“მერწმუნეთ, მოცემული რეცეპტით საუკეთესო გამოდის“ – მეგრული კვერები მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 1 კგ
  • მარილი – 1 სკ
  • კვერცხი – 1 ც
  • ყველი
  • წყალი – 400 მლ
  • ზეთი – 1 სკ

მომზადების წესი

მოცემული ინგრედიენტები მოვათავსოთ ჯამში, მოვზილოთ ცომი, დავაყოვნოთ 30 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ფორმები, შუა გულში მოვათავსოთ ყველი და მოვხარშოთ მარილიან წყალში, დაახლოებით 7-8 წთ საკმარისია. სურვილისამებრ თავზე გადაუსვით კარაქი, უგემრიელესია!

კომენტარის დატოვება