ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა – რას ამბობს ეკა კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო თოფურიძე მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

გუ­შინ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ გაშ­ლილ კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს.გა­და­კე­ტი­ლი ქუ­ჩი­სა და შექ­მნი­ლი სა­ცო­ბე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ეკა კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთო თო­ფუ­რი­ძე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

“ვერ გა­და­ვად­გილ­დე­ბით ქა­ლაქ­ში. ასე უნდა გაგ­რძელ­დეს? თუ ალაგ­დე­ბი­ან და წავ­ლენ სახ­ლებ­ში ნეტა?“ – წერ­და თო­ფუ­რი­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ “სთო­რი­ში”

“ეს მთავ­რო­ბას უსაყ­ვე­დუ­რეთ, არ მო­ე­პა­რა არ­ჩევ­ნე­ბი და და ყვე­ლა თბი­ლად იჯ­დე­ბო­და სახ­ლში, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რე­ბი ამას ვერ გა­ი­გე­ბენ. თქვენ­თვის მთა­ვა­რი ხომ ის არის თქვენ იყოთ კარ­გად და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სულ არ გა­ნაღ­ვლებთ. ასე იცხოვ­რა შენ­მა ოჯახ­მა და ასე აგ­რძე­ლებთ თქვენც. აბა, თქვენ­თვის სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვა ვის უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნა.“

“ჰოდა იფ­რი­ნე, შენ მა­გას შეძ­ლებ…“

“ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის და წო­დე­ბაა?!“

“შე­ნის­თა­ნე­ბი თუ შე­წუხ­დე­ბი­ან სა­ჭი­რო­ცაა. გა­და­ად­გილ­დე თორე შენც საქ­მეს არ აკე­თებ­დე. „ტუსოვ­კებ­ზე“ შე­გე­შა­ლა ალ­ბათ ხელი.“ – წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის­თვის ეს პირ­ვე­ლი სკან­და­ლი არ არის, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი რო­გორც ჩანს არც ახლა სურთ. Ambebi.ge კო­მენ­ტარ­ზე ქე­თოს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვინც მას სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­უ­ბა­რი არ სურს.

– ქეთო, რო­გორ უმკლავ­დე­ბით იმ კრი­ტი­კას რაც თქვენს სტა­ტუსს მოჰ­ყვა?

– არ მინ­და მაგ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

– რას ეტყო­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

– ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინგზე სამ­წუ­ხა­როდ, მირ­ჩევ­ნია ჩუ­მად ვიყო.

– ეს არ გა­წუ­ხებთ ან არ გა­ნერ­ვი­უ­ლებთ?

– რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც მირ­ჩევ­ნია, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ვა­კე­თო.

კომენტარის დატოვება