თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
- არსებული ინფორმაციით, ის დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
AMBEBI.GE მკვლელობის დეტალებს არკვევს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, შემოგთავაზებთ.