რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებასა და მსგავსი სახის მეხსიერების პრობლემებს?
როდესაც მეხსიერების პრობლემები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, რადგან ალცჰაიმერი და მსგავსი ტიპის გონებრივი ხარვეზები პროგრესირებად დაავადებებს წარმოადგენენ.
მეხსიერების პრობლემები და ტვინის სხვადასხვა უჯრედების გათიშვა სისხლძარღვებისა და ალცჰაიმერის დაავადებების რამდენიმე სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს.
საზოგადოების უმრავლესობას აინტერესებს, თუ რატომ არიან ასაკოვანი ადამიანიები უფრო მეტად მსგავსი პრობლემების რისკის ქვეშ და რატომ არ ეხება ზოგიერთ მოხუცებულს აღნიშნული დაავადებების სიმპტომების გაჩენის წინაპირობა.
აღნიშნული პრობლემების გამომწვევი პირდაპირი მიზეზები მეცნიერების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელ საკითხს წარმოადგენს, თუმცა ყველაზე მკვეთრი ფაქტორები მაინც გამოკვეთილია.
არასწორი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ძილის ცუდი რეჟიმი ყველაზე ხშირად იწვევს მეხსიერების პრობლემების გაჩენას, ასევე არასაკმაირისი სოციალური აქტივობაც სერიოზული მიზეზებიდან ერთ–ერთია. თუმცა, ერთ–ერთი საშიში ფაქტორი ფართოდ გავრცელებული წამლებიცაა.
სამეცნიერო გამოკვლებებმა აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მედიკამენტები გონებრივი ხარვეზებისა და მეხსიერების პრობლემების ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია. მაგალითად, კუნთების გამაგრებისთვის საჭირო მედიკამენტების შემადგენლობა კუნთებსა და სახსრებში სწორედ იმ უჯრედების გამოყოფას უშლიან ხელს, რაც ტვინს მეხსიერების ჯანსაღი მუშაობისთვის სჭირდება. ასევე შარდის შეუკავებლობის საწინააღმდეგო პრეპარატები პარკინსონის დაავადების გამომწვევ მიზეზებს დაუკავშირეს.
მეცნიერების დასკვნით, რაც უფრო დიდხანს იღებთ ზემოთხსენებულ წამლებს, მით უფრო დიდი შანსია ასაკში შესვლასთან ერთად მეხსიერების პრობლემებმა თანდათან უფრო შეგაწუხოთ. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მედიკამენტებს დაბალი დოზებით მიიღებთ.
ასევე, დეპრესიასთან საბრძოლველად გამოწერილი სამედიცინო საშუალებები იგივე პრობლემასთან დააკავშირეს 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევებში.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მსგავსი მედიკამენტების მიღება გიწევთ?
თუ აღნიშნულ წამლებს ექიმის კონსულტაციის გარეშე იყენებთ, აუცილებლად მიმართეთ მათ და მხოლოდ კლინიკის ნებართვის შემდეგ გააგრძელეთ მსგავსი პროცესი.
აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენი რეცეპტის გამცემ ექიმს საჭირო დოზები იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ის დაავადება, რის გამოც აპირებთ წამლის მიღებას. ხშირად, დაბალი დოზა სრულიად საკმარისია.
არ უნდა დავივიწყოთ ჯანსაღი გონებისთვის საჭირო სხვა საშუალებების გამოყენებაც. ჩამოიყალიბეთ ჯანსაღი ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ ყოველდღე საშუალო დონის დატვირთვით და დაიცავით დაბალანსებული დიეტა. ბოსტნეული და ხილი თქვენი საუკეთესო დამხმარე საშუალებებია.