პირველი მსოფლიო Cyber ომი
ბოლო ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ერთ0ერთი ყველაზე ძლიერი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous აპირებს კიბერ იერიშის განხორციელებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჯგუფი მოუწოდებს ინტერნეტ ტერორისტებს, რომ მათი მხარი დაიჭირონ და პირველი დარტყმა სოციალურ ქსელ Facebook-ს მიაყენონ. დაჯგუფების აზრით ეს სოციალური ქსელი წარმოადგენს იარაღს, რომელისაც ამერიკა ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.
ვიდეო რგოლი, რომელიც YouTube-ზე განთავსდა ბევრმა ადამიანმა ნახა. ვიდეოში პირდაპირ არის ნათქვამი: გინდათ გახდეთ მსოფლიოში პირველი კიბერ ომის მონაწილე? ეს თქვენ შეგიძლიათ. მსოფლიო მასშტაბით მიდის მოწოდებები ომის შესახებ. ექსპერტების აზრით სოციალურ ქსელზე იერიში მარტივ საქმეს არ წარმოადგენს და მას მასშტაბური მხარდაჭერა დასჭირდება. სწორედ ამის გამო ვიდეო რგოლის მეორე ნაწილში Anonymous რიგით მომხმარებელს ასწავლის, თუ როგორ უნდა შეუტიოს სოციალურ ქსელს მარტივი ხერხებით.
საინტერესო ისაა, რომ რატომ აპირებს ჯგუფი კონკრეტულად ამ სოციალურ ქსელზე თავდასხმას. როგორც იცით მარკ ცუკერბერგი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომ იგი მხარს არ უჭერს SOPA-ს და PIPA-ს. ლოგიკურია, რომ მარკი ანონიმების მხარეს იბრძვის, თუმცა იგი მაინც მსხვერპლია ამ ბრძოლაში. ვიდეო რგოლში ანონიმები სოციალურ ქსელს ამერიკასთან აიგივებენ, სწორედ ამის გამო მათ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდათ. ყველაფერი 28 იანვარს გადაწყდება. ეს არის თარიღი, როდესაც ჯგუფი შეტევას განახორციელებს.


Comments are closed.