პირველი მსოფლიო Cyber ომი
ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე?
Skype მედიცინა კანონიერი გახდება
ინგლისელი ექიმები სულ მალე პაციენტების მიღებას online რეჟიმში მოხერხებენ. სახელმწიფო ორგანოების განცხადებით ეს იქნება რევოლუციური ნაბიჯი მედიცინის სფეროში. პირველად ისტორიის მანძილზე ექიმება მედ-შემოწმებას Skype-ს საშუალებით მოახერხებენ. პირველ რიგში ცვლილება იმით იქნება კარგი, რომ მომსახურება გაცილებით იაფი ეღირება. ამასთან ერთად ზარმაც პაციენტებსაც გაუმართლათ, რადგან ძირითად შემთხვევაში მათ ექიმთან წასვლა ეზარებოდათ.
კიდევ უფრო გამძლე Gorilla Glass 2
თქვენ ალბათ გსმენიათ ამ მისტიური მინის შესახებ. თუ არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია Corning აწარმოებს სპეციალურ მინას, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები მათ შორის კომპანია Samsung-იც, იყენებენ მათი ტექნოლოგიების ეკრანის დასაფარად. ეს არის რევოლუციური მინა, რომელიც არ იკაწრება და მისი გატეხვა დიდ სირთულეს წარმოადგენს. რეალურად ყოველი მეორე ადამიანი ახერხებს, რომ გაიგოს, თუ რომელი ტანსაცმელია დღესდღეობით აქტუალური.
Shopping, ეს ავადმყოფობაა
ახალი წლების დადგომასთან დაკავშირებით როგორც იცით მსოფლიოში ყველგან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასეთი მოვლენები Shopping-ით დაავადებულ ადამიანებს არასდროს რჩებათ. ექსპერტების აზრით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, ხალხი მაინც აქტიურად აგრძელებს მაღაზიებში სიარულს და გაყიდვები პიკს აღწევს. მათი აზრით შოპაგოლიკების ამგვარი ქმედება შესაძლებელია დავუკავშიროთ ფსიქიკურ აშლილობას.
გაიგე მოწონხარ თუ არა გოგოს
ისევ და ისევ ბიჭებო თქვენს სამსახურში ვარ. ამ პოსტში ჩამოგიწერთ რამდენიმე რჩევას და ნიშანს, რომლებიც გამოგადგებათ გოგოებთან ურთიერთობაში. უფრო მოკლედ რომ გითხრათ, ამ პოსტის დახმარებით გაიგებთ მოსწონხართ თუ არა გოგოს. წინასწარ გეუბნებით მოწოდებით ბაბნიკებს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ გრძელ პოსტს იმ იმედით რომ გოგოს გამოყენების რაიმე საშუალებას გასწავლით.Last Posts
გახდი ბლოგერი ჩვენთან ერთად
გაქვს ნიჭი და გსურს იყო ბლოგერი? მაშინ სასიამოვნო სიახლე მაქვს შენთვის. დღეიდან ჩვენს საიტზე შესაძლებელია მიკრო ბლოგის შექმნა. რა არის ეს? ეს არის ბლოგი ბლოგში, რომელზეც მხოლოდ შენს მიერ დაწერილი პოსტები გამოჩნდება. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმით
მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე:
ინფორმაცია სიახლის შესახებ
ქართული რაგბის ამბიცია
2011 წლის დასრულებით, ქართული რაგბის განვითარების ერთი, ოთხწლიანი ეტაპი დასრულდა. ამჯერად კი, ახალი წლის დადგომასთან ერთად, მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. განსხვავება წარსულსა და აწმყოს შორის ისაა, რომ ამიერიდან საქართველოს რაგბის კავშირს გაათმაგებული, რუტინული შრომა მართებს, რადგან ჩვენი გუნდისგან ყველა, მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო უფრო მეტს ელის და მოითხოვს, ვიდრე აქამდე.
განაგრძე კითხვა: Read More
ტექნოლოგიური მოდა საქართველოში
ტექნოლოგიები ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა ქვეყნებში. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართველებში ტექნო მოდამ მოიკიდა ფეხი. მარტივად აგიხსნით თუ რას ნიშნავს ეს. დაკვირვებული იქნებით, რომ ყველა ცდილობს ტექნოლოგიების მხრივ განვითარებაში არ ჩამორჩნენ. ამას ცნობილი ბრენდები ხვდებიან და მასაზე თვლიან მოდელებს, რომლებიც მაღალი ფასით გამოირჩევიან.
მაგალითად მოვიყვანოთ კომპანია apple-ს მიერ წარმოებული პროდუქცია. იცით, რომ საქართველოში უკვე არა ერთი მაღაზია გაიხსნა, რომელიც მათ ტექნიკას ყიდის. ნამდვილად სწორი გათვლაა რადგან ქართველები მეტად სასაცილო ხალხი ვართ.
განაგრძე კითხვა: Read More
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს
მოგესალმებით ყველას. Notepad.Ge-ს ადმინისტრაცია გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ყველა იმ სურვილის ასრულებას, რომელიც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. როგორც ყველა, ასევე ჩვენი ბლოგიც დამსახურებულ შვებულებაში გადის რამდენიმე დღით. ვეცდებით მომავალი წლიდან ჩვენი საიტი უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ. ვინაიდან და რადგანაც 2012 წელი ბოლო წლად ითვლება [ეს რა თქმა უნდა ხუმრობით] გადავწყვიტე, რომ ბლოგზე რამდენიმე საინტერესო კატეგორია დავამატო. ასევე დაემატება Event Line, რომელშიც განთავსდება კვირის საინტერესო ივენთების შესახებ ინფორმაციები და თუ საშუალება იქნება ფოტო და ვიდეო მასალა. ვაპირებ ასევე პირადი ჩანაწერების გვერდის დამატებას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ პარტნიორობის საფუძველზე საიტზე განთავსდება ტექნიკის განხილვები, რომელიც იქნება მოცემული ქართულ ენაზე და რა თქმა უნდა ვიდეო ფორმატის სახით. საიტზე სიახლეების დადება განახლდება სავარაუდოდ 7-8 იანვრის შემდეგ. დარჩით ჩვენთან ერთად.
სიყვარულით ადმინისტრაცია
Read More
საჩუქარი საშობაოდ / Jingle All the Way
ქვეყანა: აშშ
წელი: 1996
ბიუჯეტი: 60 M
ჟანრი: ოჯახური , ბოევიკი , კომედია , სათავგადასავლო , საახალწლო ,
რეჟისორი: ბრაინ ლევანტ ,
როლებში: არნოლდ შვარცენეგერი ,ფილ ხარტმანი ,რიტა უილსონი ,რობერტ კონრადი ,მარტინ მულლი ,ჯეიკ ლლოიდი ,ჯეიმს ბელუში ,ე.ჯ. დე ლა პენა ,ლორეინ ნიიუმენი ,ჯასტინ ჩეპმანი ,ხარვი კორმანი ,დენიელ რიორდანი ,კეროლაინ კაიზერი ,სემიუელ ბ. მორრისი ,შოუნ ხემილტონი ,ლიიუის დაუბერი ,ბილლ შოპპერტი
მოკლე აღწერა: სამუშაოზე ზედმეტად დაკავებული მამა მუდამ აგვიანებს საოჯახო ღონისძიებებზე. საკუთარი შვილის კარატეს ასპარესზე მორიგი დაგვიანების შემდეგ მამა დაპირდება რომ სათამაშოს უყიდის – ტურბომენს და, რა თქმა უნდა, დაავიწყდება ეს დაპირებაც… და, აი, დაიწყება გიჟური რბოლა ნახსენები სათამაშოს მოსაპოვებლად….
ხანგრძლივობა: 1 საათი 34 წუთი
Shopping, ეს ავადმყოფობაა
ახალი წლების დადგომასთან დაკავშირებით როგორც იცით მსოფლიოში ყველგან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასეთი მოვლენები Shopping-ით დაავადებულ ადამიანებს არასდროს რჩებათ. ექსპერტების აზრით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, ხალხი მაინც აქტიურად აგრძელებს მაღაზიებში სიარულს და გაყიდვები პიკს აღწევს. მათი აზრით შოპაგოლიკების ამგვარი ქმედება შესაძლებელია დავუკავშიროთ ფსიქიკურ აშლილობას.
ბონი ფორესტის აზრით ასეთი ადამიანები არაფრით განსხვავდებიან პოტენციური ლოთებისგან. ამ შემთხვევაში ვერც ერთი მათგანი ვერ უძლებს ცდუნებას და მზად არიან უკანასკნელი თეთრი ამოიღონ ჯიბიდან და გადაიხადონ სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ საზღვარი და ზომიერება არ გააჩნიათ.
განაგრძე კითხვა:
პლასტიკური ოპერაცია სახელმწიფოს სასიკეთოდ
ინგლისის კანონებში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, კერძოდ ეს ცვლილება პლასტიკურ ქირურგიას და ექიმების საქმიანობას შეეხება. ამ კანონის თანახმად დაწესდება სიმბოლური გადასახადი, რომლის გადახდაც მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენ. ხალხში ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ხუმრობით მას ”მკერდის გადასახადი” უწოდეს.
სინამდვილეში ამ კანონის შემოღებას დადებითი მხარე გააჩნია. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა პაციენტს იგი. სწორედ ამის გამო პაციენტებსაც და ექიმებსაც დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ, თუ ამ ოპერაციის გაკეთებას დააპირებენ. ადამიანებს, რომლებსაც აუცილებელი პლასტიკური ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ, არ მოუწევთ ამ გადასახადის გადახდა.
განაგრძე კითხვა:



























