელი წყაროდან.
ლომი
კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა სასიამოვნოდ იმოქმედებს თქვენზე. ახლობელი ადამიანები ნებისმიერ სიტუაციაში გაგიგებენ და დაგეხმარებიან. ენერგიული ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ დაიწყოთ ახალი საქმე და იყოთ გუნდში ლიდერი.
ქალწული
დილა შესაძლოა დაძაბული და უსიამოვნო იყოს. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. შუადღის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება; გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ფრთხილად მოაგვარეთ ფინანსური და ქონებრივი საკითხები.
სასწორი
დღე ხელსაყრელია რთული სიტუაციების მოსაგვარებლად და პროდუქტიული მუშაობისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხები მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და შესაძლოა, გეგმების შეცვლაც მოგიწიოთ.
მორიელი
სხვებთან ურთიერთგაგების მიღწევა შეიძლება გაგიჭირდეთ. ახლობლებთანაც კი გართულდება საერთო ენის გამონახვა და შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება. დღეს დასვენება სასარგებლო იქნება და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
გამოიჩინეთ მეტი ინტერესი გარშემო მყოფების პრობლემების მიმართ; დაეხმარეთ მათ რთული საკითხების გადაჭრაში. ისინი აუცილებლად დააფასებენ თქვენს სიკეთეს. მცირე მოგზაურობა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას.
თხის რქა
დღეს ხელსაყრელი დღეა. განწყობა გექნებათ საქმიანი და სერიოზული, რაც ხელს შეუწყობს რთული პრობლემების გადაჭრას. შეგიძლიათ შეხვდეთ ძველ მეგობრებს, ესაუბროთ ოჯახის წევრებს და შეადგინოთ ერთობლივი გეგმები.
მერწყული
არ გაბრაზდეთ და არ ინერვიულოთ, თუ თქვენი საქმეები არ მიდის ისე სწრაფად, როგორც გსურთ. ყველაფერი დროულად მოგვარდება. მხიარულმა წვეულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს თქვენს დასვენებას.
თევზები
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. წარმატებით გამოიყენებთ თქვენს ინტუიციას მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. მომგებიანი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარება.
გაითვალისწინეთ: ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადი ხასიათისაა. გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ინტუიცია და გამოცდილება მთავარი მეგზურია.