როგორ უნდა დავიცვათ თავი სექსის დროს?

loading...

უსაფრთხო სექსის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბოლო დროს ძალიან გახშირდა სხვადასხვა ვენერიული დაავადებების რაოდენობა, ამიტომ საჭიროა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გვქონდეს სექსუალური კონტაქტი პარტნიორთან.

პირველ რიგში გეტყვით, რომ დაუცველი სექსის დროს თქვენ შეიძლება სიფილისი, გონორეა, სოკოვანი ინფექცია, ან ყველაზე უარესი, შიდსი შეგეყაროთ.

როგორ ხდება სექსის დროს თავდაცვა? პირველ რიგში აუცილებელია ჰიგიენა. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც სასქესო ორგანოების ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევთ.

მამაკაცის მხრიდან ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით აუცილებელია თუ ქალისთვის სექსი პირველია. გინეკოლოგების თქვით, საქალწულე აპკის გარღვევის დროს, ქალის საშოს შიდა ნაწილი დაზიანებულია და მამაკაცის სასქესო ორგანოდან შეიძლება ქალი დაავადდეს.

იმისათვის რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, აუცილებელია გამოვიყენოთ პრეზერვატივი. იგი მექანიკური დამცავი საშუალებაა და უსაფრთხო სექსის გარანტიას წარმოადგენს.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *