ნისლი, ქარბუქი და დიდთოვლობა: რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე და როგორია 14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი?

13 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და, თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

უღელ­ტე­ხილ­ზე თოვს და ნის­ლია. იქ მყოფი მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“რი­კოთ­ზე წა­მოს­ვლას მო­ე­რი­დეთ, სა­ცო­ბია, საწ­მენ­დი მან­ქა­ნე­ბი ვერ და­დი­ან რომ გაწ­მინ­დონ. სატ­ვირ­თო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ არ გვიშ­ვე­ბენ და პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბაც შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. თუ სა­ბუ­რა­ვი არ გი­ვარ­გათ, ნუ გა­რის­კავთ წა­მოს­ვლას!”

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.

თუნუქის ნარჩენები, კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.

უა­მინ­დო­ბის გამო გაუქ­მდბა 14 დე­კემ­ბერს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან და­სავ­ლე­თის­კენ და და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბის რე­ი­სე­ბი. რო­გორც რკინიგზის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი მგზავ­რებს სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ და რკი­ნიგ­ზის სა­ლა­რო­ებ­სა და კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სა­ლა­რო­ებ­ში 10 დღის ვა­და­ში.

14 დე­კემ­ბრის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვით:

გაგ­რა 2° – მზი­ა­ნი

სო­ხუ­მი 3° – მზი­ა­ნი

ზუგ­დი­დი 4° – უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

მეს­ტია -10° – მზი­ა­ნი

ფოთი 5° – წვი­მა

ბა­თუ­მი 4° – თოვ­ლი

ოზურ­გე­თი 3° – თოვ­ლი

ქუ­თა­ი­სი 3° – უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

ამ­ბრო­ლა­უ­რი -2° – მზი­ა­ნი

ახალ­ცი­ხე -4° – თოვ­ლი

ბორ­ჯო­მი -7° – თოვ­ლი

ბა­კუ­რი­ა­ნი -10° – თოვ­ლი

გორი -3° – უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

ცხინ­ვა­ლი -4° – უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

სტე­ფან­წმინ­და -13° – უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

გუ­და­უ­რი -16° – უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

​თე­ლა­ვი 0° – მზი­ა­ნი

რუს­თა­ვი 2° – მზი­ა­ნი

თბი­ლი­სი 0° – უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

კომენტარის დატოვება