ანაზღაურება იტალიაში, კატეგორიების მიხედვით.- ცვლილებები: 2024-2025 წლის განახლებული მონაცემები

კატეგორიები და მათი მახასიათებლები

1.A კატეგორია

მოიცავს მარტივ საოჯახო საქმეებს, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალურ უნარებსა და გამოცდილებას.

•მაგალითად: სახლის დასუფთავება, ელემენტარული დახმარება.

2.AS კატეგორია

მოიცავს მსგავს საქმეებს, როგორც A კატეგორიაში, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებას.

•მაგალითად: სახლის მოვლა და ზედამხედველობა.

3.B კატეგორია

მოიცავს საშუალო სირთულის დავალებებს, რომლებიც საჭიროებს მინიმალურ გამოცდილებას და სპეციალურ უნარებს.

•მაგალითად: ბავშვებთან მუშაობა, მარტივი სამზარეულოს საქმეები.

4.BS კატეგორია

პროფესიული გამოცდილების მქონე დასაქმებულებისთვის, რომლებიც ზედამხედველობენ ბავშვებს ან ეხმარებიან მოხუცებს.

•მაგალითად: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება.

5.C კატეგორია

მოიცავს უფრო კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას და სპეციალიზირებულ ცოდნას.

•მაგალითად: პაციენტების მოვლა, მედიკამენტების გაკონტროლება.

6.CS კატეგორია

სპეციალიზირებული მოვალეობები, რომლებიც ძირითადად მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარებაზე.

7.D კატეგორია

მოიცავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების სამუშაოს, რომლებიც ზრუნავენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე ან ასრულებენ მაღალ პასუხისმგებლობას.

8.DS კატეგორია

ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ რთულ შემთხვევებთან და სჭირდებათ განსაკუთრებული უნარები.

2025 წლისთვის დაგეგმილი ცვლილებები

2025 წლიდან ანაზღაურების ზრდა კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

A კატეგორია: €735.08

AS კატეგორია: €870.50

B კატეგორია: €937.60

BS კატეგორია: €1,002.40

C კატეგორია: €1,069.25

CS კატეგორია: €1,136.06

D კატეგორია: €1,336.53

DS კატეგორია: €1,403.00

ბადანტების ხელფასების ზრდა

ბადანტების ხელფასების ზრდა, ბოლო ეტაპზე სინდიკატებთან შეთანხმების შემდეგ, განსხვავდება კატეგორიის მიხედვით. ყველა საოჯახო თანამშრომელს ერთნაირი ხელფასი არ აქვს. ეს დამოკიდებულია მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებზე, დახმარების მიმღების შეზღუდული შესაძლებლობის სიმძიმეზე და იმ საათების რაოდენობაზე, რაც არაქმედუნარიანი პირის დახმარებისთვის არის საჭირო.

მაგალითად, უმაღლესი კატეგორია DS 2024 წლისთვის €1.392-დან გაიზრდება €1.403-მდე თვეში. ეს €10-ის ზრდაა, რაც 13-თვიან ხელფასში (თვიური ხელფასი + საშობაო პრემიები წელიწადში რეალურ ზრდას მოაქვს.

D დონე: 2024 წელს €1.325,92-დან გაიზრდება €1.336,53-მდე 2025 წელს (საათობრივი ანაზღაურება – €9,10).

CS დონე: 2024 წელს €1.127,04-დან €1.136,06-მდე 2025 წელს (საათობრივი ანაზღაურება – €8,48).

C დონე: 2024 წელს €1.060,76-დან €1.069,25-მდე 2025 წელს (საათობრივი ანაზღაურება – €7,48).

BS დონე: 2024 წელს €994,44-დან €1.002,40-მდე 2025 წელს (საათობრივი ანაზღაურება – €7,09).

A დონე ყველაზე დაბალი: 2024 წელს €729,25-დან €735,08-მდე 2025 წელს (საათობრივი ანაზღაურება – €5,34).

ეს ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჩანს, ოჯახებისთვის წელიწადში დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც მოიცავს როგორც ხელფასის ზრდას, ასევე საკომპენსაციო ან საშვებულებო თანხებს.

აღნიშნული ანაზღაურება არის მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც აქვს თანაცხოვრების პირობები და კვირაში 54 საათიანი სამუშაო განრიგი.

ღამის მომვლელის ანაზღაურება მხოლოდ კატეგორიებისთვის: BS, CS, DS

ღამის მომვლელთა ანაზღაურება განსაზღვრულია შემდეგნაირად

Livello BS: €1.143,60 ქმედუნარიანი პირებისთვის

Livello CS: €1.296,09 არაქმედუნარიანი პირებისთვის

Livello DS: €1.601,09 არაქმედუნარიანი პირებისთვის

შვებულებისა და TFR-ის გათვლები: ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შვებულების ან კომპენსაციის თანხა გამოითვლება მთლიან ანაზღაურებასთან ერთად.

აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონალური ან სამართლებრივი რეგულაციების მიხედვით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ხელშეკრულების პირობები გადაამოწმოთ და დააზუსტოთ დამსაქმებელთან

იტალიაში ოჯახში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება დამოკიდებულია მათი კატეგორიის, სამუშაოს სირთულისა და საათობრივი დატვირთვის მიხედვით. 2024-2025 წლებში ანაზღაურების ზრდა უზრუნველყოფს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას და მათი მოტივაციის ამაღლებას

კომენტარის დატოვება