5 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ

loading...

კვება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იგი ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. თუ ადამიანი სწორად იკვებება, მისი ჯანმრთელობა უნაკლოა და არ საჭიროებს მკურნალობას.

ხშირად ამბობენ, რომ “ჩვენ ვართის, რასაც მივირთმევთ”. ასევე ძალიან ცნობილი გამონათქვამია – “უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო” – რომელსაც სოკრატეს მიაწერენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცლის ხანგრძლივობა 60%-ით არის დამოკიდებული კვებაზე.

ამრიგად, კვების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა განსაკუთრებულად მივაქციოთ ყურადღება.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიღებით შემოიფარგლება, მაგრამ ეს ასე არაა. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ საკვების უკან უამრავი შხამ-ქიმიკატი იმალებოდეს.

გთავაზობთ 5 ყველაზე ბინძურ საკვებს, რომელიც არც ისე ჯანსაღია, როგორც გვგონია.

1. კარტოფილი – ალბათ, არ მოიძებნება ოჯახი, სადაც კარტოფილი არ გამოიყენება. იგი სავსეა სასარგებლო მინერალებით, თუმცა მავნე ქიმიკატებიც უხვად აქვს. USDA-ს პროგრამის თანახმად კარტოფილი შეიცავს 35-მდე სხვადასხვა პესტიციდებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ელენთაზე. ქიმიკატების შემცველობა კი ძირითადად გამოწვეულია მისი ზრდის პროცესში ფუნგიციდებით განაყოფიერების შედეგად.

2. ალუბალი – პაპა-ბებიის ბაღჩაში დაკრეფილი ალუბალი ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა დღესდღეობით ალბათ შეუძლებელია ჯანსაღი წესით მოყვანილი ალუბლის პოვნა.

3. ატამი – 2008 წელს აშშ-ს სოფლის მეირნეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ატამში 50-ზე მეტი სახის პესტიციდია. ამის გამო შეწყდა ბევრ ქვეყანაში მისი იმპორტი.

4. ნიახური – ძალიან პრობლემური ბოსტნეულია და თუ ნამდვილად არ იცით, რომ ჯანსაღი წესით არის მოყვანილი. გირჩევთ მოერიდოთ მის მიღება.

5. ქათმის ხორცი – დღეს ქათმის ხორცი ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტია. მსოფლიოში მას ფართო გამოყენება აქვს, ამიტომ ძალიან დიდია მასზე მოთხოვნა. იმისათვის, რომ პროდუქცია საკმარისი იყოს ბაზარზე და დააბალანსოს მოთხოვნა, ქათმის ხორცის არაჯანსაღი წესით წარმოება ხდება. ქათმები ფერმებში იზრდებიან შემაძრწუნებელ პირობებში, მათი სწრაფი ზრდისათვის კი იყენებენ სპეციალურ ჰორმონებს, ქიმიკატებსა და ანტიბიოტიკებს, ხოლო იმისათვის, რომ ქათმებში დაძლიონ ვირუსები და ბაქტერიები, გამოიყენებენ ქლორსა და პერაცეტურ მჟავას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფილტვის კიბოს განვითარებასთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქათმის ფერმებში მუშები ფილტვიდან სისხლის ამოღებინებით იღუპებიან.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *