
სკრიფსისა და ტეხნიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ბიო-კომპიუტერი, რომელიც მოლეკულურ სისტემას შეიცავს და შექმნილია სპეციალურად კოდირებაზე სამუშაოდ. ნებისმიერ სტანდარტულ კომპიუტერს გააჩნია ოთხი მთავარი ნაწილი. ესენია: ინფორმაციის შეყვანა, ინფორმაციის მიღება, აპარატურული მხარე და პროგრამული მხარე. სტანდარტული კომპიუტერისგან განსხვავებით ცოცხალ კომპიუტერს ეს ყველაფერი ბიო მოლეკულური აქვს. ექიმების აზრით იგი რაღაცით ადამიანს ჰგავს, რადგან ვიცით, რომ ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა. სამწუხაროდ ცოცხალი კომპიუტერის სისტემა არაა დახვეწილი და განვითარებული. სხვა თუ არაფერი მისი სიჩქარე მისი ყველაზე დიდი უარყოფითი მხარეა, რადგან სტანდარტული კომპიუტერისგან განსხვავებით მას არ შეუძლია ერთდროულად ასობით ოპერაციის განხორციელება.
