პირველი მსოფლიო Cyber ომი
ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე?
Skype მედიცინა კანონიერი გახდება
ინგლისელი ექიმები სულ მალე პაციენტების მიღებას online რეჟიმში მოხერხებენ. სახელმწიფო ორგანოების განცხადებით ეს იქნება რევოლუციური ნაბიჯი მედიცინის სფეროში. პირველად ისტორიის მანძილზე ექიმება მედ-შემოწმებას Skype-ს საშუალებით მოახერხებენ. პირველ რიგში ცვლილება იმით იქნება კარგი, რომ მომსახურება გაცილებით იაფი ეღირება. ამასთან ერთად ზარმაც პაციენტებსაც გაუმართლათ, რადგან ძირითად შემთხვევაში მათ ექიმთან წასვლა ეზარებოდათ.
კიდევ უფრო გამძლე Gorilla Glass 2
თქვენ ალბათ გსმენიათ ამ მისტიური მინის შესახებ. თუ არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია Corning აწარმოებს სპეციალურ მინას, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები მათ შორის კომპანია Samsung-იც, იყენებენ მათი ტექნოლოგიების ეკრანის დასაფარად. ეს არის რევოლუციური მინა, რომელიც არ იკაწრება და მისი გატეხვა დიდ სირთულეს წარმოადგენს. რეალურად ყოველი მეორე ადამიანი ახერხებს, რომ გაიგოს, თუ რომელი ტანსაცმელია დღესდღეობით აქტუალური.
Shopping, ეს ავადმყოფობაა
ახალი წლების დადგომასთან დაკავშირებით როგორც იცით მსოფლიოში ყველგან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ასეთი მოვლენები Shopping-ით დაავადებულ ადამიანებს არასდროს რჩებათ. ექსპერტების აზრით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, ხალხი მაინც აქტიურად აგრძელებს მაღაზიებში სიარულს და გაყიდვები პიკს აღწევს. მათი აზრით შოპაგოლიკების ამგვარი ქმედება შესაძლებელია დავუკავშიროთ ფსიქიკურ აშლილობას.
გაიგე მოწონხარ თუ არა გოგოს
ისევ და ისევ ბიჭებო თქვენს სამსახურში ვარ. ამ პოსტში ჩამოგიწერთ რამდენიმე რჩევას და ნიშანს, რომლებიც გამოგადგებათ გოგოებთან ურთიერთობაში. უფრო მოკლედ რომ გითხრათ, ამ პოსტის დახმარებით გაიგებთ მოსწონხართ თუ არა გოგოს. წინასწარ გეუბნებით მოწოდებით ბაბნიკებს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ გრძელ პოსტს იმ იმედით რომ გოგოს გამოყენების რაიმე საშუალებას გასწავლით.Last Posts
ელექტრონული სექსი და უსასრულო ორგაზმი
სულ რაღაც ოცი წლის შემდეგ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ სექსი იმის გამო, რომ განიცადონ ორგაზმით გამოწვეული სიამოვნება. იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მიკრო სქემა, რომელიც იწერს იმ სიამოვნებას, რაც გამოწვეული სექსის დროს, ხოლო მის მფლობელს საშუალება ექნება, რომ ერთი და იგივე გრძნობა ამეოროს რამდენჯერაც მას მოესურვება.
ინგლისელი ფუტუროლოგი იან პირსენის აზრით, მომავალში შეიქმნება ისეთი ჩიპები, რომლებიც ადამიანის გრძნობას უფრო სტიმულირებულს გახდის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი მოქმედებები, როგორებიცაა ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება და სექსი, უფრო მგრძნობიარე გახდება ვიდრე ეს ახლა არის.
რა თქმა უნდა სქემები თავდაპირველად დეტალურ ცდებს გაივლის, ხოლო შემდეგ ჩაეშვება იგი წარმოებაში. ექსპერტების აზრით სქემა იმდენად პატარა იქნება, რომ მისი ინტეგრაცია ტვინში იქნება შესაძლებელი. გამოყენება იქნება მარტივი, თქვენ უბრალოდ დააჭერთ ერთ ღილაკს კომპიუტერზე, რის შემდეგაც თქვენ თუ სურვილი გექნებათ ათი საათი განიცდით ორგაზმს
Les Riviиres pourpres II
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი , იტალია , საფრანგეთი ,
წელი: 2004
ბიუჯეტი: 30 M
ჟანრი: ტრილერი , დეტექტივი , მისტიკა ,
რეჟისორი: ოლივიე დანი ,
როლებში: ჟან რენო ,ბენუა მაჟიმელი ,კრისტოფერ ლი ,კამილლ ნატტა ,ჯონნი ხალლიდეი ,გებრიელლ ლაზური ,ოგუსტენ ლეგრანი ,სერჟ რიაბუკინი ,ანდრე პენვერნი ,ფრანსის რენო ,დევიდ სარაკინო ,მაიკლ აბიტებული ,ერიკ ებონი ,ჯო პრესტია ,Cირილლ რაფფაელლი ,ლენა ჯემ-პენოი ,Eric Chevallier ,Victor Garrivier ,Olivier Brocheriou ,Wilfred Benaპche
მოკლე აღწერა: კაპიტანი პიერ ნიმანი – პოლიციელია. ერთერთი საუკეთესო პოლიციელი. მისი სამუშაო მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებშია საჭირო. ის ჭკვიანი და მამაცია. მას მარტო უყვარს მუშაობა, მაგრამ ხშირად მას ესაჭიროება თანაშენწე, ზოგჯერ ორიც კი. ის ვერიტანს ძაღლებს, მაგრამ ყავს საკუთარი. მას სიამოვნებას ანიჭებს ბოროტმოქმედების და მკვლელების დასჯა. ნიმანი იძიებს საქმეს ადამიანზე, რომელიც კედელში იყო შაშენებული, რომელზეც უცნაური ნიშნები იყო მიხატული.
ხანგრძლივობა: 1 საათი 40 წუთი
მომავალში მანქანა იზრუნებს მძღოლზე
როგორც ვიცით ავტო კომპანიები ცდილობენ ერთმანეთს აჯობონ ინოვაციური გამოგონებებით. მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ხორციელდება BMW Group-თან ერთად. მათი აზრით მომავალში არა მძღოლები, არამედ მანქანები გააკონტროლებენ სიტუაციას და იზრუნებენ მძღოლის უსაფრთხოებაზე. პროექტზე მომუშავე სტუდენტების აზრით, მომავალში ავტო ავარიის შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდება მათი გამოგონებების დახმარებით.
სტუდენტების მიერ შექმნილი ტექნოლოგია არის ჩვეულებრივი საჭე, რომელიც ზემგრძნობიარე ელემენტებისგან არის შექმნილი. საჭიროა მხოლოდ საჭესთან თითებით კონტაქტი, რომ იგი მანქანის მთავარ მონიტორზე, ანუ როგორც ჩვენ ბორტკომპიუტერს ვეძახით, მასზე გამოვა მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. სისტემა ისე არის გამართული, რომ იგი აკონტროლებს ადამიანის სისხლის მიმოქცევას და სხვა ელემენტებს, მაგალითად თუ ადამიანის ნერვული უჯრედები მოდუნებას დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გადაიღალა და მისი რეაქციის მომენტი შემცირდა. შესაბამისად ამ ყველაფერს მანქანა ხვდება და ხმამაღალი სიგნალით აფხიზლებს მის მძღოლს.
ეს სისტემა უკვე გადის კონტროლს ადამიანებზე. კომპანია BMW-ს განცხადებით ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში იგი ამ ფუნქციას მის მომავალ მოდელებში ჩანერგავს. Read More
ახალი Blackberry London!
ინტერნეტში სულ ახლახანს გამოჩნდა კომპანია ბლექბერის ახალი მოდელი სახელად Blackberry london. ტექნოლოგიური ბლოგებიდან გამომდინარე ეს ახალი მობილური ტელეფონი იქნება ოპერაციულ სისტემა BBX-ზე, რომლის ძირითად წყაროდ პლათფორმა QNX მიიჩნევა. კომპანიის განცხადებით მოდელი გაყიდვაში 2012 წლის ივნისიდან გამოვა. ასევე ოფიციალური წყაროს თქმით ეს არ არის მოდელი BlackBerry Colt, რომელზეც ადრე საუბარი იყო. მოდელი Colt-იც დაახლოებით მაგ პერიოდში გამოვა. ერთი შეხედვით ეს ახალი მოდელი ძალიან წააგავს BlackBerry Porsche Design P’9981, თუმცა ახალ მოდელს უფრო დიდი ეკრანი გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია მისი ტექნიკური მხარე და შესაძლებლობები. Read More
ნიჭი როგორც ფულის ერთეული
მომავალი კვირიდან დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იტალიაში იქნება სპეციალური აქცია სასტუმროთა ქსელ bed & breakfast-ში. ახლა რას მოიცავს ეს აქცია. აქციის ფარგლებში დამსვენებლებს შეუძლიათ ფულის მაგივრად სხვა რამით გადაუხადონ სასტუმროს მეპატრონეებს იმ დღეების საფასური, რამდენ ხანსაც ისინი გაჩერდნენ სასტუმროს ნომრებში. სხვა რამით გადახდაში ეგრევე სექსს ნუ იფიქრებთ. გადახდა შესაძლებელია მაგალითად: მებაღის მოვალეობის შესრულებით, სასტუმროს ფოტოგრაფობით, კონცერტის ჩატარებით, ჟონგლიორობით და სხვა. ანუ ვის რა ნიჭიც გააჩნია იმით გადაიხდის საფასურს.
ბარბარა როზაჩი არის ამ სასტუმროების ერთ-ერთი მფლობელი. ეს იდეა მას მოუვიდა თავში. ბარბარას აზრით ეს პირველ რიგში ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამაა. მეორეს მხრივ ადამიანები გახალისდებიან და შეძლებენ მათი ნიჭის ჩვენებას სახალხოთ. ასევე სასტუმროში შესრულდება აუცილებელი სამუშაოები, აი მაგალითად რაც მაღლა ვახსენე მებაღეობა. სასტუმრო ელოდება მისი დამსვენებლისგან შემოთავაზებებს, თუმცა მისაღებში გამოკრული აქვს განცხადებები, თუ რა სახის მომსახურებას ითხოვს იგი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განცხადება არისეროვნული კერძები. ანუ დამსვენებელი, მაგალითად ქართველი თუ დასახლება ამ სასტუმროში და გადახდას ნიჭით დააპირებს, მას მოუწევს ქართული ნაციონალური კერძების მომზადება
განაგრძე კითხვა: Read More
საიდუმლო ლაბორატორია Google X
ისევ და ისევ ინტერნეტ გიგანტი google. კარგად ვიცით,რომ ამ კომპანიამ მსოფლიო მოიცვა და მან ეს იმის ხარჯზე მოახერხა, რომ დიდი ხანია თავის პირველად დანიშნულებას გასცდა და იგი მხოლოდ საძიებო სისტემით არ არის დაინტერესებული. მეტიც იგი საერთოდ ინტერნეტს გასცდა და ისეთ საქმიანობაში ჩაება, როგორიცაა მაგალითად ინოვაციური ტექნოლოგიები. მსოფლიოს მასშტაბით იგი ბევრ სფეროშია ჩაბმული და ყიდულობს შესაბამის პატენტებს. ყველაზე საინტერესო პროექტი არის X. საინტერესოა, თუ რა ხდება Google X ლაბორატორიაში.
ეს ლაბორატორია დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებით. ისინი მუშაობენ მომავლის ტექნოლოგიებზე, რომელსაც სლენგის ენაზე ”ფუტურისტიკული ტექნოლოგიები ეწოდება”. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ლაბორატორიის შესახებ საუბარი წამოჭრილა სემინარებზე მოხსენებებზე და სამეცნიერო გამოფენებზე, თუმცა google მალევე ახშობდა იმ ადამიანებს, რომ მათ ამის შესახებ არ ელაპარაკათ. რამდენიმე დღის წინ ახალი საუბრის ტალღა წამოვიდა ლაბორატორია X-ის შესახებ.
განაგრძე კითხვა: Read More
CHOBi CAM – HD კამერა
ახალი მინიატურული კამერა, რომელიც ჩემი აზრით ჯაშუშებს უფრო გამოადგებათ. მას 12.0 მეგაპიქსელით შეუძლია გადაღება, ხოლო გამოსული სურათი 4032×3024 გაფართოების არის. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას. მას ეს ფუნქციაც გააჩნია და მეტიც იგი HD ხარისხში იღებს,გაფართოებით 1280×720 პიქსელი. გადაღების სიჩქარე 30 კადრ წამში შეადგენს. როგორც ყველა ჯაშუშური კამერა, ესეც ავტომატურ რეჟიმში იწყებს გადაღებას. გადაღების დასაწყებად საჭიროა ობიექტივში რაიმე სხეულის მოხვედრა. რა თქმა უნდა ამ ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია და კამერა ჩვეულებრივ სტანდარტულ გადამღებ საშუალებად გადაიქცევა. რაც შეეხება მეხსიერებას, მას microSDHC ბარათის მხარდაჭერა გააჩნია. მაქსიმუმ 64GB ბარათის აღქმა შეუძლია. იგი თავისუფლად ერთდება ტელევიზორებზე და პროექტორებზე, ხოლო თუ კომპიუტერზე შეერთება გსურთ, მაშIნ უნდა შეიძინოთ სპეციალური AV გადამყვანი, რომელიც არ ღირს ძვირი. კამერა გაყიდვაში სულ მალე გამოვა და მისი ფასი 76 ამერიკული დოლარი იქნება. Read More
ახალ დაბადებული ტელეპატები
ახლახანს ჩატარებული გამოკვლევებით გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალ დაბადებულებს არ შეუძლიათ საუბარი, მათ სხვა უნარები აქვთ განვითარებული. ისეთი უნარი როგორიცაა მაგალითად გარშემო მყოფი ადამიანების აზრების კითხვა.
ამ პროექტის ხელმძღვანელი არის ცნობილი იაპონელი მეცნიერი იან ლოუ. მისი აზრით ადამიანებს წესით დიდი ხნის წინ უნდა აღმოეჩინათ ადამიანის ეს უნარი. თუმცა მანამდე ამით არავინ არ დაინტერესებულა. ამ ეტაპამდე ყველაზე დიდი ამბავი, რომელიც ყველგან გავრცელდა იყო ის, რომ ახალშობილებს 40 ენაზე გამოთქმული სიტყვები ესმით ერთ თვემდე. ჩნდება კითხვა, თუ რა საჭიროა, რომ ბავშვს შეუძლია აზრების გამოცნობა. საქმე იმაშია, რომ ასეთ პროცესებში ბუნება აქტიურად არის ჩაბმული. მეცნიერების აზრით ასეთი უნარი ადამაანს დაბადებისთანავე ეხმარება საზოგადოებაში დამკვიდრებაში.
განაგრძე კითხვა: Read More
სუიციდის წინასწარ გამოთვლა
ამერიკელებმა კელი პოსნერთან ერთად შეგქმნეს ტესტი, რომელიც ეხმარება ექიმებს გაიგონ, თუ როდის აპირებს ადამიანი სუციდის ჩატარებას. ექსპერიმენტში მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის ადამიანებმა მიიღეს. ესენი იყვნენ: 124 ახალგაზრდა, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა, 312 ადამიანი, რომელსაც მძიმე დეპრესია აქვთ და 237 ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც სუიციდზე ფიქრის გამო ფსიქოლოგთან დაიწყეს სიარული.
ექიმები ამ ადამიანებს დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ შექმნეს ათ ბალიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც ისინი აფასებდნენ რისკის შემცველ სიტუაციებს ამ ადამიანების ცხოვრებაში.
საბოლოო შედეგების თანახმად სუიციდის მცდელობის გამოცნობა 45%-ით ემთხვეოდა. ცხადია მათ არ მისცეს ადამიანებს საშუალება, რომ მათ თავი მოეკლათ, თუმცა ისინი იწერდნენ და აღრიცხავდნენ ყოველ მომენტს, როდესაც სიტუაცია კრიტიკული იყო.
ექიმების აზრით შესაძლებელია ასეთი ადამიანების გამოსწორება. მათი ხასიათის და ფსიქოლოგიის შეცვლა ეგრედ წოდებული სქრინინგული თერაპიებით არის შესაძლებელი. სუიციდი მსოფლიო პრობლემაა და იგი ყველაზე დიდ პრობლემას სადაზღვევო კომპანიებს უქმნის. 2011 წლის სტატისტიკის თანახმად ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდი რიგით მეათე სიკვდილის ვარიანტი იყო. ხოლო სუიციდით გარდაცვლილთა რიცხვი 34598 ადამიანს შეადგენს. საშუალო მაჩვენებელი 100000 ადამიანზე 11.3 გარდაცვლილი იყო. Read More
ქართული შოუ ”ბუზნესი”
ვიჯექი ტელევიზორთან და ვუყურებდი იმ ახალ გადაცემას 100 გრადუსი ცელსიუსით თუ რაღაც როა. სხვათა შორის საკმაოდ აქტუალურ თემებზე საუბრობენ მაგ გადაცემაში. წინა გადაცემებსაც ვუყურე და ყველა თემა ზუსტად და კონკრეტულად იყო შერჩეული. ამჯერად ამ გადაცემის განხილვის ობიექტი გახდა ქართული შოუ ბიზნესი. გამოგიტყდებით და ამ თემის შესახებ ადრე მინდოდა დამეწერა, თუმცა მაინც არ გავრისკე. მერე შეიძლება წურწუმიას ფანებს ვეცემე სადმე ჩაბნელებულ სადარბაზოში ან რავიცი რა შეიძლება მომხდარიყო. ვეცდები საკუთარი აზრი გამოვთქვა ჩვენი საყვარელი შოუ ბიზნესის შესახებ ![]()
აიღეთ თვითონ ეს ფრაზა: ქართული შოუ ბიზნესი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მეცინება, როდესაც ეს მესმის. აი რა არის ან რას წარმოადგენს იგი ჩვენს ცხოვრებაში. რეალურად თუ გესახებათ თავში ისეთი ადამიანი, რომელიც ქართული შოუ ბიზის მონაწილე და მაცოცხლებელი ძალაა. მე არა.
საქართველოში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ბიზნესი ბიზნესობდა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც კასეტიანი მუსიკის დამკვრელი დიდ მიღწევად ითვლებოდა. რა ხდება დღეს? გვაქვს ინტერნეტი, გვაქვს Ipod და სხვა თანამედროვე საშუალებები, რომლებშიც ვუსმენთ მუსიკას. ვიცით ტელევიზორი, ვიცით მუსიკალური არხები, გადაცემები, საიტები და სხვა, რითაც ვიგებთ ახალ-ახალ ჰიტებს.
განაგრძე კითხვა:



























