ცნობილი ადამიანების სახალისო ისტორიები

loading...

არსებობს სხვადასხვა გადმოცემა, ლეგენდა თუ მითი ყველასათვის საყვარელი მწერლებისა თუ ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეული მომენტების შესახებ. არავინ იცის, ისტორიებს სიმართლესთან აქვს კავშირი თუ ვინმეს მიერაა გამონაგონი, მაგრამ ფაქტია, ისინი არსებობენ.

  • ბერნარდ შოუ

ერთხელ  ბერნარდ შოუ იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც უამრავ ლამაზ ქალბატონს მოეყარა თავი. ისინი ძვირადღირებულ სასმელს შეექცეოდნენ და მხიარული საუბრით ირთობდნენ თავს. მწერალმა ერთ–ერთ მათგანს საკმაოდ პიკანტური შეთავაზება გაუკეთა:

–ქალბატონო, თქვენთვის 1000 ფუნტი სტერლინგი რომ შემომეთავაზებინა, ჩემთან დაწვებოდით?

უახამსი  წინადადებით შოკირებულმა ქალმა მაშინვე სასტიკი უარი სტკიცა მწერალს.

–და 10 000 ფუნტი რომ შემომეთავაზებინა?

ქალბატონმა ამჯერად საკმაოდ წყნარად და ერთგვარი თვითკმაყოფილებითაც კი უთხრა უარი. თუმცა, შოუ არ მიეკუთვნებოდა იმ მამაკაცების რიცხვს, რომლებიც ასე იოლად ნებდებოდნენ.

– მილიონი ფუნტი რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის?–მშვიდად ჰკითხა მწერალმა და საბანკო წიგნაკი მოიმარჯვა.

ამჯერად, ქალბატონი მართლაც დაფიქრდა მის წინადადებაზე და უპასუხა, ალბათ დაგთანხმდებოდითო.  ამ პასუხის გაგონებისას, შოუმ სასწრაფოდ გამოწერა თავის წიგნაკში 100 ფუნტის ოდენობის ჩეკი და ქალბარონს გაუწოდა, რომელმაც ეს ჟესტი იუკადრისა და განუცხადა:

–თქვენ მე ვინ გგონივართ, სერ?

–არ ინერვიულოთ, ქალბატონო! ჩვენ უკვე დავადგინეთ, რა ტიპის ქალიც ბრძანდებით, უბრალოდ, ჯერ ფასზე ვერ შევთანხმდით!”

 


ერთხელ  ბერნარდ შოუს ენამახვილობით  გაცხარებული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიეჭრა მას და უთხრა:

– თქვენ რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით, თავს ვერ შევიკავებდი და ჩაიში საწამლავს ჩაგიყრიდით!

– გარწმუნებთ, ქალბატონო, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემი მეუღლე, იმ ჩაის აუცილებლად დავლევდი!–წყნარად უპასუხა მწერალმა.”


 

“– რამდენი შემოსავალი დაგაკმაყოფილებდათ, რომ თავი ბედნიერად გეგრძნოთ? – ჰკითხეს ბერნარდ შოუს.

– იმდენი, რამდენიც მაქვს ჩემი მეზობლების აზრით, – უპასუხა ბერნარდმა.”

 

  • ქრისტიან ანდერსენი

“დანიელი მწერალი- მეზღაპრე, ქრისტიან ანდერსენი, არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ჩაცმულობას. მწერლის გაცვეთილ პლაშს და შლაპას მთელი კოპენჰაგენი იცნობდა. ერთხელ, როცა ანდერსენი კოპენჰაგენის გაკრიალებულ ქუჩებში სეირნობდა, ერთმა გამვლელმა ჰკითხა:

– უკაცრავად, ამ საცოდავ საგანს თქვენს თავზე თქვენ შლაპას ეძახით?
ანდერსენი არ დაიბნა და მშვიდად შეუბრუნა კითხვა:

– როგორ, ამ საცოდავ საგანს, თქვენი შლაპა რომ ახურავს, თქვენ თავს უწოდებთ?”

 

  • ალექსანდრე დიუმა

“დიუმა საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა და გადაწყვიტა წიგნების მაღაზიას სწვევოდა. მაღაზიის გამყიდველმა წინასწარ შეიტყო მწერლის განზრახვა და ყველა თარო დიუმას წიგნებით შეავსო. მწერალს გაუკვირდა და ჰკითხა:

– სხვა ავტორები სად არიან?
– სხვები? – დაიბნა გამყიდველი, სხვები გაიყიდა.”

 

  • სოკრატე

“ერთმა მეცნიერმა სოკრატეს ჰკითხა: როგორ უნდა განვიკურნოთ ერთი ნახვით შეყვარებისაგან?.”

– საჭიროა, ყურადღებით შეხედოთ მეორედ! – უპასუხა ფილოსოფოსმა.”

 

  • ოტია იოსელიანი

“ერთ–ერთ საღამოზე რევაზ მიშველაძეს ვიღაც ქალი გადაეკიდა, რამდენჯერ შეიძლება, ქალს მამაკაცი შეუყვარდესო. მიშველაძემ რამდენჯერმე სცადა, ამ შეკითხვისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ქალი არ მოეშვა და ბოლოს მწერალმა უთხრა – თხუთმეტჯერ შეიძლებაო. რევაზ მიშველაძის გვერდით მჯდომმა ოტია იოსელიანმა ქალს გადახედა, მუნდშტუკს სიგარეტი მოაშორა, დაფერფლა და სრულიად სერიოზულად დააყოლა:

– “დაიმახსოვრეთ, რომ მეთექვსმეტე უკვე ბოზობაა, ქალბატონო!”

 

  • აკაკი წერეთელი/ ილია ჭავჭავაძე

“ერთხელ ილიას უთხრეს: თქვენ მუდამ აქებთ აკაკის, ის კი მუდამ გაძაგებთ და რა ხდება, გაგვარკვიეთო. ილიამ მშვიდად უპასუხა:

– “ალბათ, ორივენი ვცდებით…”

 

  • სოლომონ ბრძენი

“ერთხელ სოლომონ ბრძენს საჩივრით მიმართა მოხუცმა ქალმა, რომელსაც უკანასკნელი გროშებით ფქვილი ეყიდა, უეცრად ამოვარდნილ ქარს კი ფქვილი პირწმინდად გაეფანტა. ქალი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, ოღონდ გაუგებარი იყო, ვის უნდა ეკისრა ეს. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბრძენმა მეფემ ფქვილის საფასურის გადახდა… მეხომალდეებს დააკისრა, რომლებიც იმ დღეს დილიდანვე ქარის ამოვარდნას ევედრებოდნენ ღმერთს.”

 

  • შტერტერბერკერი

ცნობილი ფაქტია, რომ 1389 წელს დანიისა და ნორვეგიის დედოფალმა, მარგარეტმა, ჯვაროსნული ომი გამოუცხადა მეკობრეებს და მათი ბაზები გაანადგურა. უამრავი მეკობრე შეიპყრეს და თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯა გამოუტანეს. დედოფლის ბრძანებით, ყველას ჰქონდა უკანასკნელის სურვილის თქმის უფლება. ერთ–ერთმა, მათ შორის ყველაზე სასტიკმა მეკობრემ, შტერტერბერკერმა ,ისურვა, იმდენი მეკობრე გაეთავისუფლებინათ, რამდენსაც ის თავმოკვეთილი ჩაურბენდა – ამ გზით მან 11 თანამოაზრე გადაარჩინა. მეტსაც შეძლებდა, რომ არა ჯალათი, რომელმაც თავმოკვეთილ სხეულს სარმა გამოსდო და წააქცია.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *