“ერთნაირი ბედი გვქონია…თამუნას დედას, ჩემი ბიოლოგიური დედასავით არ უნდა შვილთან ურთიერთობა” – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური გამოხმაურება

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და, ხოლო ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს.

“დე­დას­თან შეხ­ვედ­რის ვი­დეო ვერ დავ­დე, იმი­ტომ რომ არ სურს გა­მო­ჩე­ნა. მას აქვს სიმ­სივ­ნე, მძი­მე ფორ­მებ­ში. დე­დას არ სურს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რას ვი­ზამთ, ყვე­ლას არ შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­დე და მოს­წონ­დე.” – ამ­ბობს თა­მუ­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტის ვი­დეო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. მათ შო­რის იყო მწე­რა­ლი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ცის­ნა­მიც გაშ­ვი­ლე­ბუ­ლია, რო­გორც თა­მუ­ნა და ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც შვილ­თან კონ­ტაქ­ტზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი:

“თა­მუ­ნას ახა­ლი ვი­დეო ვნა­ხე და არ შე­მიძ­ლია კო­მენ­ტა­რი რომ არ გა­ვა­კე­თო. რა ერ­თნა­ი­რი ბედი გვქო­ნია. თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას, ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­და­სა­ვით არ უნდა შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სი­ახ­ლო­ვე. რო­გორც თა­მუ­ნამ თქვა. რას ვი­ზამთ, ყვე­ლას ვერ ვეყ­ვა­რე­ბით და ვენ­დო­მე­ბით. მაგ­რამ, არის დიდი მაგ­რამ!

დედა ხარ შენ ჩემი და შენ თუ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გინ­და, მე მინ­და და მე მჭირ­დე­ბა რო­გორც სას­მე­ლი წყა­ლი!

შენი აღი­ა­რე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­შინ­ლად მსჯი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ კომ­პლექ­სით უნდა ვი­ცხოვ­რო, რომ დე­დას არ ვუნ­დი­ვარ. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ნუთუ ასე­თი ცუდი ვარ? რა და­ვა­შა­ვე ასე­თი? მე ხომ არ მი­თხო­ვია რამე, გარ­და იმი­სა, რომ მა­ღი­ა­რო რო­გორც შვი­ლი.

თა­მუ­ნა, შენს გვერ­დით ვარ. მე ვიცი რა­საც გრძნობ და გა­ნიც­დი. მე მეს­მის შენი ტკი­ვი­ლი, რად­გან მეც იგი­ვე ტკი­ვი­ლით ვცხოვ­რობ.

დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი მაკ­ლია და მინ­და. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი ვიბ­რძო­ლებ ამის­თვის.

თა­მუ­ნა წარ­მა­ტე­ბე­ბი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. შენს გვერ­დით ვარ.

დე­დის­გან არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი შვი­ლი – ცის­ნა­მი”.

 

კომენტარის დატოვება