უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.
ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა. გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნა შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთვისცა მოთმინებაი და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა – შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისხმისყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაი ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თვისთა ზედა. მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათვის დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თვისსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო. მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობა შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად, ამინ.
ლოცვა დედა ღვთისმშობელისადმი
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.