ძალიან ნერვებს მიშლის ჩემხელები (15 წლის) რომ ამბობენ რა ”ბანძ ”ქვეყანაში ვცხოვრობთო, და ევროპაში ან ამერიკაში წასვლაზე ოცნებობენ, გონიათ რომ იქ სამოთხე ელოდებათ.. უამრავი სამსახურის ვაკანსია ასარჩევად, სასახლე საცხოვრებლად და მდიდრული მომავალი ცხოვრება.. ჰგონიათ რომ საქართველოს არაფერი ეშველება და ძალიან წუხან (დამწუხრებულები არიან). ამბობენ რომ ვერ იტანენ საქართველოს და თავიანთ კარგ მომავალს მხოლოდ მის დატოვებაში ხედავენ.. არ მოსწონთ რომ ქართველები პლაგიატები ვართ და სნიკერსის შეფუთვისნაირი შეფუთვით იყიდება ”ქართული შოკოლადი” ”შემიყვარე”. მაგრამ არ ფიქრობენ მომავალში თვითონ შექმნან ისეთი რამ, რაც სნიკერსს კონკურენციას გაუწევს.
მე ვიცი რომ საქართველო მუდამ ასეთ დღეში იქნება თუ ჩემი თაობა მაკდონალდსით გასიებულ ტრაკს არ გაანძრევს და რამეს არ იზავს, რამეს არ შექმნის, რამეს არ დაგეგმავს მომავლისთვის.
”საქართველოში ვერაფერს მიაღწევ და უცხოეთში უნდა ისწავლო” თუ ყველა თაობამ ეს იფიქრა ვინღა ააშენებს საქართველოს?
განაგრძე კითხვა:
მე არ მიყვარს ქართველების უმეტესობა
- 1. მოქეიფე ღიპიანი კაცები სადღეგრძელოების მეტი არაფერი რომ არ აქვთ ნასწავლი.
- 2. მოხუცები, რომლებიც ვერასდროს გააცნობიერებენ, რომ ასაკი არ განსაზღვრავს შენს მდგომარეობას, და 15 წლის გოგო შეიძლება 80 წლის ქალზე ცუდად იყოს.
- 3. ახალგაზრდები, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ.
- 4. მამიკოები, რომლებსაც პირველი აუცილებლად ვაჟი უნდათ.
- 5. ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ წარმატებებს უცხოეთში გეგმავენ, ფიქრობენ საქართველო მათი ”დონე” არაა.
- 6. ხალხი, რომელიც თვლის რომ ქმარს ქალიშვილი უნდა ჩაბარდე.
- 7. ადამიანები, რომლებიც 5 წლამდე გეკითხებიან -გათხოვება გინდა?
- 8. ადამიანები, რომლებიც 18 წლამდე გეკითხებიან – შეყვარებული გყავს?
- 9. ადამიანები, რომლებიც 18 წლის მერე ტვინს გიდღნავენ -რატომ არ თხოვდები?
- 10. მამიკოები, რომლებიც ქალიშვილებს არ აძლევენ ბიჭი მეგობრის ყოლის უფლებას.
- 11. მამიკოები(დედას გაშორებული), რომლებიც პასუხისმგებლობას არ გრძნობენ შვილის მიმართ
- 12. მამიკოები, რომლებსაც გონიათ რომ კაცი უკეთესად აკეთებს ყველაფერს, მათ შორის ბავშვსაც უკეთესად ზრდის.
- 13. გოგოები, რომლებიც ზედმეტად გადაკრასკულები დადიან და ვარდისფერი აცვიათ ყველაფერი.
- 14. გოგოები რომლების ზედმეტსახელებია ”კუსა” ”კუსკუსა” ”ბუბუ” და ა.შ.
- 15. ბიჭები, რომლებიც მეტროსთან აბირჟავებენ და ყველას თვალს აყოლებენ.
- 16. მოდელები, რომლებსაც გონიათ რომ ხელფასი ”კომპეტენტურია” და მისი დასახელება არ შეიძლება.
- 17. ბიჭები, რომლებიც მიზანში ვარჯიშობენ კატის მუცელზე ქვების სროლით.
- 18. წყვილები, რომლებსაც ალექსანდროვის ბაღის იქით წასასვლელი არ აქვთ.
- 19. ბებოები და ბაბუები, რომლებიც მუდამ ინტერესდებიან შენი ნიშნებით, და არა გეგმებით ან ცოდნით.
- 20. ბაბუები, რომლებსაც შენთან პიანინო მოაქვთ სახლში, და რამდენიმე წლის მერე გეჩხუბებიან რატომ არ იცი დაკვრა. როცა არც თვითონ უსწავლებია, არც არავინ უკრავს ოჯახში და არც მასწავლებელთან დადიხარ.
- 21. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ თავიანთ მომავალ ცხოვრებაზე და იმის მიხედვით აკეთებინებენ შვილს
მაგრამ მე მიყვარს საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზეზი სუბიექტური იყო იმედია მიხვდით რისი თქმაც მინდა. ყველა თუ ისე იფიქრებს, როგორც ჩემი მეგობარი, ანუ ყველა თუ გერმანიაში-იტალიაში-ნორვეგიაში-ესპანეთში-საფრანგეთში-ამერიკაში გადავიხვეწებით, იქ შევქმნით იმას, რისი შექმნაც საქართველოშიც შეგვეძლო, დავრჩები მე მარტო.. ისეთივე უსაქმური როგორიც საახალწლო არდადეგებზე, და ისეთივე ხასიათით როგორც მაშინ ვდგები როცა ამ თემაზე მიწევს ფიქრი.. მაგრამ იმედია რომელიმე თაობა მაინც შეძლებს, და განავითარებს საქართველოს.. როდემდე შეიძლება განვითარებადები ვიყოთ?! (განვითარებაში მოცეკვავე შადრევნებს და სააკაშვილის გაკეთებულ სხვა საქმეებს არ ვგულისხმობ). იმედია ამ თაობაში მეც ვიქნები.
წყარო: ჩემი საკუთარი ბლოგი


Comments are closed.