ჯერჯერობით ჭორის დონეზეა, მაგრამ ვფიქრობ მთლად ჭორიც არ უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ კომპანია Nokia-ს შეხვედრა ჰქონდა Microsoft-სთან. სადაც ახალი ტელეფონების სერიის გამოშვება განიხილეს. ეს ტელეფონები Windows Phone 7 ოპერაციულ სისტემაზე იქნება. ახლო მომავალში ცნობილი გახდება სიმართლეა ეს თუ არა. თუმცა იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ადრეც შემჩნეული იყო ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა. მოგწონს Full Article…
მობილური ალერგია
კანადისა და იტალიის გაერთიანებული ძალებით მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა, რომ მობილურ ტელეფონზე ხშირი საუბარი იწვევს ალერგიას. ექსპერიმენტატორ გოგონას დიდი ხნის საუბრის შემდეგ ყურზე გამონაყარი აღმოაჩნდა, ხოლო მამაკაცს თითები გაუმაგრდა. ამ ყველაფრის მიზეზი არის ტელეფონის შემადგენლობა. კერძოდ მისი კორპუსი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისაგან იქმნება. ნიკელი ყველაზე საზიანოა ადამიანისათვის. მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ბევრი კომპანია უშვებს ნიკელის Full Article…
Smartphone-ბი იპყრობენ მსოფლიოს
ანალიტიკური კომპანია Gartner-ის გამოკვლევების მიხედვით სმარტ ტელეფონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა. არაა გასაკვირი, რომ მათ რიგებში ლიდერია Symbian. შემდეგ მოდის Android და iOS. 2010 წლის მესამე კვარტლის მიხედვით ტელეფონების სართო გაყიდვებმა 417 მილიონს გადააჭარბა. ეს 35%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით. ეს უბრალო ცვლილება არაა. თუ შევადარებთ წინა წლის და ამ წლის ნებისმიერ თვეს მივიღებთ 96%-იან სხვაობას. ტელეფონების Full Article…
Nokia C5-03
კომპანია Nokia-მ მისი ახალი მოდელი წარმოადგინა, რომელსაც 3G და Wi-fi მხარდაჭერა აქვს. ტელეფონი არ არის ძვირადღირებული. იგი Symbian^1-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და Ovi Store-ის სერვისის გამოყენება შეუძლია. მას 3.2 დიუმიანი ეკრანი და 360×640 გაფართოება აქვს. კამერას რაც შეეხება იგი 5.0 მეგაპიქსელია. აქვს ასევე GPS მიმღები, რადიო Bluetooth და მეხსიერების ბარათის სლოტი. ტელეფონის ზომებია: 105,8x51x13,8, წონა Full Article…
მანქანა და ტელეფონი
მანქანის სისტემების გამომშვები კომპანია Clarion და Nokia-მ დაიწყეს მულტიმედიურ-გასართობი სისტემის შექმნა, რომელიც მანქანისთვის გამოიყენება. ახალმა ქმნილებამ სახელი Terminal Mode მიიღო, რომელიც შეიცავს მანქანის ელექტრო სისტემას და მობილურის Smartphone- ოპერაციულ სისტემას. კომპანიების თქმით ეს დანადგარი მძღოლს მისცემს საშუალებას მანქანაში გამოიყენოს ისეთივე ინტერნეტი როგორიც აქვს ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონს. იგულისხმება 3G სისტემა. მომხმარებელი ასევე მანქანის გამოყენებით შეძლებს Ovi Full Article…
Nokia მუშაობს პლანშეტის გამოშვებაზე
მობილურების მწარმოებელი კომპანია Nokia აპირებს პლანშეტის ტიპის კომპიუტერის გამოშვებას. ანონსირება როგორც გაირკვა ამა წლის მეოთხე კვარტალში მოხდება. ახალი კომპიუტერი იქნება ARM პროცესორით და Meego ოპერაციული სისტემით. ეკრანი იქნება სენსორული, ორნაირი, 7 და 9 დიაგონალიანი. სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. როგორც გაირკვა კომპანია Foxconn ააწყობს ამ მოდელებს. რამდენიმე საცდელი ვერსია უკვე გამოშვებულია, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, Full Article…
