საოფისე ატმოსფერო და ზიანი

საოფისე ატმოსფერო და ზიანი

ამერიკის გარემოს კვლევის სააგენტოს განცხადებით, მათი კვლევა საოფისე საქმიანობის შესახებ დასრულებულია. ოფიციალური ინფორმაცია ამ ყოველივეს შესახებ დღეს გავრცელდა ინტერნეტში. გარემოს კვლევის სააგენტოს განცხადებით სამუშაო ტერიტორიის ატმოსფერო და სპეციფიკური სურნელი ადამიანს ნელი ტემპით კლავს. საღებავი, ავეჯი და სხვა საგნები, რომლებიც განთავსებულია სტანდარტულ ოფისებში გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად ხდება ადამიანის ორგანიზმში. 2011 წლის სტატისტიკის თანახმად ბოსტონის ოფისების მომუშავე პერსონალში 31 მათგანს სისხლი დაბინძურებული აღმოაჩნდა. ექიმებმა კვლევა მათ სახლებსა და ოფისებში ჩაატარეს. ნივთიერება, რომელიც მათ ორგანიზმში იყო, ოფისში აღმოაჩინეს. ექიმების აზრით შხამი, რომელიც მათ ორგანიზმში იყო ყველგან არის, მათ შორის ჩვენს სახლებშიც, თუმცა ოფისის ვარიანტში, იქ იმდენად მეტი ნივთებია განთავსებული, რომ შხამის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტია.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.