SOPA ანუ ბრძოლა საავტორო უფლებებზე
ინტერნეტში სერფინგის დროს შენიშნავდით, რომ ბევრ ადამიანს ავატარზე უყენია სურათი, რომელზეც წერია SOPA. ან სულაც შეხვედით საიტზე და იგი გაშავებული დაგხვდათ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სენატში დააყენეს საკითხი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ვინც არ იცით რა არის ინტელექტუალური საკუთრება მარტივად გეტყვით, რომ ეს არის უფლება, საკუთარ შექმნილ მატერიალურ თუ არა მატერიალურ სიკეთეზე. კონგრესის განცხადებას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია და მას მალევე გამოეხმაურა ისეთი დიდი ინტერნეტ ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად : Facebook, Twitter, Flickr, LiveJournal და სხვა. კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით ყოვლად დაუშვებელია ასეთი რამის გაკეთება, რადგან ფაქტიურად გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანის სასამართლოში მიყვანა და დაჭერა შეიძლება. ყველაზე დიდი ზიანი მიადგებათ ისეთი საიტების მფლობელებს, რომლებზეც მომხმარებელი ჭარბობს. მაგალითად არა ლიცენზირებული მუსიკალური ფაილის ატვირთვის გამო, ხმის ჩამწერ სტუდიას მიენიჭება უფლება, რომ ეს ადამიანი დააკავოს და პასუხისგებაში გადასცეს შესაბამის ორგანოებს.


Comments are closed.