კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე არასასურველ მომენტში შეგაწუხებენ. გაღიზიანების მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გახდეს, ამიტომაც ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილებს სისტემატიური ხასიათი აქვს.
პრობლემები საკვების გადამუშავებისას
ჩვენი საკვების გადამამუშავებელი სისტემა ძალიან მტკიცე მექანიზმია, თუმცა ხანდახან ისიც სუსტდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასამშვიდებლად პირველ რიგში გასტროენტეროლოგები ფრთხილ დიეტას და ბალახის ჩაის სისტემატიურ გამოყენებას გვირჩევენ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის აღდგენისთვის საკვები ორთქლზე უნდა მოამზადოთ. განსაკუთრებით შეზღუდეთ მარილის გამოყენება. ამ პროდუქტს კუჭზე გამაღიზიანებელი გავლენა აქვს.
ასევე საჭიროა დღეში 5-6-ჯერ მომცრო პორციებით იკვებოთ. კალორიების საერთო რაოდენობა დღეში 3000-ს არ უნდა აჭარბებდეს.
გასტროენტეროლოგები სუპების მირთმევას გვირჩევენ, ასევე დიეტურ ხორცს. უარი თქვით ჭვავის პურზე, ცხიმიან ხორცზე, ცხარე სოუსებსა და მწნილზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასამშვიდებლად პიტნის ჩაი დაგეხმარებათ. ეს სასმელი ხსნის სპაზმებს და მტკივნეულ შეგრძნებებს.
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. პიტნის მშრალი ფოთლები
- 200 მლ წყალი
მომზადების ხერხები
ფოთლებს ცხელი წყალი დაასხით და 5 წუთი გააჩერეთ.
სასმელი დღეში 4-5 ჯერ მიიღეთ საკვების მირთმევებს შორის. გაიგეთ უფრო მეტი ვიდეოს მეშვეობით.