ტაქსი ახალ დაბადებულებისთვის
კარიერისტ დედებს ყოველთვის უჭირთ ყურადღების მიქცევა ბავშვებზე. ინდონეზიაში რამდენიმე დღეა, რაც მეტად უცნაური და სასაცილო სერვისი სახელად ”ტაქსი ახალ დაბადებულებისთვის” გაჩნდა. მათი მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: კარიერისტი დედა იძახებს მანქანას, ხოლო მანქანას მაქსიმუმ 1 საათი აქვს იმისთვის, რომ მივიდეს დედასთან გამოართვას რძე და მიუტანოს მის შვილს საკვებად.
ქალები რძეს ათავსებენ სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ჰერმეტულად იხუფება, ხოლო კურიერი, რომელმაც უნდა წაიღოს გზავნილი, მას პატარა მაცივარში ინახავს, რომელიც მის მოტოციკლეტზეა მიბმული. მომსახურება 3 დოლარიდან იწყება და 10 დოლარამდე ადის, გააჩნია მარშრუტს.
ფიკრი ნაუვალი არის ადამიანი, რომელმაც ეს სერვისი ჩამოაყალიბა. იგი თავდაპირველად ჩვეულებრივი ნივთების გადაზიდვას აკეთებდა, ხოლო მისმა მეუღლემ ერთხელ ხუმრობის მიზნით მისივე კომპანიით რძე გაუგზავნა საკუთარ შვილს. ასე დაიბადა იდეა. Read More
15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ
1. სტატუსებით ელაპარაკებიან მეგობრებს, შეყვარებულს, ყოფილ შეყვარებულს, მშობლებს.
მაგალითად: ”ასეთი დაქალობა რაა”
”აღარ მიყვარხარ!!!”
”დედააა, გამიშვი რაა”
2. სურათს უღებენ რასაც ჭამენ, და აწერენ ”მმ..რა გემრიელი იყო”
3. აკეთებენ ბიჭის facebook პროფილს, ყველაფერზე აკომენტარებენ, ალაიქებენ ყველაფერს, და ამით ”აეჭვიანებენ” შეყვარებულს, ან თავიანთი აზრით, ამით უფრო ”პოპულარულები” ხდებიან.
4. აკეთებენ ”ყველაზე ლამაზები”-ს პროფილს, და თავიანთ სურათებზე თაგავენ, და/ან პროფილის სურათად დებენ..
Read Moreშიში სტომატოლოგის კაბინეტში
სალგრენის უნივერსიტეტის შვედმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ სტომატოლოგის კაბინეტში ყოფნის დროს შიში მოიშოროთ თავიდან. ექსპერიმენტების საფუძველზე გაირკვა, რომ საუკეთესო საშუალება ასეთ შემთხვევაში არის ხუმრობა. კერძოდ პაციენტი უნდა ეხუმროს ექიმს. ექსპერიმენტების და კვლევის მიზეზი გადა ის, რომ დაახლოებით შვედების ნახევარზე მეტს უკვე თანდაყოლილი ფობია გააჩნია. ფობიას იწვევს შიში, რომელსაც ისინი განიცდიან უკვე პრობლემად ჩამოყალიბდა და პირველ რიგში სტრესს იწვევს. მეცნიერებმა ექსპერიმენტის სწრაფად ჩატარების მიზნით ანკეტირებული გამოკითხვა ჩაატარეს. მონაწილეობას ძირითადად ასაკით უფროსები იღებდნენ. საბოლოო შედეგების გამოთვლის დროს მეტად სასაცილო რამ გაირკვა. აღმოჩნდა, რომ პაციენტების უმეტესობა გულში იმეორებს ერთსა და იმავე ტექსტს, რომ მას არ ეშინია, რომ იგი არის მამაცი და ყველაფერს გაუძლებს
წინასაახალწლო შედევრი :D
აი შევეხე საახალწლო თემას. რა ასოცირდება ახალ წელთან. დალევა და ჭამა სხვა არაფერი საინტერესო. მეცნიერების აზრით ამ პერიოდში ადამიანი იმდენ ალკოჰოლს და საჭმელს იღებს, რომ მისი ჰორმონალური ფონი მთლიანად იცვლება. ექსპერტების თქმით ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი სხვანაირად აზროვნებს. ამ აზროვნებას ხელს ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღება იწვევს. ამდენი სიახლით რაც ახალ წელს ხდება სასმელით საჭმელით და კიდე ბევრიო რამით ადამიანში სიხარული იღვიძებს. უფრო სწორად სეროტინი. ამდენი ხმაური და არეულობა რაც საახალწლო პერიოდში ხალხს ახასიათებს, იწვევს კორტიზოლის გამძაფრებას. ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი ეძებს გამოსავალს. გამოსავალი კი ყოველთვის ჭამაშია
ნიჭი როგორც ფულის ერთეული
მომავალი კვირიდან დაახლოებით ორი კვირის მანძილზე იტალიაში იქნება სპეციალური აქცია სასტუმროთა ქსელ bed & breakfast-ში. ახლა რას მოიცავს ეს აქცია. აქციის ფარგლებში დამსვენებლებს შეუძლიათ ფულის მაგივრად სხვა რამით გადაუხადონ სასტუმროს მეპატრონეებს იმ დღეების საფასური, რამდენ ხანსაც ისინი გაჩერდნენ სასტუმროს ნომრებში. სხვა რამით გადახდაში ეგრევე სექსს ნუ იფიქრებთ. გადახდა შესაძლებელია მაგალითად: მებაღის მოვალეობის შესრულებით, სასტუმროს ფოტოგრაფობით, კონცერტის ჩატარებით, ჟონგლიორობით და სხვა. ანუ ვის რა ნიჭიც გააჩნია იმით გადაიხდის საფასურს.
ბარბარა როზაჩი არის ამ სასტუმროების ერთ-ერთი მფლობელი. ეს იდეა მას მოუვიდა თავში. ბარბარას აზრით ეს პირველ რიგში ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამაა. მეორეს მხრივ ადამიანები გახალისდებიან და შეძლებენ მათი ნიჭის ჩვენებას სახალხოთ. ასევე სასტუმროში შესრულდება აუცილებელი სამუშაოები, აი მაგალითად რაც მაღლა ვახსენე მებაღეობა. სასტუმრო ელოდება მისი დამსვენებლისგან შემოთავაზებებს, თუმცა მისაღებში გამოკრული აქვს განცხადებები, თუ რა სახის მომსახურებას ითხოვს იგი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განცხადება არისეროვნული კერძები. ანუ დამსვენებელი, მაგალითად ქართველი თუ დასახლება ამ სასტუმროში და გადახდას ნიჭით დააპირებს, მას მოუწევს ქართული ნაციონალური კერძების მომზადება
განაგრძე კითხვა: Read More
ინტიმური საუბრები სამსახურში
ორი წლის წინ საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლეს სამსახურიდან. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, განთავისუფლების მიზეზი ფოსტა გახდა. ერთ დღეს ეს ბიჭი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მივიდა სამსახურში და სამსახურის კომპიუტერით გახსნა მისი ელექტრონული ფოსტა, სადაც დახვდა გზავნილი, რომელიც მისი შეყვარებულისგან იყო. მან დაუფიქრებლად გახსნა ფოსტა და ეკრანზე ეროტიული სურათები ამოვარდა. ამის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ორი დღის წინ სასამართლოში ამ მოქალაქის საქმე ხელახლა განიხილეს და იგი გაამართლეს. ანუ გამოდის, რომ ავტომატურად სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეებს ნება დართო, რომ სამსახურში ინტიმური ამბები გაარკვიონ
ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, რომ სასამართლომ სამსახურებს ნება დართო მათი თანამშრომლების მიმოწერაზე სრული კონტროლის აღებაზე.
თანამშრომლები ამაზე პროტესტს ვერც გამოთქვამენ, რადგან სამსახურის პერიოდში მათ ევალებათ სამსახურებრივი მიმოწერა და სხვა არაფერი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირადი განხილვებით დაკავდებიან, სამსახურს აქვს უფლება მათი მიმოწერა ნახოს, რადგან ისინი მათ მომსახურებაში იმყოფებიან.
განაგრძე კითხვა:
Steve Jobs და მისი უნომრო მანქანა
სტივ ჯობსს ერთი უცნაურობა ახასიათებდა (გარდა სხვა მრავალისა). მის ვარცხლისფერ Mercedes-Benz SL55 AMG-ზე არასოდეს მიუმაგრებია სანომრე ნიშნები. და მართალია ჩვენ კვლავ არ ვიცით (და ვერც ვეღარასოდეს გავიგებთ) რატომ, მაგრამ ის მაინც ვიცით, თუ როგორ ახერხებდა ის ამას.
რასაკვირველია, უნორმოდ მგზავრობა — კანონის დარღვევაა და სტივს უკვე დიდი ხანია უნდა მიეპყრო კალიფორნიელი „პატრულის“ ყურადღება, არა? არა. როგორც გაირკვა, ჯობსმა იპოვნა „ხვრელი“ ადგილობრივ კანონმდებლობაში, რასაც იყენებდა კიდევაც. კერძოდ, ახალი მანქანის მფლობელი ვალდებულია შეძენიდან 6 თვეში დაამაგროს ნომრები ავტომობილზე. და რას აკეთებდა სტივი? ის მოელაპარაკა სალიზინგო კომპანიას და ყოველ ექვს თვეში იცვლიდა მანქანას ზუსტად ისეთივეზე. ამის შესახებ მოგვითხრო Apple-ის უსაფთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ჯონ კალასმა.
გასაგებია, რომ სალიზინგო კომპანიისათვის ასეთი კლიენტი ფრიად სასურველია. ხოლო თუ რატომ აკეთებდა სტივი ამას, ეს უკვე სამუდამოდ საიდუმლო დარჩება.
წყარო: go.ge
მოზარდების მკურნალობა Photoshop-ით
ინგლისის სახელმწიფო ხაზინამ მეტად უჩვეულო პროექტი შესთავაზა მისი ქვეყნის ახალგაზრდობას. პროექტი მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურად ”დათრეინინგებული” ადამიანები დაეხმარებიან ბავშვებს კომპლექსებისა და საკუთარი თავის შეფასების გამოსწორებაში. ხოლო ამ ყოველივეს სისრულეში მოყვანისთვის ისინი იყენებენ ყველასთვის ცნობილ პროდუქტს სახელად Photoshop. ეს ადამიანები შეეცდებიან საქმე გამოუსწორონ ახალგაზრდებს სურათების გამოყენებით. ამ სურათებზე იქნებიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ არიან დამუშავებული ზემოთ ნახსენებ პროგრამაში.
ფსიქოლოგების აზრით ასეთი მკურნალობის მეთოდი გამართლებულია, რადგან ადამიანი როდესაც სხვას უყურებს და ხედავს, რომის მას ჯობია, მშვიდდება და საკუთარი თავის დაფასებას იწყებს. ქართველებისთვის ეს განსაკუთრებით მკაცრ ფორმებში გატარდება. ჩვენ ვერ ვიტანთ, როდესაც ვინმე გვჯობნის თუნდაც სილამაზეში
სპეციალისტები ახალგაზრდებს მიუთითებენ იმ ადამიანების ყოველ ფიზიკურ ნაკლოვანებაზე, რაც მათ გააჩნიათ.
განაგრძე კითხვა:
Wi-Fi იწვევს ალერგიას
ძალიან ძალიან უცნაური პოსტი მინდ დავწერო, დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე დამეწერა თუ არა მაგრამ ბოლოს მაინც მოვაბი თავი
დედამიწაზე ძალიან ბევრი რამ არსებობს რაც ადამიანში ალერგიულ გამოვლინებას იწვევს. ჩემდა გასაკვირად ინტერნეტში ბოდიალის დროს მივაგენი ალერგიის ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც Wi-Fi იწვევს. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ალერგიული გამოვლინებები ემართებათ მას შემდეგ რაც Wi-Fi წერტილებში ხვდებიან. მანამ სანამ ექიმები ფიქრობენ, თუ როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა, ასეთ ადამიანებს ტყეში ხშირ სიარულს ვურჩევ, იქ სადაც Wi-Fi ვერ შეგხვდებათ.
დიანა შოუს განცხადებით მაშინ როდესაც იგი Wi-Fi-სთან ახლოს იმყოფება, მას ფიქრი ძალიან უჭირს. ამ ალერგიის გამო მას ბევრი რამის შეცვლა მოუწია ცხოვრებაში. ისეთი ცვლილების მოხდენა, როგორიცაა მაგალითად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში, რომლის სახელწოდებაა გრინ ბენქსი, დიანას ნაირი ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქის უმეტესი ნაწილი დიანას ჰგავს, რადგან ისინიც ცუდად გრძნობენ თავს უკაბელო ტექნოლოგიების გარემოცვაში.
ექიმები და სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიურ საკითხებში აცხადებენ, რომ ამ ფენომენს არანაირი ახსნა არ გააჩნია, თუმცა ისინი გაურკვევლობაში რჩებიან, რადგან Wi-Fi-ს ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს, თუმცა კონკრეტული ადამიანების შემოწმების შემდეგ ორგანიზმში ცვლილებები დაფიქსირდა მაღალი სიხშირით.
კიდევ ერთი დაკარგული iphone 5
ჩემი აზრით ამ ფაქტს სასაცილო უნდა ეწოდოს, რადგან შარშანაც იგივე შემთხვევა დაფიქსირდა,რ ოდესაც ბარში დაიკარგა ჯერ არ გამოსული iphone 4. ამჯერად საქმე ჯერ არ გამოსულ მეხუთე ვერსიასთან გვაქვს, რომელიც apple-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბარ Cava22-ში დაკარგა. გახდა თუ არა ეს ფაქტი ცნობილი, კომპანიამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ტელეფონი ამ ბარში დაიკარგა, თუმცა პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ვერაფერი იპოვა. შემდეგ ახალი ინფორმაცია მიიღეს, რომ ტელეფონი ერთ-ერთ ორ სართულიან სახლშია
, რომელიც ბართან ახლოს მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ სახლის მეპატრონემ განაცხადა,რ ომ იგი იყო ბარ Cava22-ში, თუმცა მას არ უნახავს არანაირი დაკარგული ტელეფონი. მეტიც, მან სახლის ჩხრეკის უფლება მისცა პოლიციელებს. მათ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონის დამკარგავი მივიდა ამ სახლში და მეპატრონეს ფული შესთავაზა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც იგი ფლობდა დაკარგული iphone-ის შესახებ. თუმცა მან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღო მისგან.
შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა და კომპანიას ეს ძალით არ გაუკეთებია, თუმცა ეს apple-ს მორიგ ხრიკს უფრო წააგავს, რათა უფრო დაძაბოს ის მომენტი, როგორიცაა ახალი ტელეფონის გამოსვლა.
Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება
1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.
2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.
3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.
4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.
5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.
6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.
7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.
8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით “თიკო ავთო”.
9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა “ფერმას” როცა დარეჯანი მორჩებოდა “fashion world”-ის თამაშს.
10. ჯორდანო ბრუნო დაწერდა სტატუსს: “დედამიწა მრგვალია და ბრუნავს!” და აჭერდა f5-ს (restart) notification-ის მოლოდინში იქამდე, სანამ მას არ დაწვავდნენ.
ნაკადული: http://beqosblog.wordpress.com
Read MoreMana-Mana :D
[pro-player width='470' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=sfeKfocGQ2M&feature=share[/pro-player]
Read More














