HP Mini 1104 ახალი მოდელი
კომპანია Hewlett-Packard-მა მისი ახალი მოდელი წარმოადგინა რამდენიმე დღის წინ. მოდელს 10.1 დიუმიანი ეკრანი გააჩნია და Cedar Trail ბაზაზეა აწყობილი. მისი გაფართოება 1024 х 600 პიქსელს შეადგენს. ოპერატიული მახსოვრობა 2 GB, ხოლო მყარი დისკი 320 GB. რაც შეეხება პროცესორს, მას Intel Atom N2600 გააჩნია. ასევე ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი GMA 3600. დამატებებს რაც შეეხება მას სტანდარტულად გააჩნია Wifi, Bluetooth 4.0 და CardReader-ი. კორპუსის სისქე 22 მილიმეტრს შეადგენს. დატენვის გარეშე მუშაობა მას 9 საათი შეუძლია. სტანდარტულ მოდელს გააჩნია Windows 7 და FreeDOS ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა. ფასი 400 ამერიკული დოლარია.


Comments are closed.