ამერიკაში ფილმი ქამელეონი გადაიღეს

ამერიკაში ფილმი ქამელეონი გადაიღეს


არ გეგონოთ, რომ ეს არის ფილმის რიგითი დასახელება. ჭკვიანმა სცენარისტებმა და რეჟისორებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ისეთი ფილმი, რომელშიც სიუჟეტი ორჯერ არ მეორდება. ანუ ყოველ ახალ ნახვაზე ფილმის შინაარსი სხვადასხვაგვარად განვითარდება. ფილმის რეჟისორი ევა სუსმენია, ხოლო ფილმის სახელწოდებაა whiteonwhite: algorithmicnoir. დამეთანხმებით, რომ მეტად უაზრო დასახელებაა. ძირითადი სიუჟეტი არის ადამიანზე, რომელსაც ჰქვია ჰოლცი და იგი ვერ ახერხებს ქალაქიდან გამოსვლას იმის გამო, რომ სამსახურზეა მიჯაჭვული. მის სამსახურს და მთლიან ქალაქს აკონტროლებს ერთი დიდი კორპორაცია, რომელსაც ჰოლცი ფარულად ებრძვის. ფილმს კომპიუტერი მართავს და არსებული ბაზიდან, სადაც 150 მუსიკალური მომენტია, 3000 მოკლე ვიდეო რგოლი და 80 ხმოვანი ფრაზა, კომპიუტერი მათ არეულად ალაგებს და შედეგად ახალი ფილმი მიიღება.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!
    • http://www.facebook.com/profile.php?id=100002359750220 გიორგი სალუქვაძე

      საინტერესოა რა აბლაბუდა გამოვა :) ))
      ნეტა რამდენჯერ შეიძლება ამის ნახვა მანამ არ მოგბეზრდება და იმედია 1 ჯერ საყურებლად მაინც ივარგებს :) ))

      • ანონიმური

         3000 რგოლია და 150 მუსიკალური მომენტი ალბათ 1000-1500 ვარიანტი იქნება