მასაჟი ცომის გასაბრტყელებლით ახლებური ტენდეცია არაა. ის სახლში ყოველთვის მოიძებნება და ჩვენი ბებიები პროფესიონალურად ფლობდნენ მას სილამაზის საკითხებშიც.
დღეს ბევრი ადამიანი იტანჯება ზურგის და ფეხების ტკივილით. წარმოგიდგენთ ხსნას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მასაჟორი არსებობს, რომლებიც ამ ნივთის პრინციპს იმეორებენ. მისი ზედაპირი და ფორმა ვითარდება და იხვეწება კიდეც. მაგრამ, ცომის გასაბრტყელებელი უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომია.
პრინციპი მარტივია: ის ისევე ექცევა ფეხს, როგორც ცომს. მაგრამ არა ასე მომენტალურად.
მის სხეულზე მოძრაობას განსაკუთრებული დრო არ სჭირდება, ამას საღამოს ტელევიზორთან ან კომპიუტერთანაც შეძლებთ.
მასაჟი ცელულიტისთვის
იმუშავეთ კანთან ისე, თითქოს ცომს აბრტყელებთ – მსუბუქად, ძალისხმევის გარეშე. მოამზადეთ სხეული, რათა ტკივილს და ჩალურჯებებს ადგილი არ ქონდეთ.
ნაბიჯი 1 — გაახურეთ კანი
- მიიღეთ ხუთწუთიანი ცხელი აბაზანა. პრობლემური ადგილები ხელით ინტენსიურად გაიხეხეთ გაწითლებამდე.
- კანს წაუსვით ნატურალური ან კოსმეტიკური ზეთი ან მცენარეული ნაყენი.
- გასაბრტყელებელი გეკავოთ მსუბუქად, შეახვიეთ საკვებ პარკში, რათა ისრიალოს.
- დაიწყეთ ნელი მოძრაობებით: ასრიალეთ ფეხებზე მუხლიდან მაღლა, შემდეგ თეძოებზე.
- დაასრულეთ უკანალის კუნთებით, ქვევიდან ზევით.
ნაბიჯი 2 — ცხიმიანი ფენა
- გააგრძელეთ მასაჟის იგივენაირად შესრულება, მხოლოდ დიდი ძალდატანებით.
- მტკივნეული შეგრძნებები და ჩალურჯებები არ უნდა გქონდეთ.
ნაბიჯი 3 — სადრენაჟო ხერხები
- გასაბრტყელებლით ცხიმები საზარდულის მიმართულებით ამოძრავეთ.
- შეასრულეთ დღეგამოშვებით სასურველ შედეგამდე.
სავარჯიშო ტერფებისთვის
ძალიან სასარგებლოა მსგავსი მოქმედება ფეხის გულებზე. ვარიკოზის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
შეგიძლიათ აკეთოთ საქმის პარალელურად. მაგალითად მაგიდაზე ჯდომისას… გაატარეთ ფეხის გულსა და თითებზეც.
ეცადეთ დაიჭიროთ თითებით.
სავარჯიშო ზურგისთვის
დიდი ზომის გასაბრტყელებელზე შეგიძლიათ დაწვეთ. იგრძნობთ ადგილს, სადაც უნა დაიდოთ. ასრიალეთ ზურგი, თითქოს მოფხანვას ცდილობთ. შემდეგ სწორად დაწექით და მოდუნდით.
სავარჯიშო ხელებისთვის
თუ ხელებით ბევრი მუშაობა გიწევთ, მაგალითად კლავიატურაზე, ხშირად დაიმუშავეთ ხელისგულები. გააკეთეთ იგივე რაც ფეხებზე. ასრიალეთ ხელებზე.