იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე, აცხადებს, რომ ვირუსული ინფექციების მატების პიკი მომდევნო კვირებში დაფიქსირდება და იანვრამდე გასტანს. მისი თქმით, ვირუსების თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარი ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება, რაც გამოიხატება როგორც გაზრდილ შემთხვევებში, ასევე ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.
თუ იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დეკემბერ-იანვარი ვირუსების თვალსაზრისით, იქნება ყველაზე აქტიური პერიოდი. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ვირუსული ინფექციების მატების შემდგომ ზრდას და სავარაუდოდ, პიკის მოლოდინი იანვრის თვეში გვაქვს. რთულია პროგნოზი, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს ასე უნდა იყოს“, – განმარტავს ჩხაიძე.
გარდა ამისა, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად რესპირაციული ვირუსების სეზონური მატება აღინიშნება, რომელიც ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება, იშვიათ შემთხვევებში კი აპრილამდე. მისი თქმით, მომდევნო კვირებში ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება უნდა მოიმატოს.