დიეტა აკროშკაზე – საოპერო ვარსკვლავის საიდუმლო

ოპერის მომღერლის იმიჯი ბევრისთვის საკმარისად შაბლონურია: ქალი მსხვილი ფორმებით და ძლიერი ხმით (რატომღაც წონა უკვე ხმის ტემბრთან ასოცირდება). მაგრამ, დიდი თეატრის საოპერო მომღერალმა, გალინა ვიშნევსკაიამ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაგვარწმუნა, რომ ეს მხოლოდ სტერეოტიპია. გასაოცარია, რომ სიბერეშიც კი მშვენიერი ფიგურის შენარჩუნებისთვის მას აკროშკას დიეტა ეხმარება.

“ფიზიკურ აქტივობასთან (სპორტთან) მე გულგრილი დამოკიდებულება მაქვს” – ხშირად აღიარებდა გალინა პავლოვნა. აკროშკას დიეტა ხშირად ხდებოდა მომღერლის ნამდვილი ხსნა. ასეთი რაციონის პარალელურად, ის მუდამ ბევრ ჩვეულებრივ წყალს სვამდა, ხოლო შიმშილის დასაცხრომად უგაზო მინერალურ წყალს.

დიეტური აკროშკას რეცეპტი

აკროშკას ფუნდამენტად გალინა სახლში მომზადებული პურის ბურახის და უცხიმო კეფირის გამოყენებას გვირჩევდა.ასევე, კეფირისგან, დაჭყლეტილი ქინძისგან და ოხრახუშისგან დამზადებულ ნაზავს.

ბოსტნეული. მომზადების პროცესში განსხვავებული სახეობის ბოსტნეულის გამოყენება შეიძლება, კარტოფილის გარდა. საუკეთესო პროდუქტებია: ყაბაყი, სტაფილო, ბოლოკი და კიტრი. რაც შეეხება ხორცს, აირჩიეთ მჭლე. შეიძლება თევზის დამატებაც.

დიეტის ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი არ უნდა იყოს. ამ დროის განმავლობაში 4-5 კგ-ს დაიკლებთ. მისი გამეორება რეკომენდირებულია არანაკლებ 1 თვეში.

როგორ მივიღოთ დიეტური სუპი

  • იკვებეთ დღეში 4-ჯერ.
  • გალინა გვირჩევდა სუპისთვის სპეციალური თეფში შეგვერჩია, რომლის ფორმაც ხელის გულის ფორმას გაიმეორებდა.
  • წასახემსებლად გამოიყენეთ საზამთრო, პომიდორი და კიტრი.

კომენტარის დატოვება