რა უფრო სწრაფად კლავს ადამიანს – სიცხე თუ სიცივე?

loading...

ზოგი ადამიანი ვერ იტანს სიცხეს, ზოგი კი – სიცივეს. არასოდეს დაგბადებიათ კითხვა?- რომელია უფრო საშიში?- სიცივე თუ სიცხე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სიცხეს ვერსად გაექცევით და ის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისათვის, ვიდრე გადაციება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მეცნიერები ამ კითხვაზე იძლევიან ერთგვაროვან პასუხს:

 

image
ადამიანის ორგანიზმისათვის უფრო საშიში ყოფილა ექსტრემალური სიცივე, ვიდრე სიცხე. ექსტრემალური სიცივით სიკვდილი 17-ჯერ უფრო სწრაფად დგება, ვიდრე სიცხით. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა 0, 90% იღუპება მკვეთრი ტემპერატურული სხვაობით.

 

როგორ დგება სიკვდილი ორგანიზმის გადაციების დროს?

 

დავუშვათ, თქვენ აღმოჩნდით ექსტრემალური სიცივის პირობებში. თავშესაფარი და ცეცხლის წყაროს პოვნა შეუძლებელია. ვნახოთ, რა მოხდება ამ დროს ორგანიზმში?

 

36, 6-35 გრადუსი

 

როცა სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსამდე დაიწევს, კისრის და მხრების გარშემო არსებული კუნთები იწყებს შეკუმშვას. ამას კუნთების ციების ტონუსი ეწოდება. 45 წუთის შემდეგ ტემპერატურა უკვე 35 გრადუსამდე ეცემა-ამ დროს სხეული იწყებს ძლიერ ცახცახს კუნთების ბუნებრივი რეაქციის ხარჯზე.

 

35-32 გრადუსი

 

35 გრადუსიდან დაწყებული, სხეულის ტემპერატურის ერთი გრადუსით კლება იწვებს მეტაბოლიზმის შესუსტებას 3-5 %-ით, ხოლო 34 გრადუსზე ადამიანი კარგავს მეხსიერებას- უკვე ვერ აანალიზებთ, სად იმყოფებით და რას აკეთებთ. ყველაზე ხშირად სწორედ ამ გრადუსზე ეცემიან ადამიანები თოვლში და იქ ირინდებიან უმოძრაოდ. 33 გრადუსს ქვემოთ იწყება აპათია, ხოლო 32 გრადუსზე გრძნობის დაკარგვა.

 

32-30.5 გრადუსი

ეს არის კრიტიკული გადაციების ზონა, როცა სხეული წყვეტს გათბობას ცახცახის ხარჯზე. ხდება სისხლის შედედება, ჟანგბადის მოხმარების შემცირება. მოყინული კიდურების კუნთები იწყებენ ზედმეტი სითხის გამოყოფას, რომელსაც თირკმელები უკვე ვეღარ უმკლავდება. ამ დროს ხდება მეხსიერების სრული დაკარგვა-ადამიანი ვერ ცნობს საკუთარ შვილსაც კი.

 

მომზადებულია Intermedia.Ge-ს მიერ. კითხვის გაგრძელება.

Comments

comments

მეტი საინტერესო მასალა:
loading...