გოგონას აზრი საქართველოს განვითარებაზე

გოგონას აზრი საქართველოს განვითარებაზე

სულ შემთხვევით შემხვდა ეს სიახლე ამ საიტზე. არ მკითხოთ საიდან მოვხვდი Gogona.Ge-ზე :D მაინც არ გეტყვით :D . პოსტის სათაურია განუვითარებელი საქართველო. დამაინტერესა, თუ რის შესახებ იქნებოდა ამ სიახლეში საუბარი. სიახლე რა თქმა უნდა გოგოს ეკუთვნის და მასში საუბარია სხვადასხვა საკითხზე, რომელსაც ჩამოვთვლი კითხვის გაგრძელების შემდეგ და შევეცდები მის მოყვანილ მაგალითებს შესაბამისი ლოგიკური და სწორი პასუხი გავცე.
განაგრძე კითხვა:

მაშ ასე ამ გოგოს აზრით საქართველოში განვითარების დონე დაბალია და ამ ყველაფერში დამნაშავე არის:

  • STARBUCKS COFFEE
  • PayPal
  • Paparazzi-ის ინსტიტუტი
  • Fashion Union
  • Wipeout

განვიხილავ ყველა სასაცილო შემთხვევას სათითაოდ.
STARBUCKS COFFEE – როგორც იცით საქართველოში სთარბაქსი საკმაოდ აქტუალური თემაა. გოგო ძერსკად არ ითვლება, თუ მის Facebook-ზე ერთი სთარის სურათი მაინც არ უდევს. თუ გაუმართლა და მეზობლის დაქალის ძმიშვილმა ჩამოუტანა ეს მაგიური ყავა, იგი თვალებში მაზოლებს ამოგვიყვანს მასთან გადაღებული სურათებით. ამ სიახლის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველო განუვითარებელია იმის გამო, რომ STARBUCKS COFFEE არ არის საქართველოში. სამწუხაროდ მინდა გაწყენინო და გითხრა, რომ საქართველო შეიძლება განუვითარებელია, მაგრამ არა სოფლური მოდის გამო, რომელსაც აყოლილია ნახევარი საქართველო.
პირადი აზრი: მხოლოდ საქართველოში შეიძლება გასინჯული არ გქონდეს სასმელი, მაგრამ მაინც აღმერთებდე მას.

PayPal – ეს ცოტა ისეთი საკითხია, რომ ნამდვილად გამიკვირდა გოგო რომ მსჯელობდა მასზე. კი ნამდვილად კარგი იქნება თუ ეს online გადახდის სისტემა საქართველოშიც შემოვა. ამის პირველი დადებითი მახასიათებელი იქნება ის, რომ ქართველებს გზა გაგვეხსნება ბევრ ისეთ საიტზე, რომლიდანაც გამოწერას პირდაპირ ვერ ვახერხებთ. თუმცა ამჯერადაც არ ვეთანხმები ავტორს, რომ საქართველოს განვითარება არ განვითარება არ ფასდება PayPal-ის საქართველოში შემოსვლით. ბევრი ქვეყანა არის ისეთი, რომელშიც არ არის ეს სისტემა, თუმცა ძალიან კარგად ცხოვრობენ.

Paparazzi-ის ინსტიტუტი – აი ამაზე ძალიან გამეცინა. რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში პაპარაცი. რატომ უნდა იყოს მასეთი სამსახური პაპარაცობა. მაშინ როდესაც არ გვყავს აშკარად ისეთი ბომონდის წარმომადგენლები, რომლებსაც აეკიდები და ფარულ ფოტოებს გადაუღებ. ან საერთოდ სად ერეკლე და სად კამაზის დანგრატიო მასე მოუვიდა ამ გოგოს. რა შუაშია პაპარაცები და ქვეყნის განვითარება. თუ ”ძერსკობა” იქნება როდესაც პაპარაცები ირბენენ. ან ვერ ვხვდები ვის უნდა სდიონ ლელა წურწუმიას თუ ანრი ჯოხაძეს. ამ ადამიანებს რომ უთხრა მოდი გადაგიღებო სიამოვნებით დაგთანხმდებიან. სულ არ არის საჭირო კუდში დევნა და ხეებზე ფორთხიალი.

Fashion Union – მოდას რაც შეეხება ზედმეტი ახსნა განმარტების და წერის გარეშე უბრალოდ ჩემს ადრინდელ დაწერილ პოსტს მოვიშველიებ.  ტანსაცმლის მენტალიტეტი საქართველოში

Wipeout – Google-ში შედით და ნახეთ თუ რა არის Wipeout. თუმცა გეცოდინებათ, რადგან ერთი კვირაა მგონი, შეიძლება ცოტა მეტი რაც ტელევიზორში გადის ქართულად დუბლირებული გადაცემა ამის შესახებ. ეს არის გასართობი თამაში, რომელშიც მონაწილეობენ ჯგუფები, გარკვეული პრიზის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაშიც ვერ ვხვდები რა როლს შეასრულებს ეს თამაში საქართველოს განვითარებაში.

თვითონ სიახლე: განუვითარებელი საქართველო

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.