ლევან ხაბეიშვილი ამერიკაშია. პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან ინსტაგრამის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს. ენმ-ს ყოფილი თავჯდომარის შტატებში გამგზავრების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, რატომ დატოვა პოლიტიკოსმა საქართველო. ამბობენ, რომ შესაძლოა ხაბეიშვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდეს. იქ პოლიტიკოსის ძმა ცხოვრობს, რომელიც ათწლიანი განშორების შემდეგ, ხაბეიშვილმა რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ნახა.
“ამბები” ხაბეიშვილს ამერიკაში დაუკავშირდა და ჰკითხა, რა მიზნით გაემგზავრა და ხომ არ აპირებდა პოლიტიკაში საცხოვრებლად შტატებში გადასვლას:
“ვფიქრობ, იმაზე გასაგებად რაც საჯაროდ და ღიად ვისაუბრე, შეუძლებელია ახსნა. ივნისში ვთქვი, რომ ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში (როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო” – განაცხადა ხაბეიშვილმა.