აღზნებულობას, ნევოზს, ფრჩხილების მტვრევას, უძილობას, ეგზემას, მაღალ არტერიულ წნევას, ხელ-ფეხის დაბუჟებას, კრუნჩხვებს, კბილების დაშლას, ჰერპესს, ბრონქიალურ ასთმას.
ყველაფერ ამის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს ისეთი სახით უნდა მივაწოდოთ კალციუმი, რომ ადვილად შეძლოს მისი ათვისება.
კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მიკროელემენტს – სპილენძს, ფტორს, რკინას და ა.შ. ქათმის კვერცხი კარგად უნდა გავრეცხოთ თბილი წყლითა და საპნით, გავამშრალოთ (თუ ვაძლევთ პატარა ბავშვს, ხუთი წუთი მდუღარე წყალში გავაჩეროთ).
კვერცხს მოვაცილოთ ნაჭუჭი, კარგად გავაშროთ და ფაიფურის პატარა ჭურჭელში წმინდად დავნაყოთ. დავამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, განვაზაოთ ცოტა წყალში და ისე მივიღოთ.
1 წლის ასაკის ბავშვისათვის დღეში ერთხელ უმცირესი რაოდენობით, 3-4 კვირის განმავლობაში, უფროსი ასაკის ბავშვისათვის 1-3 გრ-მდე, დღეში ერთხელ ასაკის მიხედვით.
მოზრდილთათვის 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ დღეგამოშვებით. ეს შეიძლება გაკეთდეს წელიწადში 2-ჯერ თითო თვის განმავლობაში.