საინტერესო ამბები

ქართული რაგბის ამბიცია

Posted by on იან 4, 2012 in სპორტი

ქართული რაგბის ამბიცია


2011 წლის დასრულებით, ქართული რაგბის განვითარების ერთი, ოთხწლიანი ეტაპი დასრულდა. ამჯერად კი, ახალი წლის დადგომასთან ერთად, მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. განსხვავება წარსულსა და აწმყოს შორის ისაა, რომ ამიერიდან საქართველოს რაგბის კავშირს გაათმაგებული, რუტინული შრომა მართებს, რადგან ჩვენი გუნდისგან ყველა, მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო უფრო მეტს ელის და მოითხოვს, ვიდრე აქამდე.
განაგრძე კითხვა:

Read More

სპორტული თამაშები აგრესიას იწვევს

Posted by on მაი 25, 2011 in ახალი ამბები, სპორტი

Notepad.Ge

ფსიქოლოგების აზრით ისეთი თამაშები, რომლებიც სპორტის კატეგორიისაა, მაგალითად ფეხბურთი, უფრო მეტ გაღიზიანებას და ნერვულ აღზნებას იწვევს, ვიდრე მაგალითად თამაში სადაც ხალხის მოკვლა გევალებათ. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს პატარა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეებს გაუზომეს გულის რითმი და ტვინის შკალის აქტივობა. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები დასვეს და ათამაშეს ფეხბურთი. თამაშამდე გაზომილ რითმს, თამაშის დროს გაზომილი რითმი 70%-ით აღემატებოდა. სიბოროტე, რომელსაც ადამიანი გამოხატავს მაგალითად რომელიმე მონსტრის მოკვლის დროს, არარეალურია, რადგან ეს პერსონაჟი არის კომპიუტერული, ხოლო სხვასთან ერთად როდესაც ფეხბურთს თამაშობ, გინდა არ გინდა აგრესია ღვივდება და ემოციურად იძაბები.
ამ აგრესიაზე ზრუნვა ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე დაიწყო. მაგალითად ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ სრულწლოვანი არ ხარ, ვერ შეიძენ ისეთ თამაშს, რომელშიც ძალადობის ელემენტებია გამოყენებული. ჩემი აზრით ეს კანონი ჩვენთანაც უნდა შემოვიდეს, რათა პატარა ბავშვების ფსიქოლოგია ადრეულ ასაკშივე არ შეირყეს. შარშან სპორტული თამაშების გაყიდულმა დისკებმა 80 მილიონს მიაღწია.

Read More

ტევესს კონტრაქტის გაუქმება სურს

Posted by on დეკ 13, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


News of The World-ის განცხადებით მანჩესტერ სითის წამყვანმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა გუნდის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერზე გაყვანა მოთხოვა. მიზეზად ფეხბურთელი გუნდის შეუგუებლობას და მწრთვნელთან ცუდ ურთიერთობებს ასახელებს. ტევესმა ბევრჯერ თქვა, რომ მას უჭირს სამშობლოდან შორს ცხოვრება. იგი ამის გამო რეგულარულად სტუმრობდა ფსიქოლოგს. არგენტინაში მას ორი შვილი ჰყავს. ამასთან ერთად იგი იშვიათად ელაპარაკება ბავშვების დედას. ამ სეზონზე 26 წლის ფეხბურთელმა 15 თამაშში 10 გოლი გაიტანა.

Read More

ფეხბურთი საფრთხეშია

Posted by on ნოე 24, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


ფეხბურთის მომავალი დიდი საფრთხის წინაშეა. UEFA-მ დაიწყო მასიური გამოაშკარავება ეგრედწოდებული ”გამაზული” თამაშების. მარტო ამ თვეში კომისიამ 28 გუნდი დააჯარიმა. მიუხედავად ამ კარგი აზრისა, ამაში ცუდიც არის. ასეთი ქმედება ფეხბურთს მაყურებელს დაუკარგავს. ზუსტად მოსყიდული თამაშს ჰყავს ბევრი მაყურებელი. ხშირ შემთხვევაში გუნდი ყიდულობს მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს. ანუ გამოდის, რომ გუნდი საკუთარ გუნდს ებრძვის. ეს ნამდვილად ცუდია. ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ფეხბურთელი რამდენიმე გოლს იტანს და ეს მის რეიტინგზე აისახება. შეიძლება ეს სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა და დიდი ხანია ასე ხდება. ჩაწყობილი თამაშების საერთო რიცხვი 1/5 ნაწილს შეადგენს მსოფლიო ფეხბურთში. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ჩაწყობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში ხდება.

Read More

იბრაგიმოვიჩი გაუმჯობესდა

Posted by on ნოე 17, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი უკვე მეხუთედ დასახელდა შვეციის საუკეთესო ფეხბურთელად. როდესაც მე მოვედი მალმეში 12 წლის წინ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხუთჯერ გავხდებოდი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ციტირება ინტერვიუდან. პირველად მან ეს ტიტული 2005 წელს მიიღო. ფეხბურთის ისტორიის მანძილზე არავის ახსოვს, რომ რომელიმე ფეხბურთელს 2 ტიტულზე მეტი მიეღო ამ ნომინაციაში.

Read More

რიბერი შეძლებს თამაშს

Posted by on ნოე 14, 2010 in სპორტი

Notepad.Ge

მიუნჰენის კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ცნობები, რომ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შეძლებს თამაშს გერმანიის ჩემპიონატში. ფრანგი ფეხბურთელი თამაშ 4 ნოემბერს დაუბრუნდა. ვინც არ იცით გეტყვით,რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული ფეხზე. მან მანვე მოახერხა ძალების აღდგენა, თუმცაღა იგი მოედანს არ უბრუნდებოდა. ამის მიზეზი უცნობია. შეგახსენებთ, რომ მან ეს ტრავმა მიიღო 21 სექტემბერს ერთ-ერთი თამაშზე.

Read More

ჩელსი რუნისთვის იბრძვის

Posted by on ნოე 11, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


ლონდონის ჩელსი იბრძვის რათა ხელში ჩაიგდოს ცნობილი ფეხბურთელი რუნი. შეგახსენებთ, რომ იგი საკუთარი სურვილით დაეთხოვა მანჩესტერს. The Daily Mail-ის ცნობების მიხედვით აბრამოვიჩი თანახმაა ფეხბურთელის გადმოყვანაზე. თუ რუნი ამ შეთანხმებას დათანხმდა, იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. გუნდიდან წამოსვლა მან 19 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, საუბარი ადრეც იყო, რომ მას კონტრაქტის ხელახალი გაფორმება არ სურდა. სამწუხაროდ მისი კონტრაქტი 2011 წლის იანვრამდე მოქმედებს. ამის შემდეგ იგი ზამთრის ტრანსფერებზე გამოეთიშება მანჩესტერს.

Read More

მარადონა და ჩინეთი

Posted by on ნოე 10, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


წინა პოსტებში მარადონას შესახებ მე მოგაწოდეთ ინფორმაცია მისი მდგომარეობაში შესახებ. შეგახსენებთ, რომ იგი გაათავისუფლეს არგენტინის ნაკრებიდან. ამჟამად იგი სამსახურის ძიებაში. ინგლისში როგორც აღმოჩნდა მან ვერ მოახერხა სამსახურის დაწყება. ამჯერად იგი ჩინეთს.მიადგა. როგორც სპორტული გაზეთი Daily Mail იუწყება, მას გასაუბრება ჰქონდა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან. შესაძლოა, რომ მარადონამ ხელში აიღოს გუნდი შანხაი შენხუა ან საერთოდ ქვეყნის ნაკრები. ამჟამად იგი იმყოფება საქველმოქმედო ტურნეში. მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ მარადონა გაკვირვებულია. როგორ ვერ ახერხებს 1.3 მილიარდი ადამიანის მქონე სახელმწიფო ისეთი ფეხბურთელების შერჩევას, რომლებიც ჩემპიონები გახდებიან.

Read More

ლივერპული ლიდერობს

Posted by on ნოე 8, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


ლივერპული ლიდერობს მას შემდეგ რაც ჩელსის მოუგო. ამ ყველაფერს გუნდი ფერნანდო ტორესს უნდა უმადლოდეს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდი მეცხრე პოზიციაზე ავიდა და აქტივში 15 ქულა დააგროვა. აი რაც შეეხება მეორე მხარეს ლონდონელებმა მეორეჯერ წააგეს ამ სეზონში, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი პოზიციას მაინც ინარჩუნებენ სიის თავში. ყველაფერი წინაა და ჯერჯერობით ორივე გუნდს აქვს შანსი დარჩეს გამარჯვებული.

Read More

მარადონა ინგლისს უმიზნებს

Posted by on ნოე 1, 2010 in სპორტი

Notepad.Ge

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე გუნდის ხელმძღვანელი გახდეს. მე მინდა ინგლისთან მუშაობა, ციტირება ჟურნალ Sky Sports-იდან. იქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და მე მომწონს ინგლისის გუნდები. მაგრამ არის ერთი პატარა პრობლემა. ამ გუნდებს უკვე ყავთ ხელმძღვანელები. მე ისღა დამრჩენია დაველოდო სერიოზულ შემოთავაზებას. შეგახსენებთ, რომ მარადონამ სამსახური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

Read More

იუვენტუსი ბეილს უმიზნებს

Posted by on ოქტ 23, 2010 in სპორტი

Notepad.Ge


ცნობილი გუნდის, იუვენტუსის განცხადებით ისინი გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამის გამო ისინი ფეხბურთელ გარეტ ბეილს უმიზნებენ. მათი აზრით ეს არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ესაჭიროება. შემდეგ ტრეასფერის სეზონზე ანუ ზამთარში, გუნდი თანახმაა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეთ ოღონდაც ეს ფეხბურთელი მის რიგებში გადავიდეს. როგორც Football Press-ს ამბობს, ამ მოლაპარაკებებში შესაძლოა სხვა ცნობილი გუნდებით ჩაერთოს. ჯერჯერობით ცნობილი არაა თუ რატომ მოიპოვა ასეთი დიდი დაინტერესება გუნდების მიერ ამ ფეხბურთელმა. ბოლო თამაშის შემდეგ ბეილის მწვრთვნელმა პრეს კომფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არ იყიდება. ამ ფეხბურთელის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ მას სხვა პოზიციებზეც შესანიშნავად გამოსდის თამაში. ასეთი ფეხბურთელი ესაჭიროება ყველა გუნდს, ამის გამო მე თამამად ვაცხადებ ბეილი არ იყიდება. განაცხადა ჰარი რადნაპმა.

Read More

კაკას ამბები

Posted by on ოქტ 21, 2010 in სპორტი

Notepad.Ge

მილანი:რეალის დაჯახების გარშემო სულ ახალ ახალი ინფორმაციები ჩნდება, რომ ფეხბურთელი კაკა შეიძლება გადავიდეს მილანის რიგებში. ნავარაუდევი იყო, რომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ გუნდების ხელმძღვანელები გამართავდნენ შეხვედრას, რათა მოელაპარაკათ ამ ფეხბურთელის სამომავლო თამაშის შესახებ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მეტიც, ორივე მხარემ ამ ჭორებზე გააკეთა განცხადება, რომ ისინი არანაირ ცვლილებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ასეთი შეთანხმება უაზროა, აცხადებს Football Italia-თან ინტერვიუს დროს მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი. შეგახსენებთ, რომ კაკა სანამ ესპანეთში გადავიდოდა, მილანის სახელით გამოდიოდა. თავად ფეხბურთელს თუ ვკითხავთ, იგი ჯერჯერობით არანაირ გადასვლას არ აპირებს. მეტიც, როდესაც მან ამ აგორებული ჭორის შესახებ შეიტყო გაეცინა და განაცხადა, რომ შესაძლო ცვლილების და სადმე გადასვლის ამბავს პირველ რიგში მისი გულშემატკივრები და პრესა გაიგებს. მას არაფერი არ აქვს დასამალი და ურჩევნია თვითონ განაცხადოს ყველაფერი.

Read More