რას ჰყვება მარიკა სახელაშვილი თბილისელ რჩეულზე?-ცნობილი მამა-შვილის გზა საქართველოდან სოჭამდე

ტიკ-ტო­კის სქ­როლ­ვი­სას ალ­ბათ ხში­რად შეგ­ხვედ­რი­ათ მამა-შვი­ლის გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლით სავ­სე ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გულ­გრილს ვერ ტო­ვებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დუ­ე­ტი, მა­რი­კა სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და მისი მამა, ძი­ა­ძია დი­მაა, რო­მე­ლიც სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის გულს იგებს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში. მათი ვი­დე­ო­ე­ბი ასო­ბით ათას ნახ­ვას აგ­რო­ვებს – ზოგს ღი­მილს ჰგვრის, ზოგს კი, შე­საძ­ლოა, ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში აბ­რუ­ნებ­დეს უბ­რუ­ნებს.

ტი­კტო­კე­რი არ ვყო­ფილ­ვარ… – ასე იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს მა­რი­კა, მაგ­რამ თა­ვა­დაც იცის, რომ გულ­წრფე­ლო­ბამ, მამა-შვი­ლის სიყ­ვა­რულ­მა და პა­ტა­რა ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა ვი­დე­ო­ებ­მა ისი­ნი უკვე ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვე­ბად აქ­ცია. მის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა მთა­ვა­რი არ არის – ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას სურ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნებს აჩ­ვე­ნოს, რო­გო­რი სუფ­თა და დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია მისი მამა, რო­გორ უყ­ვარს, რო­გორ ზრუ­ნავს ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ­ზე და მე­უღ­ლე­ზე.

ისი­ნი სოჭ­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მათ გულ­შია. მა­მას ქარ­თულ ცეკ­ვას­თან დიდი ის­ტო­რია აკავ­ში­რებს, მა­რი­კას კი – უკვე ხუთი თვეა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და…

– ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე, 5 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი და შემ­დეგ ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად სოჭ­ში გა­და­ვე­დით. 2000 წელს მა­მამ და­ა­არ­სა ცეკ­ვის ან­სამ­ბლი იმე­რე­თი. ძა­ლი­ან დიდი შრო­მით მი­ვი­და იქამ­დე, რომ ან­სამ­ბლი პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ამ ვი­დე­ო­ე­ბით, მინ­და, ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ მა­მა­ჩე­მი რო­გო­რი სუფ­თა გუ­ლის ადა­მი­ა­ნია. თა­ვად ბევ­რი სწყე­ნია, მაგ­რამ სხვას არა­სო­დეს აწყე­ნი­ნებს. მინ­დო­და ეს ხალ­ხის­თვი­საც და­მე­ნა­ხე­ბი­ნა და ვა­მა­ყობ, რომ ასე­თი მამა მყავს. 24 სა­ა­თი სულ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, დე­დი­სერ­თა ვარ, ახ­ლაც მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე დედა თუ გყავ­სო. დედა ქარ­თვე­ლია, უბ­რა­ლოდ სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. სახ­ლში სულ ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი და ამან შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ენა.

– მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და?

– მამა ქუ­თა­ი­სი­დან დო­ლით ხელ­ში წა­ვი­და. მამა მა­შინ და­ე­ღუ­პა, რო­დე­საც თა­ვად და­ი­ბა­და. ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ ტყუ­პის­ცა­ლია და და­ბა­დე­ბი­სას მისი და გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ბუა შვი­ლის და­ბა­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნად მი­დი­ო­და, როცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­ი­ღუ­პა. მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცეკ­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც უსახ­სრო­ბის გამო, სტუ­დი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, მას­წავ­ლე­ბელ­მა იკი­თხა, სად არის, რა­ტომ არ და­დი­სო, მი­ზე­ზი რომ გა­ი­გო, უკან და­აბ­რუ­ნა და მან გა­ზარ­და რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე. დღემ­დე ჩვენს ან­სამ­ბლში ასე­თი ტრა­დი­ცი­აა, ვი­საც დედა ან მამა არ ჰყავს ცო­ცხა­ლი, ის გა­და­სა­ხადს არ იხ­დის.

– ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბი­სას მი­თხა­რით, მამა ნერ­ვი­უ­ლობ­და და­ო­ჯა­ხე­ბას რომ არ ვჩ­ქა­რობ­დიო…

– დიახ, მაგ­რამ იმ­დე­ნად მო­კედ­ლე­ბუ­ლი იყო ჩემ­ზე, რომ დღე­საც ყო­ველ­დღე მწერს, მე­უბ­ნე­ბა, რო­გორ ვძლებ უშე­ნოდ, მე­ში­ნია არ გავ­გიჟ­დეო. უჭირს დე­დას და მა­მას ისევ სოჭ­ში ცხოვ­რე­ბა, რად­გან მე და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი. მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სიძე და კმა­ყო­ფი­ლია, რომ ის ქარ­თვე­ლია. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვა­ჩენ მე­უღ­ლეს, მას არ აქვს სურ­ვი­ლი რომ დიდ აუ­დი­ტო­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ არ ვდებ ხოლ­მე მას­თან ფო­ტო­ებს და ვი­დე­ო­ებს. შე­სა­ხე­დი, ქარ­თვე­ლი, მა­გა­რი ვაჟ­კა­ცია, მაგ­რამ არ მინ­და, მისი პი­რა­დი სივ­რცე და­ვარ­ღვიო. თუ მო­უნ­დე­ბა, გა­მო­ვა­ჩენ.

– რა რე­აქ­ცია გქონ­და მა­მას, რო­დე­საც მო­მა­ვა­ლი სი­ძე­ზე გა­ი­გო?

– 31 წლის ვი­ყა­ვი ერ­თმა­ნე­თი რომ გა­ვი­ცა­ნით. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მოხ­და. მა­ნამ­დეც მყო­ლი­ან ქარ­თვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ თა­ი­გულს რომ მიგ­ზავ­ნიდ­ნენ მამა წარ­ბებს შეკ­რავ­და ხოლ­მე, ამ­ჯე­რად მო­ღი­მა­რი ხვდე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან სიძე ორ თვე­ში გა­იც­ნო. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ იან­ვარ­ში და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­უ­ბა­რი და სექ­ტემ­ბერ­ში ქორ­წი­ლი გვქონ­და.

– მა­შინ უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყა­ვით?

– დიახ, მა­მას ბევ­რი იც­ნობ­და, ისე­თი საყ­ვარ­ლად სა­უბ­რობს რუ­სუ­ლად, შეც­დო­მე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლას ეს­მის მისი. ბა­ბუ­ე­ბი და მა­მე­ბი ახ­სენ­დე­ბათ. რო­დე­საც ჩემს ვი­დე­ოს ვაქ­ვეყ­ნებ­დი 0 კომ­პლი­მენ­ტებს მწერ­დნენ, მაგ­რამ მა­მას ვი­დე­ო­ებ­ზე ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და ხოლ­მე, ყვე­ლას შე­უყ­ვარ­და ძია ძია დიმა. 2022 წელს და­ვი­წყე მა­მა­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი გვწერ­და. მე უფრო იშ­ვი­ა­თად ვჩნდე­ბო­დი ხოლ­მე მის ვი­დე­ო­ებ­ში. მე­უბ­ნე­ბო­და, რას მიშვრე­ბი მამა, ვერ­სად ვერ გა­მივ­ლი­აო, თან უხა­რო­და ყუ­რა­დღე­ბა. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­დის და მას­თან ერ­თად დავ­დი­ვარ ყვე­ლა ცნობს. ერთხელ აფ­თი­აქ­ში ვი­ყა­ვი და რომ და­ი­ნა­ხეს, გა­და­ი­რივ­ნენ, სელ­ფებს იღებ­და ხალ­ხი. მო­რი­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ გულ­ში ძა­ლი­ან უხა­რია. მი­ხა­რია ეს გან­წყო­ბა, რად­გან მინ­და, რომ კა­ცებ­მა და­ი­ნა­ხონ მამა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. ის ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლეა, დედა რომ ცუ­დად არის ღამე არ და­ი­ძი­ნებს ისე­თი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. მე­უბ­ნე­ბა, შენ გა­მი­თხოვ­დი და ერ­თა­დერ­თი ეს დამ­რჩაო.

– თქვენს ვი­დე­ო­ებ­ზე სულ და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბია, გე­ფე­რე­ბი­ან…

– თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში შევ­ქმე­ნი ტიკ-ტო­კის გვერ­დი, ერთი მწერ­და, ერ­თა­დერ­თი ხართ ვი­საც ჰე­ი­თე­რე­ბი არ გყავ­თო. რო­გორ არ არი­ან, ხში­რად მწე­რენ ხოლ­მე რუ­სუ­ლად რა­ტომ სა­უბ­რო­ბო. არ მინ­და მე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა, შორს ვდგა­ვარ ამ ყვე­ლაფ­რის­გან. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ასე და­ყო­ფა. მე და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სოჭ­ში გა­ვი­ზარ­დე, არ მახ­სოვს, რუ­სის­გან რამე პი­როვ­ნუ­ლად ცუდი. ერთხელ ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა, ინ­ტერ­ვიუ უნ­დო­და და ძა­ლი­ან ცუდი სა­თა­უ­რი გა­მო­ი­ტა­ნა, რო­გორ ვაფ­რი­ა­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას რუ­სეთ­ში. მე ასე არ მით­ქვამს, 26 მა­ისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს, კონ­ცერ­ტე­ბი გვაქვს ხოლ­მე და ხო­რუ­მის დროს ქარ­თუ­ლი დრო­შით გა­მოვ­დი­ვართ. ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი მყავს, რუსი, სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ისი­ნიც ჩემი მსმე­ნე­ლე­ბი არი­ან.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რას საქ­მი­ა­ნობ?

– ახლა არა­ფერს, მა­მას ან­სამ­ბლს ვეხ­მა­რე­ბი სოჭ­ში, ფორ­მის შე­კერ­ვა იქ­ნე­ბა ეს თუ გას­ტრო­ლე­ბი, აქე­დან ვაგ­ვა­რებ ყვე­ლა­ფერს. ხუთი თვეა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ, ჯერ არ ვიცი რას ვი­ზამ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვის ან­სამ­ბლის გახ­სნა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის. ალ­ბათ უფრო ბი­უ­თი სფე­რო­ში წა­ვალ, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი ან დი­ზა­ი­ნი. ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი უფრო შორს იყუ­რე­ბა, ვნა­ხოთ რო­გორ გა­მო­მი­ვა.

– მოგ­წონს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა?

– ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მაკ­ლია მშობ­ლე­ბია და ასე­ვე მე­გობ­რე­ბი და ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ლანა, რო­მე­ლიც და­სა­ვით მყავს. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ნა­თე­სა­ვე­ბიც აქ ცხოვ­რო­ბენ. თუმ­ცა ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მი­ვეჩ­ვიე, ჩემი მე­უღ­ლის­გან, მისი მშობ­ლე­ბის­გან უდი­დეს სით­ბოს ვი­ღებ.

– ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად სა­ნა­ხა­ვია ხოლ­მე ის მა­მას სი­ურპრი­ზე­ბი, რა­საც მა­მას უწყობთ…

– სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც გად­მო­ვე­დი, ყო­ველ მე­ო­რე თვეს მო­ნატ­რე­ბა მე­რე­ვა ხოლ­მე. ერთხელ ლანა იყო ჩემ­თან ჩა­მო­სუ­ლი, და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, მაგ­რამ ქმარ-შვი­ლი და­ტო­ვა. შემ­დეგ ერ­თად წა­ვე­დით აქე­დან სოჭ­ში, მა­მამ არ იცო­და, რომ მეც ჩავ­დი­ო­დი. აე­რო­პორ­ტში რომ და­მი­ნა­ხა, ეს მარ­თლა სას­წა­უ­ლი სცე­ნა იყო, ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ ფილ­მი­დან კადრს ჰგავ­და. იმი­ტომ არ გა­და­მი­ღია, რომ ინ­სტაგ­რამ­ზე და­მე­დო, მე ზო­გა­დად მიყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას­თვის, ბა­ბუ­ა­საც ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვად­გე­ბო­დი ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ემო­ცი­ე­ბი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შემ­დეგ ვუ­ყუ­რებ და ამით ვე­ფე­რე­ბი ოჯა­ხის წვე­რებს.

– ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ მა­მას პო­პუ­ლა­რო­ბას?

– ძა­ლი­ან კარ­გად, ენატ­რე­ბათ ხოლ­მე. ნუ აწ­ვა­ლებ ბი­ძაჩ­ვენ­სო მე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ თან უხა­რი­ათ. კო­მენ­ტა­რებ­ში სულ წე­რენ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი დიმა ბი­ძია. ისი­ნიც ამა­ყო­ბენ და უხა­რი­ათ რომ, მათი ნა­თე­სა­ვი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. მამა ხან­და­ხან ბრაზ­დე­ბა კი­დეც, მაგ­რამ გაბ­რა­ზე­ბაც კი ტკბი­ლი აქვს. არა­ვის ატ­კენს გულს და შე­უ­რა­ცხყო­ფას არ მი­ა­ყე­ნებს.

დედა დი­ა­სახ­ლი­სია კონ­ცერ­ტე­ბის მზა­დე­ბი­სას მე და მამა რომ ვკა­მა­თობ­დით ხოლ­მე, დედა ამ დროს გვა­წყნა­რებს, არ იჩხუ­ბოთ, მშვი­დად იყა­ვი­თო, სულ ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვქონ­დეს და სუფ­თად ვი­ყოთ. ახლა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, შორს რომ არის ჩემ­გან, შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ მა­მას ვერ ტო­ვებს.

– მამა დარ­დობ­და გა­თხო­ვე­ბა­ზე თქვენს და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე, ახლა ალ­ბათ შვი­ლიშ­ვილს ელო­დე­ბა

– ეს ყვე­ლა­ზე დიდი მო­ლო­დი­ნია, მეც დე­დი­სერ­თა ვარ და ჩემი მე­უღ­ლეც. ორი­ვე მხრი­დან ელო­დე­ბი­ან ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას. ეს უკვე ღმერ­თის ნე­ბაა. მაგ­რამ ალ­ბათ თუ მა­მა­ჩე­მი გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლას ამის მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი. ვერ გაძ­ლებს ბავ­შვის გა­რე­შე, ასე­თი თბი­ლი და ტკბი­ლი მამა რომ არის ბა­ბუა იქ­ნე­ბა უა­რე­სი. ის მო­მენ­ტიც კი მაქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი რო­გორ გა­ვა­გე­ბი­ნებ სი­ურპრი­ზის სა­ხით, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლე­ბა.

კომენტარის დატოვება