ადამიანის ჯანმრთელობა პირველ რიგში დამოკიდებულია სუფთა სისხლზე. სისხლის მოვალეობაა თითოეულ ორგანოსა და უჯრედთან ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიტანა და შემდეგ მათგან არასაჭირო ნივთიერებებისა და ტოქსინების გამოტანა. ამ სამუშაოს შედეგად სისხლი ბინძურდება და კარგავს თავის დამცველობით თვისებებს, ამიტომ მისი პერიოდული გაწმენდა აუცილებელია.
ხშირად ჩვენ იგნორს ვუკეთებთ ჩვენი სხეულის საგანგაშო სიგნალებს და შემდეგ უკვე საჭირო ხდება სამედიცინო ჩარევა. მაგრამ თუ პერიოდულად ჩავიტარებთ სისხლის პროფილაქტიკას, თავიდან მრავალ პრობლემას ავიცილებთ. დღეს გთავაზობთ რამდენიმე სასმელის რეცეპტს, რომლებიც შესანიშნავად უმკლავდება ამ ამოცანას.
სისხლის გაწმენდა ბალახებით
ბალახებით სისხლის გაწმენდისთვის, როგორც წესი, ამზადებენ ჩაის. აკეთებენ ნახარშს ან ნაყენს. უფრო ეფექტურად ითვლება ბაბუაწვერას, ჭინჭრის, ოხრახუშის, კალენდულას და ექინაცეას სასმელები.
ნაყენი ბაბუაწვერასგან
ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღის მეორე ნახევარში, მას გამოაქვს ტოქსინები და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მომზადებისთვის ბაბუაწვერას რამდენიმე ყვავილი ჩადე ჭიქაში, დაასხი მას მდუღარე და დატოვე ხუთი წუთით. შემდეგ გადაწურე და მიიღე.
გაწმენდა ჭინჭრით
ჭინჭარი სწრაფად ასუფთავებს სისხლს ინტოქსიკაციის დროს და გამოაქვს ნებისმიერი შხამიანი ნივთიერება. ერთ ჭიქა წყალზე აიღე ერთი ან ორი ს. კ. მშრალი ჭინჭარი ან სამი ან ოთხი ცალი ახალი ფოთოლი და მიიყვანე ადუღებამდე. შემდეგ ნაყენი გააციე და მიიღე თითო ჭიქა ჭამის შემდეგ.
წმენდა ოხრახუშით
ოხრახუშს შეუძლია ტოქსინების გამოყოფა შარდის საშუალებით და ამ სახით ასუფთავებს სისხლს. ერთი ჩ. კ. ოხრახუშის თესლს დაასხი ნახევარი ლ ოთახის ტემპერატურის წყალი და დადგი 10 საათით. შემდეგ გადაწურე და მიიღე ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.
კალენდულას ნახარში
50 გ კალენდულას ყვავილს დაასხი სამი ლ წყალი და ადუღე დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. ნახარში გააციე, დაამატე მას ერთი ჭიქა თაფლი და ორი ჭიქა ძახველის წვენი. მიღებული ნარევი შეინახე მაცივარში და მიიღე ნახევარი ჭიქა ყოველ დილით, მშიერ კუჭზე.
ექინაცეას ნაყენი
ეს საკმაოდ მოქმედი საშუალებაა და შესანიშნავად წმენდს ლიმფას, თან მას არ აქვს გვერდითი ეფექტები. ერთ ს. კ. მშრალ ექინაცეას დაასხი ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთე და დატოვე მთელი ღამე. დილით გადაწურე და დალიე 100-150 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 10 დღის განმავლობაში. გააკეთე შესვენება ხუთი დღე და გაიმეორე მიღება კვლავ ორ ჯერზე. აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი მკურნალობის კურსი გაიმეორე კვლავ სამჯერ 10-10 დღით ყოველი თვის გასვლის შემდეგ.
ორგანიზმზე ზრუნვა ყველასთვის აუცილებელია, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება სისხლს. ეს მარტივი რეცეპტები დაგეხმარებათ, რომ შეიბარჩუნოთ ტონუსი და სიმხნევე. მაგრამ გახსოვდეთ, ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!