ჩაის სოკოს 80-90იან წლებში აქტიურად ზრდიდნენ, მაგრამ ეს პროდუქტი ამჯერად ახალი სიცოცხლით ბრუნდება! კომბუჩა – ეს ცოცხალი მედიკამენტი და ახალგაზრდობის ელექსირია. აღმოჩნდა, რომ საკმარისია დილაობით ეს სასმელი 1 ჭიქა დალიო და ჰიპერტონიის შესახებ ყველაფერი დაგავიწყდება. ასევე, ის ასუფთავებს ორგანოებს, ეხმარება კუჭს გამოჯანმრთელებაში და ღვიძლს დაავადების გამომწვევი მიკროფლორისგან იცავს.
მათთვის, ვინ საქმის კურსში არაა, კომბუჩა ჩაის სოკოა, რომელიც ადრე აივანზე ქილაში ბევრ ადამიანს ედგა. ერთგვარი ბუნებრივად გაციებული ჩაი, ტკბილი, იმპორტირებული ლიმონათების შემოტანასთან ერთად დავიწყებულ იქნა. ამჯერად, კომბუჩას პოპულარობის ახალი ტალღა მოემართება.
აშშ-ში ახლა ყველა მაღაზიის ვიტრინაში არა ლიმონათები, არამედ სხვადასხვა გემოს კომბუჩაა მოთავსებული. ათობით მწარმოებელი სასმელის მრავალფეროვნებაზე ზრუნავს.
ჩაის სოკოს სარგებლიანობა
ის სავსეა საიდუმლოებებით. და ზოგადად, ის სოკო საერთოდ არაა. ეს სუბსტანცია 3 ლიტრიან ქილაში ლორწოვანი გარსია, რომელიც მიკროორგანიზმების მოქმედებების შედეგად გაჩნდა. საბოლოოდ ტკბილი გაზირებული სასმელი გამოდის.
ითვლება, რომ ჩაის სოკო მანჩჟურიაში გაჩნდა, რადგანაც პირველად ძველ ჩინურ ხელნაწერებში მოიხსენიება. მეოცე საუკუნის დასაწყისში მისი გაკეთება და დალევა რუსეთში დაიწყეს. სავრაუდოდ, რუსეთ-იაპონიის ომიდან სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცები ავრცელებდნენ. ბევრი ისტორიკოსი კი საერთოდ თვლის, რომ ჩაის სოკო პირველად ტიბეტში გამოიყენეს.
აშშ-ში სოკოს კომბუჩა უწოდეს, რაც იაპონური ჩაის სახელიდან და ზღვის წყალმცენარე კომბუსგან გამომდინარეობს, რომელსაც თავიდან ჩაის სოკოდ ასაღებდნენ, მაგრამ სახელი წარმატებით დარჩა.
სასმლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. შეუძლია შეეწინააღმდეგოს ინფექციურ დაავადებებს, ამიტომაც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის, სამკურნალო წამლებთან ერთადაც. ადამიანები, რომლებიც ყაბზობით და კოლიტით იტანჯებიან, ჩაის სოკო ნამდვილი ხსნაა.
ახლა სოკოს, ანუ კომბუჩას მთელ მსოფლიოში ყიდიან. 2016 წლიდან მოყოლებული გაყიდვებმა 1.06 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2017 წელს ბაზარზე კომბუჩას გაყდვებმა 37%-ით აიწია, მაშნ როცა კოკა-კოლას გაყიდვები 80%-ით დაეცა!
ევროპაში ჩაის სოკოს ჯანსაღი კვების ობიექტებში მოგართმევენ, სადაც ის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ცნობილი მსახიობი, ორლანდო ბლუმი მას ყველა სხვა სასმელს ამჯობინებს.
ჩაის სოკოს შემადგენლობაშია ვიტამინები, მჟავები, ფერმენტები. მას აქტიურად იყენებენ ორგანოების დაავადებებისას. ჩაის სოკო გეხმარებათ გახდომაში, რადგანაც კუჭის ნორმალურ მოქმედებას უწყობს ხელს.
ასევე, სასმელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაციებას და მუდმივ თავის ტკივილებს. თუ უძილობა გაწუხებთ, ჩაის ბურახის რეგულარული გამოყენება ნამდვილად დაგავიწყებთ. მას შეუძლია გაამაგროს თმა, გაასუფთავოს სახის და ტანის კანი, შეახორცოს იარები.
ჩაის სოკოს დალევა ჭამის და მისი დასრულებისთანავე არ ღირს. სჯობს, საკვების მიღებამდე დალიოთ, რადგანაც მადიანობას იწვევს.
ასევე, ჩაის სოკო, ჩაისგან განსხვავებით უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლს შეიცავს, ამიტომაც ნუ მიიღებთ საჭესთან დაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე.
ჩაის სოკოს მუდმივ მოხმარებას შესაძლოა უკუჩვენებებიც ჰქონდეს, მაგალითად არასასიამოვნო შეგრძნება, გულისრევა…
კომბუჩა არაა რეკომენდირებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.