საინტერესო ამბები

პირველი მსოფლიო Cyber ომი

Posted by on იან 25, 2012 in ახალი ამბები, მსოფლიო

პირველი მსოფლიო Cyber ომი


ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ0ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.
ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე? ეს თქვენ შეგიძლიათ. მსოფლიო მასშტაბით მიდის მოწოდებები ომის შესახებ. ექსპერტების აზრით სოციალურ ქსელზე იერიში მარტივ საქმეს არ წარმოადგენს და მას მასშტაბური მხარდაჭერა დასჭირდება. სწორედ ამის გამო ვიდეო რგოლის მეორე ნაწილში Anonymous რიგით მომხმარებელს ასწავლის, თუ როგორ უნდა შეუტიოს სოციალურ ქსელს მარტივი ხერხებით.
საინტერესო ისაა, რომ რატომ აპირებს ჯგუფი კონკრეტულად ამ სოციალურ ქსელზე თავდასხმას. როგორც იცით მარკ ცუკერბერგი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომ იგი მხარს არ უჭერს SOPA-ს და PIPA-ს. ლოგიკურია, რომ მარკი ანონიმების მხარეს იბრძვის, თუმცა იგი მაინც მსხვერპლია ამ ბრძოლაში. ვიდეო რგოლში ანონიმები სოციალურ ქსელს ამერიკასთან აიგივებენ, სწორედ ამის გამო მათ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდათ. ყველაფერი 28 იანვარს გადაწყდება. ეს არის თარიღი, როდესაც ჯგუფი შეტევას განახორციელებს.

Read More

SOPA ანუ ბრძოლა საავტორო უფლებებზე

Posted by on იან 19, 2012 in ახალი ამბები

SOPA ანუ ბრძოლა საავტორო უფლებებზე


ინტერნეტში სერფინგის დროს შენიშნავდით, რომ ბევრ ადამიანს ავატარზე უყენია სურათი, რომელზეც წერია SOPA. ან სულაც შეხვედით საიტზე და იგი გაშავებული დაგხვდათ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სენატში დააყენეს საკითხი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ვინც არ იცით რა არის ინტელექტუალური საკუთრება მარტივად გეტყვით, რომ ეს არის უფლება, საკუთარ შექმნილ მატერიალურ თუ არა მატერიალურ სიკეთეზე. კონგრესის განცხადებას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია და მას მალევე გამოეხმაურა ისეთი დიდი ინტერნეტ ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად : Facebook, Twitter, Flickr, LiveJournal და სხვა. კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით ყოვლად დაუშვებელია ასეთი რამის გაკეთება, რადგან ფაქტიურად გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანის სასამართლოში მიყვანა და დაჭერა შეიძლება. ყველაზე დიდი ზიანი მიადგებათ ისეთი საიტების მფლობელებს, რომლებზეც მომხმარებელი ჭარბობს. მაგალითად არა ლიცენზირებული მუსიკალური ფაილის ატვირთვის გამო, ხმის ჩამწერ სტუდიას მიენიჭება უფლება, რომ ეს ადამიანი დააკავოს და პასუხისგებაში გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

Read More

სოციალური ქსელების შეიარაღება

Posted by on იან 10, 2012 in ახალი ამბები

სოციალური ქსელების შეიარაღება

როგორც იცით ჩვენს მეზობელ რუსეთში რამდენიმე წელია რაც არსებობს სოციალური ქსელი ВКонтакте. ახლახანს ამ სოციალურმა ქსელმა გააკეთა განცხადება, რომ იგი ეძებს მოხალისე ადამიანებს, რომელთა დახმარებით შექმნის კანონ დამცველთა რაზმს ქსელში. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ამ სოციალური ქსელის მთავარი ფინანსური წყარო სწორედ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ორგანოა. სწორედ ამ სოციალური ქსელის დახმარებით ხდება ინფორმაციების მოძიება და ადამიანების პირადი ინფორმაციების საჯაროდ გაჟღერება. კომპანიას მისი ახალი ჩანაფიქრი, რომ დაემალა ეცადა ამ ახალ ინიციატივას სახუმარო ხასიათი ჰქონოდა. მაგალითად არხი, რომელიც შეიქმნება ამ სოც-პოლიციელებისათვის, იქნება ოდნავ სახუმარო ხასიათის, რადგან მათი ხელმძღვანელის იქნება რუსული მულტიპლიკაციური ფილმის ერთ-ერთი პერსონაში Дядя Степа.
კომპანიის მიზანია შექმნას პოლიციელები, რომელიც გააკონტროლებს ცენზურას და აიძულებენ მომხმარებლებს სოციალური ქსელის ჩარჩოებში მოექცენ და მის გარეთ აღარ იმოქმედონ. ისევ და ისევ რუსული ბლოგერების განცხადებით ხელისუფლებას ანალოგიური პრინციპის დამკვიდრება Odnoklassniki-ზე სურდა. თუმცა რატომ ვერ მოხერხდა ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლების სრული გაკონტროლება, არავინ არ იცის.

Read More

პლასტიკური ოპერაცია სახელმწიფოს სასიკეთოდ

Posted by on დეკ 26, 2011 in ახალი ამბები

პლატიკური ოპერაცია სახელმწიფოს სასიკეთოდ

ინგლისის კანონებში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, კერძოდ ეს ცვლილება პლასტიკურ ქირურგიას და ექიმების საქმიანობას შეეხება. ამ კანონის თანახმად დაწესდება სიმბოლური გადასახადი, რომლის გადახდაც მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენ. ხალხში ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ხუმრობით მას ”მკერდის გადასახადი” უწოდეს.
სინამდვილეში ამ კანონის შემოღებას დადებითი მხარე გააჩნია. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა პაციენტს იგი. სწორედ ამის გამო პაციენტებსაც და ექიმებსაც დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ, თუ ამ ოპერაციის გაკეთებას დააპირებენ. ადამიანებს, რომლებსაც აუცილებელი პლასტიკური ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ, არ მოუწევთ ამ გადასახადის გადახდა.
განაგრძე კითხვა:

Read More

PSP Vita-ს გაყიდვები დაიწყო

Posted by on დეკ 21, 2011 in ახალი ამბები

PSP Vita-ს გაყიდვები დაიწყო


იაპოანიაში დაიწყო Sony PS Vita-ს გაყიდვები. ეს არის კონსოლი, რომლის გაყიდვების დაწყებას ყველა ელოდა. საწყის ეტაპზე მაღაზიებში სულ 700 ათასი ეგზემპლარი გამოჩნდა. ორი დღის მანძილზე იგი დიდი რაოდენობით გაიყიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა კონსოლზე დეფიციტი ჯერჯერობით არ შეინიშნება. მარტო შაბათი-კვირის მონაცემით გაყიდულია 321 400 კონსოლი. აქედან 84% არის Wi-fi ვერსია, ხოლო დანარჩენი 3G ვერსია. არ ჩაუვლია ამ გაყიდვებს ინციდენტების გარეშე. დაახლოებით რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გაყიდვები დაიწყო, მყიდველებმა დაიწყეს ჩივილი იმის შესახებ, რომ PS Vita არ მუშაობდა გამართულად. გამართულად არ მუშაობაში კი პროგრამული არევა და სენსორის რეაგირების შეწყვეტა იყო. კომპანია სონიმ აღიარა, რომ მათი ახალი კონსოლი სრულყოფილი არაა და მალევე გამოუშვა პროგრამული განახლება, რომელმაც მოაგვარა აღნიშნული პრობლემები.

Read More

ჩინეთში IPAD-ის გაყიდვა აიკრძალება

Posted by on დეკ 8, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge


ვინც არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ კომპანია Apple-სა და Proview Technology-ს შორის სასამართლო პროცესი გაიმართლა, სადაც მეორე კომპანიამ პირველ უჩივლა საავტორო უფლებების დარღვევის გამო. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Apple-მა ეს დავა წააგო. Proview Technology-ის მტკიცებით მათ ჯერ კიდევ 2000 წელში დაარეგისტრირეს სამარკო ნიშანი სახელად IPAD, მაშინ როდესაც Apple-ს იდეაშიც არ ჰქონია ტაბლეტის გამოშვება. აღმოჩნდა, რომ ამ ორ კომპანიას ურთიერთობა ტაბლეტის შექმნის შემდეგ დაეწყოთ, მაშინ როდესაც კომპანია Apple-ს ევროპაში მისი ახალი ტექნოლოგიის გაყიდვისათვის Proview Technology-იმ მოსთხოვა 800 მილიონი ამერიკული დოლარი. ამ ამბის ჩაწყნარების შემდეგ კომპანიამ კიდე მოითხოვა 1.6 მილიარდი დოლარი, რათა IPAD გაყიდულიყო ჩინეთში. სამწუხაროდ Apple-მა დავა წააგო და მას თანხის გადახდა ან უარესი, მისი პროდუქტის სახელის შეცვლა მოუწევს.

Read More

სიგარეტი იზრუნებს უსაფრთხოებაზე

Posted by on დეკ 1, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge


სულ მალე ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც თამბაქოს ბიზნესის გიგანტებს მოუწევთ ისეთი სიგარეტის გამოშვება, რომელიც იზრუნებს ადამიანის უსაფრთხოებაზე. პროექტის სახელია Reduced Ignition Propensity, RIP. ასეთი სახის სიგარეტები მიხვდებიან, როდესაც მათ პატრონებს დაავიწყდებათ ჩაქრობა და ისინი თავისით ჩაქრებიან. ლოგიკურად ეს თავიდან ააცილებს მათ ხანძარს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რისი ეშინიათ ექიმებს?
მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია. ღერს გააჩნია ხაზები, რომლებიც თავის მხრივ მწოლიარე პოლიციელს გვაგონებს. ვინც არ იცით ეს რა არის, მოკლედ აგიხსნით, რომ ეს გამოგონება სიჩქარის შესამცირებლად გამოიყენება ქუჩებში და იგი ასფალტზე მაგრდება. ყოველ ღერს გააჩნია სამი ხაზი. სიგარეტი ჩაქრება იმ შემთხვევაში თუ მწეველი არ დაეხმარა მას გაღვივებაში, რათა მან ამ ხაზების შემდგომ გააგრძელოს წვა. თუ მწეველი არ გააღვივებს სიგარეტს, იგი მალევე ჩაქრება. მარტო ამერიკაში ყოველწლიურად 30 ათასი ხანძარია გამოწვეული სიგარეტით, ხოლო ამ ხანძრის დროს დაახლოებით ათასი ადამიანი იღუპება.
განაგრძე კითხვა:

Read More

იაპონიის რადიაციის დონე ორჯერ დიდი ყოფილა

Posted by on ნოე 1, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge


ანდრეას შტოლი მუშაობს ნორვეგიის უნივერსიტეტში. მისი მოვალეობაა ჰაერში რადიაციის დონის კონტროლი. იგი ირწმუნება, რომ იაპონიაში ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაბინძურება ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამას იაპონიის ხელისუფლება აცხადებს.
ბოლო გამოთვლის შედეგად 20 აპრილამდე ფუკუსიმადან რადიაციის გავრცელება 15 000 იყო, რადიაციის საზომი შკალის მიხედვით. თუმცა რამდენიმე დღის წინ ხელახალი გამოთვლის ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ ეს რიცხვი ორჯერ უფრო მეტია და იგი 36 000 შეადგენს. ეს დაახლოებით 42%-ით უფრო მეტია, ვიდრე ცნობილ ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად ჰაერში მომხდარი დაბინძურება.
ოფიციალური იაპონია ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამის გაგების შემდეგ რადიაციის საექსპერტო ჯგუფები ორჯერ გაიზარდა მომხდარის ადგილზე. მათი თქმით ოფიციალურ დასტურს ისინი საკუთარი გამოთვლების შემდეგ გააკეთებენ.
მეცნიერების აზრით რადიაციის 1/5 წყნარ ოკეანეში გავრცელდა, ხოლო 2% იაპონიის ფარგლებს გარეთ მიმოიფანტა. რა შედეგს მოიტანს ეს ადამიანებზე ჯერჯერობით უცნობია. შეუძლებელია წინასწარ გამოიკვლიო და შეამოწმო ჯანმრთელობაზე ყველა ადამიანი. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადიაციის გამოვლინება შესაძლოა ამ თაობაში არ მოხდეს, მაგრამ ინფიცირებულების მომდევნო თაობებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გამოვლინებები, რასაც ჭარბი რადიაციის დონე იწვევს.

Read More

Cyber ტერორისტები ტერაქტს გეგმავენ

Posted by on ოქტ 7, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge


ბოლო ინფორმაციებით პენტაგონმა იპოვა ინფორმაცია, რომ ამერიკაში ახალი ტერაქტი მზადდება. ამჯერად ტერაქტი cyber ხასიათის მატარებელია. პენდაგონში დიდი ხანია არსებობს ჯგუფები და ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან Cyber უსაფრთხოებაზე. გამოთვლების თანახმად ასეთი სახის შეტევას ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია სახელმწიფოსთვის, როგორსაც ჩვეულებრივი ტერაქტი მოიტანს. ვინაიდან და რადგანაც ასეთი სახის შეტევა გამოიწვევს ფინანსურ რღვევას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას. ლაპარაკი არაა სატრანსპორტო მიმოსვლაზეც.
Cyber შეტევამ შეიძლება დააზიანოს საინფორმაციო საიტები და გამოიყვანონ მდგომარეობიდან ენერგეტიკული სისტემები.

Read More

თანამგზავრი UARS დღეს ჩამოვარდება დედამიწაზე

Posted by on სექ 23, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge

ამერიკის თანამგზავრი UARS დღეს ღამე ჩამოვარდება დედამიწაზე. მისი ზომა დაახლოებით სატვირთო ავტომობილის ზომას უდრის, ხოლო წონა ექვსი ტონაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ NASA-მ ამ დრომდეც არ იცის, თუ სად დაეცემა ეს თანამგზავრი. მეცნიერების აზრით თანამგზავრი სრულ ზომაში დედამიწაზე ვერ დაეცემა, რადგან მისი მასის დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება. დედამიწაზე დაახლოებით 600 კილოგრამი დაეცემა. მათი აზრით ამ 600 კილოში აუცილებლად იქნება 150 კილოიანი ტიტანიუმის ნაწილი. როგორც მოგახსენეთ დაცემის ადგილი უცნობია. თუმცა არსებობს ისეთი ვარიანტიც, რომ იგი მხოლოდ ერთ ადგილას არ დაეცემა, არამედ მისი ნაწილები მიმოიფანტება და შეიძლება დასახლებულ ადგილებში დაეცეს. NASA-ს აზრით ალბათობა იმისა, რომ ნაწილი ადამიანს დაეცეს 1:3200 უდრის. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ შეეხონ ჩამოვარდნილი თანამგზავრის ნაწილებს. პირველ რიგში იმის გამო, რომ რადიაციაა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა. ჩვენი მეზობელი რუსეთის მეცნიერებმა გამოთვალეს დაახლოებით, თუ სად შეიძლება ჩამოვარდეს თანამგზავრი. მათი აზრით იგი ინდოეთის ოკეანეში, 90 კილომეტრით მოშორებით დასახლებული პუნქტიდან ჩამოვარდება. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.

Read More

გეი დონორები

Posted by on სექ 9, 2011 in ახალი ამბები

Notepad.Ge

ინგლისი ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც ძალაში 7 ნოემბრიდან შევა და მის ტერიტორიაზე გავრცელდება. კანონის თანახმად ცისფერებს სისხლის დონორის სახით ჩაბარების უფლება მიეცემათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ სექსუალური კონტაქტი არ ექნებათ ერთი წლის მანძილზე სხვა კაცებთან.
ვინც არ იცით გეტყვით, რომ კანონი დონორობაზე ინგლისში აკრძალეს 1980-იან წლებში. ყველანი ხვდებით ალბათ რა იყო ამის მიზეზი :D თუმცა 2011 წლის აპრილში ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა და სამედიცინო კომისიის დასკვნით ცისფერი ადამიანის სისხლი არაფრით არ არის საშიში სხვა ადამიანისთვის. რა თქმა უნდა იგი ყველანაირი წესების დაცვით იქნება შემოწმებული ხოლო შემდეგ მიიღებ სადონორო სისხლის სტატუსს.
კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით მათ ახალი მეთოდი შეიმუშავეს მავნე ვირუსების გამოვლენის. ამგვარად სისხლში ვირუსის აღმოჩენის პროცენტულმა მაჩვენებელმა 30%-ით მოიმატა. ეს უსაფრთხოებაზე კარგად აისახა.
ინტერნეტში ძრომიალის დროს ისიც გავარკვიე, რომ თურმე თავდაპირველად იგეგმებოდა უფლების მიცემა იმ კაცებისთვის, რომლებიც 10 წელი თავს შეიკავებდნენ სექსუალურ ურთიერთობებზე.

Read More

კიდევ ერთი დაკარგული iphone 5

Posted by on სექ 5, 2011 in ახალი ამბები, სასაცილო

Notepad.Ge

ჩემი აზრით ამ ფაქტს სასაცილო უნდა ეწოდოს, რადგან შარშანაც იგივე შემთხვევა დაფიქსირდა,რ ოდესაც ბარში დაიკარგა ჯერ არ გამოსული iphone 4. ამჯერად საქმე ჯერ არ გამოსულ მეხუთე ვერსიასთან გვაქვს, რომელიც apple-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბარ Cava22-ში დაკარგა. გახდა თუ არა ეს ფაქტი ცნობილი, კომპანიამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ტელეფონი ამ ბარში დაიკარგა, თუმცა პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ვერაფერი იპოვა. შემდეგ ახალი ინფორმაცია მიიღეს, რომ ტელეფონი ერთ-ერთ ორ სართულიან სახლშია :D , რომელიც ბართან ახლოს მდებარეობს. ადგილზე მისვლის შემდეგ სახლის მეპატრონემ განაცხადა,რ ომ იგი იყო ბარ Cava22-ში, თუმცა მას არ უნახავს არანაირი დაკარგული ტელეფონი. მეტიც, მან სახლის ჩხრეკის უფლება მისცა პოლიციელებს. მათ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონის დამკარგავი მივიდა ამ სახლში და მეპატრონეს ფული შესთავაზა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც იგი ფლობდა დაკარგული iphone-ის შესახებ. თუმცა მან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღო მისგან.
შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა და კომპანიას ეს ძალით არ გაუკეთებია, თუმცა ეს apple-ს მორიგ ხრიკს უფრო წააგავს, რათა უფრო დაძაბოს ის მომენტი, როგორიცაა ახალი ტელეფონის გამოსვლა.

Read More