დაივიწყეთ მაკიაჟის დამღლელი პროცესი. აი, როგორ გამოიყურებოდეთ კინოვარსკვლავივით.

ბუნებრივობა ყოველთვის ტრენდად ითვლებოდა. დღეს ბევრი გოგონა ხარჯავს თავის დროს ისეთი მაკიაჟის შერჩევასა და მის კარგად გაკეთებაში, რომელიც დიდად არც ეტყობა სახეს. თუმცა სილამაზის ზოგიერთი წესი შეიძლება დაგეხმაროთ იმაში, რომ ყოველთვის უმაკიაჟოდ გაატაროთ დრო.

ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 10 მარტივ ხრიკს, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს მოგანიჭებთ ყოველგვარი ტონალურის, ტუჩსაცხისა და სხვა კოსმეტიკის გამოყენების გარეშე.

გაიკეთეთ წარბები სრულყოფილად

სახეზე მაკიაჟის წასვის გარეშე, წარბები მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცევა. მიეცით წარბებს სახის მოყვანილობის შესაბამისი ფორმა. თუ საჭირო გახდება, შეიღებეთ ისინი მუქად ბუნებრივი საღებავებით. ასეთია, მაგალითად, ინა. როცა ფერის არჩევას დაიწყებთ, დარწმუნდიღ, რომ ის თმის ფერს უხდება. თუ მუქი წარბები არ გაქვთ, წაისვით მასზე ყოველდღე აბუსალათინის ზეთი ან ვიტამინი A. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ წარბების დაუჯერებელ ტრანსფორმაციას.

გააკეთეთ მახვილი თვალზე

უკეთ რომ გამოიყურებოდეთ, დაიხვიეთ თვალის წამწამების დამხვევით, შემდეგ კი წაისვით მასზე გამჭვირვალე გელი. შეგიძლიათ წამწამები მიიწებოთ კიდეც.

მოიშორეთ თვალებიდან შავი წრეები. დაიწყეთ ეს კვების გამოსწორებით. მუქი წრეები შესაძლოა ორგანიზმში რკინის ან B ვიტამინის ნაკლებობის შედეგი იყოს (ღვიძლი და წითელი ხორცი ბევრ B ვიტამინს შეიცავს). შეარჩიე კრემი მათეთრებელი ეფექტით ან ის, რომელიც რეტინოლს შეიცავს. ასევე პიტნის ცივი კომპრესი ან მწვანე ჩაი ძალიან ეფექტურია.

გაითეთრე კბილები

ნათელი ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნდით კარგად, რომ არაფერი უშლის ხელს თქვენს მიმზიდველობას. გამოიყენეთ მათეთრებელი კბილის პასტა, მით უმეტეს, ყავის ან ღვინის დალევის შემდეგ. თუმცა დიდი სიმძლავრით ნუ გაიხეხავთ კბილებს, რათა ემალი არ დაზიანდეს. თუ კბილის პასტა არ გიშველით, გაითეთრეთ კბილები პროფესიულად.

არ დაივიწყო ტუჩები

კვება, დატენიანება და გონივრული ექსფოლიაცია სახის გარდა ტუჩებისთვისაც მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი, რომლის ჩანაცვლებაც პერიოდულად ზეითუნის ზეთით ან სხვა ბუნებრივი ზეთებით შეგიძლიათ. დაიმასაჟეთ ტუჩები კვირაში ერთხელ კბილის ჯაგრისით ან თითის ბალიშებით – დაიტენიანეთ ტუჩები და წაისვით შაქარი წრიული მოძრაობით.

მოუარე თმას

მოსაწყენი თმის ფერი ან ვარცხნილობა, რომელიც დიდი ხნის წინ გაიკეთე დიდად არ მოუხდება უმაკიაჟო კანს. აირჩიე მარტივი თმის სტილი და ბუნებრივი ფერები, შამპუნი და კონდიციონერი კი აუცილებლად ნატურალური კომპონენტების უნდა იყოს. შეიჭერი თმის ბოლოები რეგულარულად. ქოქოსის ზეთის გამოყენება თმას ეხმარება ქერტლთან, სიმშრალესთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლაში. დაიბანე თმა მცენარეული ექსტრაქტების ნახარშით (სალბი და მუხის ქერქი ძალიან უხდება ყავისფერ თმას, გვირილა და ცაცხვი კი – ქერებს), ეს მას უფრო მბზინვარეს გახდის.

გამოიყენე მზის კრემი

ულტრაიისფერი სხივების რადიაცია ზრდის წვრილი ნაოჭებისა და სხვა ასაკობრივი ,,ბონუსების” გაჩენის რისკს. მზე ხშირად კანის კიბოსაც იწვევს, განსაკუთრებით ეს ეხება ღია კანის ფერის მქონე ადამიანებს. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყველგან და ყოველთვის, სადაც მზეა – არამხოლოდ ზაფხულში და ზღვის სანაპიროზე.

ფოკუსირდი კანზე

კოსმეტოლოგებს სწამთ, რომ სახე დღეში მაქსიმუმ 2ჯერ უნდა დავიბანოთ. ჯობს, ეს მხოლოდ დაძინებამდე გააკეთოთ. დილით შეგიძლიათ გაიწმინდოთ სახე რძით, ლოსიონით ან ყინულის კუბით. მნიშვნელოვანია სასტიკად არ მოეპყრათ სახის კანს და ხშირად არ გამოვიყენოთ პილინგი და სკრაბები. კვირაში ერთხელ სახის ნიღბების გაკეთებაც უხდება კანს.

გამოიძინე კარგად

საკმარისი ძილი (7-8 საათი) აუცილებელია კანის ნორმალური მდგომარეობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაც. ეცადეთ, დაიძინოთ 11 საათზე, რადგან შუაღამისას სხეული გამოყოფს ,,სილამაზის ჰორმონ” – მელატონინს. ეცადეთ მუცლის ნაცვლად დაწვეთ ზურგზე, რადგან ეს თავიდან აგაცილებთ ნაოჭების გაჩენას.

გადახედე დიეტას

კვლევები ადასტურებს, რომ მიღებულ საკვებსა და კანის მდგომარეობას შორის მტკიცე კავშირია. ცხიმიანი ზღვის თევზი, ბოსტნეული, მარცვლეული, თხილი და კაკალი ყველაზე გავრცელებულ საკვებში შედის. ისინი ცხიმოვანი მჟავების, E ვიტამინისა კაროტინის წყაროა, რომლებიც მთავარ იარაღს წარმოადგენენ თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში. რძის პროდუქტებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ მენიუში, რადგან ისინი განაპირობებს ჯანმრთელი მიკროფლორის არსებობას.

იპოვე შენი ფერი

ტანსაცმლის სწორი ფერის შერჩევა დაგეხმარება, რომ შენი კანის ფერი უკეთესად გამოჩნდეს, ასე ადამიანი გაცილებით მიმზიდველი ჩანს. კანი ტონალურის გარეშე უფრო ფერმკრთალი ჩანს, ამუტომ უმჯობესია არ აირჩიოთ მუქი ფერები. თეთრიც არ არის იდეალური გამოსავალი.

საუკეთესო ვარიანტია ნათელი ფერები: ლურჯი, ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, ატმისფერი… მთავარია იპოვოთ თქვენი კანის შესაფერისი რამდენიმე ფერი და უერთგულოთ მას.

თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება უკეთესად გამოიყურებოდეთ მაკიაჟის გარეშე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში!

კომენტარის დატოვება