როგორც მოსალოდნელია, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. დადასტურებული ჯერ არაფერია, თუმცა საბრძოლო ხელოვნების სამყარო სწორედ ამ დაპირისპირების მოლოდინშია.
- უმარის ძმამ, უსმანმა “ინსტაგრამის საშუალებით მერაბ დვალიშვილს მიმართა.
“შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები. მალე უმარი გახდება სუპერმსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი და ტიტულს იქამდე შეინარჩუნებს, სანამ მოესურვება” – აცხადებს უსმანი “ინსტაგრამზე”.
ცნობისთვის, მერაბ დვალშვილმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი დაამარცხა.