ყველამ იცის, რომ ხილი ვიტამინების, მინერალებისა და უჯრედისის წყაროა. ხილის რეგულარული მირთმევა აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სისხლის წნევას და ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ამ უნიკალური პროდუქტის მიღება შეიძლება ჭარბად.
შეიძლება თუ არა ხილის მირთმევა ღამით?
ბევრს ჰგონია, რომ ხილი სელს უწყობს წონაში კლებას. თუმცა ეს ასე არ არის. მისი მირთმევა უმჯობესია დილით – საუზმიდან ორი საათის შემდეგ.
მეორე საუზმედ შეგიძლია მიირთვა ხილისა და ბოსტნეულის ნარევი. მაგალითად, გახეხილი სტაფილო და ვაშლი.
თუ გადაწყვიტე საღამოს ვახშამი ჩაანაცვლო ხილით, ამით ორგანიზმს მხოლოდ ავნებ. ასეთი კვების შედეგად ტვინი მდგრადი გახდება ლეპტინის – დანაყრების შეგრძნების ჰორმონის მიმართ. ეს კი თავის მხრივ, იწვევს წონის მატებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარებას.
ჯანსაღი ვახშმის იდეალური ვარიანტებია უცხიმო ხორცი ან გამომცხვარი თევზი ბოსტნეულით.
როგორც ხედავთ, ერთი და იგივე პროდუქტს შეუძლია ორგანიზმს მიაყენოს როგორც სარგებელი, ასევე ზიანი. სწორად მიირთვით ხილი, რათა მან თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ განამტკიცოს.
ეს სასარგებლო რჩევა გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!