რა ხდება ამ დროისთვის ვარკეთილის მეტროში?

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მეტროსადგურის, „ვარკეთილის“, რეაბილიტაციის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი ისევ შეუსრულებელია.

მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები – მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კონტრაქტორ „ბადა ქონსთრაქშენს“ მიღებული აქვს თანხის 22 პროცენტი (3 მილიონ ლარამდე), რაშიც შედის ავანსი (2,5 მილიონი ლარი) და შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდილი 496 ათასი ლარი.

მთავარი ნაწილი იყო ჭერისა და იატაკის რეაბილიტაცია. ამ დრომდე ჭერი ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაკეთდა“, – ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე „ბადა ქონსთრაქშენთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს გააფორმა​. საპროექტო დოკუმენტები, რომლებზე დასკვნასაც კომპანიები ელოდებიან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გაგზავნილი.

​კონტრაქტის დადებიდან თითქმის ორი წლისთავზე, 2024 წლის 11 დეკემბერს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ და „ბადა ქონსთრაქშენმა“ ხელშეკრულების ვადა ცხრა თვით, 2025 წლის 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს (ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2025 წლის1 დეკემბრამდე გახანგრძლივდა).

კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:

  • „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვე გაგრძელდა;
  • დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამი წელი გაგრძელდა.

ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაცია 18 თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ვადა 33 თვემდე გაიზარდა.


მეტროსადგური „ვარკეთილი“
მეტროსადგური ვარკეთილი“

კომენტარის დატოვება