“ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა, ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო“ – ავარიაში დაშავებული დების დედა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც გოგონების დედა სოფიო ხარძილაძე წერს, გოგონები გამოფხიზლდნენ.

“მზის გოგონები

ნიაკომაც გაიღვიძა

თათულიც მოფხიზლდა

ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო,“ – აღნიშნავს სოფიო ხარშილაძე.

კომენტარის დატოვება