კომპაქტური ხელსაწყოები გახდა ცხოვრების სამართავი საუკეთესო საშუალება. ყველაფერი პლანშეტური კომპიუტერებით დაიწყო. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ინფორმაციის მიღება სულ უფრო მარტივი ხდება მათი გამოყენებით. თანაც არანაირი კლავიატურა და მაუსი არაა საჭირო. დააჭიროთ ერთ გამოსახულებას ეკრანზე და ამით მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ, ეს ჰომ მარტივია საძიებო სისტემის გამოყენებაზე. პლანშეტური მოწყობილობები უკვე Web Browser-ებზეც იმარჯვებენ Full Article…
ინტერნეტი იმარჯვებს
ინტერნეტმა და ზოგადად სოციალურმა აბლაბუდამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ძლიერია. ამჯერად მოხდა ერთი უჩვეულო ფაქტი. შოუბიზნესს ინტერნეტმა გადაასწრო და წლის ადამიანად ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი გახდა. ასეთი რამ ჯერ არასდროს მომხდარა.ეკრანზე გაშვებულმა ისტორიამ, თუ როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ასეთი წარმატების მიღწევა, წინა წლის ყველაზე განხილვადი მოვლენა გახდა. 3 თვის მანძილზე ფილმმა Full Article…
გილოცავთ ახალ წელს
წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ 2011 წელს. გისურვებთ ბარაქას ბედნიერებას და სიხარულს. საქმე რაშია მოკლედ თქვენ რომ ისვენებთ ჩემს ბლოგსაც ესაჭიროება დასვენება. საახალწლო პერიოდში ბლოგზე პოსტვა შეწყდება. 2011 წლიდან ბლოგი განაახლებს იმავე რეჟიმში სტატიების დაწერას. მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!
Beatles ბრუნდება
ყველამ კარგად ვიცით, რომ XXI საუკუნეში ხმის კომპიუტერით დამუშავება არაა რთული საქმე. გუშინ ღამე ასე ვთქვათ უცხოურ ბლოგებს ვფურცლავდი და ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი. თურმე მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება ჯგუფი Beatle-ს კონცერტი. თანაც სრული შემადგენლობით. თავდაპირველად ვერ მივხვდი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო სრული შემადგენლობით. მათი დიდი მსმენელი არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი გარდაცვლილები არიან ჯგუფის Full Article…
მკვდარი მუსიკოსები
სტატისტიკის მიხედვით გარდაცვლილი მუსიკოსები და მომღერლები უფრო მეტ თანხას შოულობენ, ვიდრე ცოცხლები. ავიღოთ მაგალითზე ახლახანს გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონი. მისმა ოჯახმა ბოლო წლის მანძილზე 275 მილიონი დოლარი მიიღო. ფულის შემომტანი ალბათ უკვე მიხვდით, რომ არის ალბომები და ფილმი. მეტი რეალურობისთვის შევადაროთ მას ცოცხალი ადამიანების ჯგუფი U2. ირლანდიელების წლიური შემოსავალი 130 მილიონ დოლარს შეადგენს. პოპის მეფის ქონება Full Article…
უცნაური ქოლგა
გაგიკვირდებათ და ტაქსის მძღოლმა მეტად უცნაური რამ გამოიგონა. ეს არის ქოლგა, რომლის ხელში ჭერა არაა აუცილებელი. მან შექმნა სპეციალური სამაგრი, რომელიც მაგრდება ჩანთაზე. ამის შედეგად ხელები თავისუფალია, თქვენ კი დაცული ხართ წვიმისგან. იგი დარწმუნებულია, რომ მისი გამოგონება მას მდიდარს გახდის. მან საწყის ეტაპზე 200 ცალი ასეთი ქოლგა გააკეთა. 2 დღის წინ იბრაგიმმა პატენტის მოთხოვნაზე შეიტანა Full Article…
3D სურათი
კომპანია Fujifilm-მმა ჩვენს მეზობელ რუსეთში გახსნა პირველი 3D სურათის ბეჭვდის ფილიალი. როგორც უცხოური ბლოგები იუწყებიან ასეთი სურათის დაბეჭდვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იგი დაახლოებით 500 რუბლი ჯდება. თუმცა ეს სურათი თქვენ დიდხანს დაგრჩებათ, რადგან იგი პლასტმასის ფირფიტაზე იბეჭდება. პრინციპი ასეთია: აპარატი სურათს ოთხ ფენად ბეჭდავს, ხოლო პროცესის დასრულებისას ადამიანის თვალი და ტვინი ამ ოთხ ფენას ერთ Full Article…
Vanessa Hudgens და Zac Efron დაშორდნენ!
High School Musical-ის წყვილი, რომლებიც ერთად 4 წელი იყვნენ დაშორდნენ სულ რაღაც რამოდენიმე თვეა. Vanessa-მ განაცხადა რომ ის და Zac მეგობრები დარჩნენ და მათ შორის ყველაფერი კარგადაა. Vanessa ერთი კვირის წინ გახდა 22ს და მან დაბადების დღე Las Vegas’s კლუბ Pure-ში გადაიხადა მეგობრებთან ერთად, Efron დაბადების დღეს არ დასწრებია. მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!
სხეული 3D ფორმატში
კომპანია Google აპირებს ანატომიის ბრაუზერში ჩანერგვას. არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი პროგრამა. მომხმარებელი Web Browser-იდანვე შეძლებს სხეულის შესწავლას. პროექტი Google Body Browser 14 დეკემბერს WebGL Camp კონფერენციაზე წარმოადგინეს. მისი მუშაობისთვის აუცილებელია WebGL მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ ბრაუზერების ბოლო ვერსიებს აქვთ. სხვა დანარჩენი ვერსიები ამ ფუნქციის გამოყენებას შეძლებენ მომავალი წლისათვის. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. მოგწონს ჩემი Full Article…
წლის საუკეთესო გაჯეტი
ჯურნალმაTime-მმა გამოაქვეყნა სტატია სადაც საუბარია 2010 წლის საუკეთესო პლანშეტის შესახებ. გამოკითხვის საფუძველზე დაადგინეს, რომ 2010 წლის საუკეთესო პლანშეტი Ipad არის. სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით მისი გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ გაყიდულია 7.5 მილიონი ერთეული. კომპანია Apple-მა არა მარტო ეს პოზიცია დაიკავა. რეიტინგიში ასევე შესულია MacBook Air და ბოლო თაობის iphone. მეცხრე ადგილი Apple TV-მ დაიკავა. სიაში ასევე გვხვდება Full Article…
ქალაქში საახალწლო მზადებაა
დღეს ვიყავი ქალაქში გასული და რა ვნახე,ნეტა არ მენახა,ნუ ეს იმის ბრალია რომ კაი ხანი არ ვყოფილვარ გარეთ გასული უბანს არ ვცილდები და ხოდა რომ გავედი გარეთ გავიარე თავისუფლება,რუსთაველი და რა დავინახე უჰ,ისე გამიხარდა ამ ყველაფრის დანახვა რომ სიხარულისგან კინაღამ ცეკვა დავიწყე იქ, უბრალოდ მეგობარმა შემაჩერა.მოკლედ გეტყვით რაც ვნახე,ქალაქში უკვე დაწყებული ყოფილა საახალლო მზადება მოურთიათ Full Article…
ელექტრო ნოტები
ელექტრონული მანქანები თანდათან სპობენ ძველებურ გამოგონებებს. ასე ემართება ფურცლებსაც. ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ მალე ჩაანაცვლებენ ჩვეულებრივ ბიბლიოთეკას. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შექმნილია ელექტრონული ნოტები სახელად Smartstand. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც უკრავს ინსტრუმენტზე, ვერ ახერხებს ნოტების გადაშლას. ამისათვის მათ სპეციალურად დაქირავებული ადამიანი ჰყავთ. ავსტრალიელმა დიზაინერმა Alex Lancuba-მ შექმნა ისეთი რამ, რაც გაცილებით გაუადვილებს მუსიკოსებს დაკვრას. Full Article…
ცუდი ეკოლოგია
ექსპერტების თქმით, თუ ატმოსფეროს დაბინძUრება ამ ტემპებით გაგრძელდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 3.5-4 გრადუსით აიწევს. ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას. სტატისტიკის მიხედვით გლობალური დათბობით მსოფლიოს 54 ქვეყანა დაზარალდება. სასაცილო ისაა ამ ყველაფერში, რომ ამ ქვეყნებიდან 90% საერთოდ არაფერ შუაშია გლობალურ დათბობასთან. ანუ ისინი არ აბინძურებენ ატმოსფეროს. მეცნიერების თქმით 2030 წლისთვის დედამიწა საშინელ მდგომარეობაში იქნება. შემცირდება საკვები Full Article…
გასეირნება და კომბოსტო
Walking the Cabbage, ეს არის სოციალური აქცია, რომლის დამაარსებელმა კომბოსტოს თავი ასეირნა ჩინეთის ქუჩებში. ამის მიზეზი ყურადღების მიქცევა იყო. ერთი შეხედვით ადამიანი ვერანაირ აზრს ვერ გამოიტანს ამ ქმედებიდან. თუმცა ავტორმა აღნიშნა, რომ ამით იგი ადამიანებს თანამედროვე სოციალურ პრობლემებზე მიუთითებს. ტრადიციულად კომბოსტო ჩინეთის ყველაზე მთავარი საკვებია ბრინჯის შემდეგ. კომბოსტოთი იკვებება მოსახლეობის 60%. ერთი სიტყვით ხენ ბინგს Full Article…
სოლარიუმი და ნარკოტიკი
ოლბამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოლარიუმი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს როგორც ნარკოტიკი. ადამიანი, რომელიც სოლარიუმში მიდის იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას, რადგან მისი კანის ფერი მომენტალურად იცვლის ფერს. რაოდენობა ასეთი ადამიანების დღითიდღე იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გამოტოვებს სიტყვაზე ერთ სეანსს, აღინიშნება მისი ხასიათის რადიკალური ცვალებადობა უარესობისკენ. ისინი დეპრესიულები და აგრესიულები ხდებიან. ასეთი დამოკიდებულება სოლარიუმისადმი ადამიანს უბიძგებს სეანსების Full Article…
ძაღლების სათამაშოები
სექს სათამაშოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუშინ კომპანია PetSmiling-მ გააკეთა მისი ახალი სათამაშოს პრეზენტაცია, რომელიც შინაური ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ ძაღლებისთვის. მისი სახელია DoggieLoverDoll. სათამაშო დარტყმა გამძლეა და იგი მთლიანად რეზინისაა. გააჩნია მოსახსნელი ხვრელი და უსაფრთხოა გამოყენებისთვის. არის სამ დიზაინში ზომების მიხედვით. მე მეტს არ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. არამგონია ჩემი რომელიმე მკითხველი ზოოფილი იყოს. Full Article…
ქუჩების სახელები
ესპანეთში რამდენიმე ქუჩას თამაშების პერსონაჟის სახელები დაერქმევა. ეს უცნაური დადგენილება ხმის მიცემის საშუალებით მიიღო ხელისუფლებამ. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასობით ადმაინმა მიიღო. ისინი ამ გადაწყვეტილებას იმითი ხსნიან, რომ მათი თაობამ თამაშებით განვითარდა და აღიზარდა. პირველი ქუჩა რომელიც ამ წესით გაიხსნება იქნება ცნობილი სანტექნიკ მარიოს ქუჩა. წელს მას 25 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს ეს ახალი ტრენდია. ინგლისში ასეთი Full Article…
სიგარეტის კოლოფი
ამერიკის ხელისუფლება აპირებს კანონის გამკაცრებას სიგარეტის შესახებ. ისინი გეგმავენ კოლოფებზე სიგარეტით გარდაცვლილი ადამიანების სურათების გამოსახვას. კომპანია FDA-მ დამზადა 36 სხვადასხვა სახეობაში დიზაინი სიგარეტის კოლოფებისთვის, რომლებზეც ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოაქვს მოწევას. 2011 წლის ბოლომდე კომპანია ჩაატარებს გამოკითხვას და ამ 36 დიზაინიდან აარჩევს 10 დიზაინს. არჩევაში ხალხი დაეხმარება მათ. ის კომპანია, რომელიც მათ Full Article…
ფლირტი როგორც შემოსავალი
რესტორნები ფლირტს იყენებენ, როგორც შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ. რესტორნის მეპატრონეები მიმტანებს ასწავლიან კლიენტებთან საუბრის წესს. ქალებთან ურთიერთობას მასწავლებელიც ყავს. კარლ ჯეიმსი ამ საქმეში ყველაზე გამოცდილი ადამიანია. მისი ბოლო ნამუშევარი იტალიური რესტორნების ქსელია. გამართლებულად ითვლება, როდესაც ოფიციანტი ქალი კლიენტ კაცს ვნებიანად უხსნის მენიუს შიგთავსს, კაცი უფრო მეტ შეკვეთას აძლევს. რაც რესტორნის შემოსავალზე აისახება. ასეთი დამოკიდებულება კლიენტთან მის Full Article…
Smartphone-ბი იპყრობენ მსოფლიოს
ანალიტიკური კომპანია Gartner-ის გამოკვლევების მიხედვით სმარტ ტელეფონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა. არაა გასაკვირი, რომ მათ რიგებში ლიდერია Symbian. შემდეგ მოდის Android და iOS. 2010 წლის მესამე კვარტლის მიხედვით ტელეფონების სართო გაყიდვებმა 417 მილიონს გადააჭარბა. ეს 35%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით. ეს უბრალო ცვლილება არაა. თუ შევადარებთ წინა წლის და ამ წლის ნებისმიერ თვეს მივიღებთ 96%-იან სხვაობას. ტელეფონების Full Article…
ინტერნეტი და სიმთვრალე
ამერიკულმა კომპანია Webroot Software-მ გამოუშვა დანამატი Firefox-ისთვის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ შეუშვებს საიტებზე. გამომგონებლების თქმით პროგრამა დაეხმარება მომხმარებლებს ცუდი სიტუაციების თავიდან აცილებაში. დანამატი სახელად Social Media Sobriety Test შეიცავს ისეთი საიტების ბლოკირებას როგორებიცაა: Facebook, Myspace, Twitter, Flickr, YouTube და Tumblr. პროგრამისტებმა პროგრამას მისცეს ფუნქცია ხელით დამატება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელით შეგიძლიათ Full Article…
