გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 25 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წეროვანში;
„11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამულო, მლაშე, ნაგლიანთკარი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, სელექცია, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში ორბელიანის, მაისურაძის, გულისაშვილის და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში: ვაჟა-ფშაველას, ლაშარის, ხაშურის, ბორბალოს და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.