IPAD 3 მარტში გამოვა

IPAD 3 მარტში გამოვა


არაოფიციალური წყაროების განცხადებით 2012 წლის მართში კომპანია Apple IPAD-ის ახალ ვერსიას, კერძოდ მესამეს გამოუშვებს. ამ ინფორმაციას ავრჩცლებს სააგენტო Bloomberg, რომელიც როგორც იცით ყველაზე ახლოს მდგომი სააგენტოა Apple-თან. როგორც გაირკვა, ახალი მოდელის ნაწილების წარმოება უკვე დაწყებულია. ნაწილებს კომპანიის აზიური პარტნიორები აწყობენ. საბოლოო აწყობას ტრადიციულად ტაივანური კომპანია Foxconn Technology Group შეასრულებს. მასშტაბური წარმოების დაწყება თებერვალში იგეგმება. სააგენტო Bloomberg-მა ასევე ისაუბრა მის ტექნიკურ მახასიათებლებზეც. ცნობილია, რომ მას ექნება უკეთესი გაფართოების ეკრანი, ოთხ ბირთვიანი პროცესორი და მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა (LTE). IPAD 3-ის გამოშვება ისტორიაში შევა, რადგან იგი პირველი ქმნილებაა მას შემდეგ რაც სტივ ჯობსი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ იგი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში. Apple Iphone 4S-ის პრეზენტაციის მეორე დღეს. iPad-ის პირველი თაობის პრეზენტაცია 2010 წლის იანვარში შედგა, ხოლო მეორე თაობის პრეზენტაცია 2011 წლის მარტში. სტატისტიკის თანახმად დღევანდელ დღემდე გაყიდულია 40 მილიონი IPAD, რამაც კომპანიას 23.5 მილიარდი სუფთა მოგება მოუტანა.

შენიშვნა: არის ასევე მეორე ვარაუდი, რომ ახალი IPAD გამოვა 24 თებერვალს, ანუ სტივის დაბადების დღეზე.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Comments are closed.