15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ

1. სტატუსებით ელაპარაკებიან მეგობრებს, შეყვარებულს, ყოფილ შეყვარებულს, მშობლებს.
მაგალითად: ”ასეთი დაქალობა რაა”
”აღარ მიყვარხარ!!!”
”დედააა, გამიშვი რაა”
2. სურათს უღებენ რასაც ჭამენ, და აწერენ ”მმ..რა გემრიელი იყო”

15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ

3. აკეთებენ ბიჭის facebook პროფილს, ყველაფერზე აკომენტარებენ, ალაიქებენ ყველაფერს, და ამით ”აეჭვიანებენ” შეყვარებულს, ან თავიანთი აზრით, ამით უფრო ”პოპულარულები” ხდებიან.

4. აკეთებენ ”ყველაზე ლამაზები”-ს პროფილს, და თავიანთ სურათებზე თაგავენ, და/ან პროფილის სურათად დებენ..

5.  ყოველდღიურად წერენ სტატუსებს, თუ რას აკეთებდნენ, და თაგავენ იმას, ვისთან ერთადაც იყვნენ.

6.  ყველა ლაიქების კონკურსში მონაწილეობას იღებენ და ყველგან აკომენტარებენ, მოუწოდებენ ხალხს, რომ დაალაიქონ რამე, და ჩატში ყველას ტვინს უჭამენ, სანამ არ აიძულებენ დალაიქებას.

7.  დებენ იმ ადამიანის სურათს, ვისაც ამსგავსებენ სხვები, ან თვითონ იმსგავსებს თავს, და აწერენ ”ყველაზე ლამაზიაა” ან ”მითხრეს გავხარ-ო და…” ან ”მართლა ვგავარ?”

8. ორშაბათს წერენ სტატუსს ”აუუ დღეს ორშაბათიაა” ან ” fuck, today is monday”
სამშაბათს წერენ სტატუსს ”მაზეგ პარასკევია ♥ ”
ოთხშაბათს წერენ ”აუუ, რა მაგარიაა, ზეგ პარასკევია”
ხუთშაბათს ”ხვალ პარასკევიაა”
პარასკევს ”დღეს პარასკევიააა… რა მაგაარიაააააააააა”
შაბათს ” აუ ხვალ კვირაა, და მერე ორშაბათი..”
კვირას ” აუ ხვალ ორშაბათიაა”

9.  დაქალების სურათებზე აკომენტარებენ ”ძეტკაა მიყვარხარ” ”ჩემი ქალი” ”სუსუსუსუ ყველაზე ლამაზი ხარ” ”ჩემი გოგო”

10. ბიჭების სურათებზე ”ჩემი სიმპაწიაგაა”  ”რა ბიჭი ხაარ ^_^”

11.იღებენ ასეთ სურათებს

15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ

12.დათაგულები არიან მსგავს სურთზე, ან თვითონ უდევთ:

15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ


13. დებენ სურათებს, სადაც წერია ”ვინ ვარ მე შენთვის” და თაგავენ ყველა ნაცნობს.

14.  დებენ თითებ აშვერილ და ტუჩებმოპრუწულ სურათებს

15 რამ, რასაც გოგოები facebook-ზე აკეთებენ

15. წერენ სტატუსებს სხვა ენაზე “Ich werde dich immer lieben”

———–
P.S. მეც ქართველი გოგო ვარ. და მეც ვაკეთებ 1-2-ს აქედან.
პოსტი არ ეხება ყველას, ეხება უმეტესობას :)
1 სურათი ამოღებულია ჩემი პროფილიდან(ფეხები რომ ჩანს, მანდ ვარ დათაგული)
2 სურათი ამოღებულია ჩემი მეგობრების პროფილებიდან.(10 რამ შენზე და მოპრუწული ტუჩები)
2 სურათი(ორი ამოშვერილი თითი :) და საჭმელი) google-თ მოვძებნე.

წყარო: ჩემი საკუთარი ბლოგი 

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.