მენსტრუაცია ქალისთვის რთული პერიოდია. ხასიათის ცვლილებებთან და ტკივილთან ერთად, ადგილი აქვს მკერდის სენსიტიურობას, დასივებას, გამონაყარს და სხვა არასასიამოვნო ეფექტებს. წარმოგიდგენთ გავრცელებულ მითებს, რომელთა შორისაც ვხვდებით ჭეშმარიტებასაც, მაგრამ ტყუილსაც.
რა არის ნებადართული და აკრძალული ციკლის დროს?
1. აბაზანის მიღება არ შეიძლება – მითია!
პოპულარული შეხედულებით შხაპი მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ, აბზანის მიღება ამსუბუქებს მენსტრუალურ შეტევებს და კუნთების დაძაბულობას.
2. ზოგიერთი საკვების მიღება დაშვებული არაა – სიმართლეა!
სასურველია ამ დღეებში გამორიცხოთ ზოგიერთი პროდუქტი თქვენი რაციონიდან, მათ შესაძლოა სიმპტომები გააძლიერონ. ესენია:
- ყავა;
- რძის ნაწარმი;
- ცხიმიანი და ცხარე საკვები;
- ტკბილეული და ჭარბშაქრიანი პროდუქტი.
3. არ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით – მითია!
ვარჯიში უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ასაკრძალი. ფიზიკური აქტივობა ქალს ეხმარება დისკომფორტს უკეთ გაუძლოს. მაგრამ, სჯობს ძალისმიერი და წონის დაკლების ვარჯიშები არ შეასრულოთ.
4. არ უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო ტესტები – სიმართლეა!
მენსტრუაციის დროს ქალის სისხლში ცვლილებები აღინიშნება (ჰემოგლობინი ეცემა, ერითროციტების რაოდენობა იზრდება) ამიტომაც ტესტები შესაძლოა არასწორი გამოდგეს. ზოგადად, სისხლის საერთო დაშვებულია, მაგრამ სჯობს მენსტრუაციის დამთავრებას დაელოდოთ.
5. არ უნდა იცუროთ – მითია!
რადგანაც ფიზიკური აქტივობა სასურველია, ცურვა მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება. რა თქმა უნდა არ დაივიწყოთ ჰიგიენა. ტამპონი ამ დროს საუკეთესო არჩევანია!
6. 3 დღეზე მეტი ტკივილი არ უნდა მოითმინოთ – სიმართლეა!
სპაზმები ამ დროს ნორმალურია, მაგრამ 2-3 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ესტუმრეთ ექიმს.