ყველაფერი სასარგებლო ჩვენი სახისა და სხეულისთვის მიწიდან ამოდის. რაც არ უნდა განვითარდეს კოსმეტოლოგია, ხალხური საშუალებები მაინც უკონკურენტოა.
ამასთან, კოსმეტიკური საშუალებები ძვირია და ყოველთის მოლოდინს არ ამართლებს. ხალხური კი ყოველთვის იაფია და სწორი გამოყენებისას დიდი სარგებელი მოაქვს.
ჯანჯაფილის შინაგანი გამოყენება გახდომას და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს, ასევე, ვიტამინების წყაროა. რა მოხდება თუ მას სახეზე დავიდებთ? ბუნებრივი გაახალგაზრდავება, კანის ტონირება, კვება, ნაოჭების ალაგება – ეს ყველაფერი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში. წარმოგიდგენთ ნიღაბს ამ კომპონენტისგან.
მწვანე ნიღაბი
ინგრედიენტები
- 100 გ კოჭას ფესვი
- 1 ბანანი
- 1 ჭიქა ისპანახის ფოთლები
- 0,5 ჭიქა პიტნა
- 3 ს.კ. თაფლი
მისი დამზადება მარტივია. ყველა ინგრედიენტი ბლედერში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბანანი კანს არბილებს. თაფლი პილინგს უტარებს. თაფლი, შაქარი და ხილის ფრუქტოზა კანზე მოხვედრისას რეგენერაციის პროცესს უწყობენ ხელს.
ნიღბის დადებამდე გაისუფთავეთ კანი, შემდეგ წაისვით ლოსიონი ან ტონიკი.
სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე თხელ ფენად დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კანზე დამატენიანებელი კრემი ისევ დაიდეთ.
უკეთესი ეფექტისთვის ნიღაბი 3 კვირის მანძილზე ყოველ სამ დღეში წაისვით. შემდეგ კვირაში ერთხელ. სამი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მიმიკური ნაოჭები უფრო გასწორდება, კანი დატენიანდება და სახის ფერი თანაბარი გახდება.