ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ გადაცემა “დღის პოსტი“ თავისი შვილის კვების რაციონსა და ცხოვრების წესზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამაყობს რომ მას ამ დრომდე არც ტელევიზორისთვის უყურებია და არც ტელეფონი სჭერია ხელში.
“ჩვენი პატარას აქვს თავისი კვება. იმდენი ენერგია აქვს. ყველა ბავშვისთვის მაგალითი მშობელია, ამიტომ მის ირგვლივ სპორტზე აქცენტი ხშირად კეთდება ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით.
ჩართული ვარ ბავშვის აღზრდაში, რამდენად კარგი მამა ვარ ამას ჩემი მეუღლე უფრო იტყვის, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. წლის და 5 თვისაა და ძალიან ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა… მხოლოდ ფერადი წიგნები და ნახატები, თავად ითხოვს ზღაპრებს და წიგნებს“, – ამბობს ირაკლი მაქაცარია