გადავაგორეთ ახალი წლის ამბები ქეიფები ღრეობები და ცანცარობები. აი ისევ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ კატეგორია სოციუმს სადაც ძირითად შემთხვევაში ქართულ სასაცილო ფაქტებზე და მომენტებზე ვწერ გრძელ პოსტებს. ახალი წელი ახალი სიახლეებით დაიწყო ამაში მგონი ყველა მეთანხმება. ინტერნეტიც რა თქმა უნდა სიახლეებით არ ჩამოუვარდება არავის. აი სულ რამდენიმე დღეა რაც ქართულ ინტერნეტ სივრცეს ახალი ვირუსი სახელად ”ძერსკი ნინჩო” შეეყარა. ასეთი აგორებული ხუმრობები და მასიური სპამერობა ყველას კარგად ახსოვს. მაგალითად ფურორი მოახდინა კოხორას დაჭერის ისტორიამ. ნუ მოკლედ ხომ მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი.
განაგრძე კითხვა:
ყოველი ასეთი ვიდეო ინტერნეტში შემთხვევით ხვდება ხოლმე. თუნდაც კოხორას როგორც ვიცით პატრულის რიგითმა თანამშრომელმა გადაუღო და სწორედ ამ ხერხით მოხვდა იგი ინტერნეტში და საბოლოოდ ტელევიზიაში. თუ არ ვცდები რაღაც ფილმსაც იღებენ სადაც კოხორას მნიშვნელოვანი როლი აქვს სათამაშო ![]()
აქამდე სულ ასეთი შემთხვევები იყო ძირითადად, რომ სხვისი დახმარებით ადამიანები ცნობილები ხდებოდნენ. თუმცა ნინჩოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. ეს ადამიანი საკუთარ თავს უღებს სარკესთან ვიდეოს. როგორც წესი მისი ყველა დაქალი თუ ახლობელი თავს იმით იმართლებს, რომ ამ ვიდეოებს სხვა ადამიანი ავრცელებს. სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამდენი ვიდეო, თანაც ასეთი ინტენსიობით იდებოდეს ინტერნეტში. ყველაზე მეტად იმან დამაეჭვა, რომ პირველი ვიდეოს შემდეგ აგორებულმა ერთიანმა დიდმა კომენტარმა გამოიწვია ის, რომ ნინჩომ პასუხი გასცა ინტერნეტ მომხმარებელს ახალი ვიდეოს საშუალებით.
ყოველთვის ვაფიქსირებ საკუთარ აზრს პოსტის ბოლოში, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია და ვიტყვი, რომ მე ამ ადამიანთან საერთოა რაფერი გამაჩნია. არც იმათ რიცხვში შევდივარ ვინც ამ ყოველივეს ბოროტად მოეკიდა და მწარედ გამოხატა საკუთარი აზრი ვიდეოების შესახებ. მე უბრალოდ ვხალისობ ამ პოსტის დაწერით ![]()
ცუდი მომენტია, რომ ეს გოგო თუ არ ვცდები ქართველია და ისევ ქართველები უცენზურო ლექსიკით მოიხსენიებენ მას. მე ვერაფერს ვერ ვხედავ მის ვიდეოებში ისეთს, რომელიც რომელიმე სხვა ადამიანის მიმართ ცუდ დამოკიდებულებას იწვევდეს. თუმცა როგორც ყოველთვის ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი სიახლეს ცუდად შეხვდა. ბევრისთვის თუნდაც დედის შეგინება და ფუ რა ბანძი გოგოას დაწერა მაგარ კაცობას წარმოადგენს. გასაგებია ათ ადამიანს ათი განსხვავებული აზრი გააჩნია, მაგრამ ის მომენტი, რომ ლანძღო და აგინო მგონი ცუდია. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რომ გითხრათ მსიამოვნებს ამ ვიდეოების ყურება თქო მოგატყუებთ, მაგრამ მე რას მიშავებს ეს ადამიანი
პირიქით ვხალისობ და მეცინება მის ვიდეოებზე.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ გოგოზე საუბრებმა ისეთი მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, ეს გოგო პოპულარულია ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ჯერ დავიწყოთ ქართული რესურსებიდან განხილვა. ავიღოთ ერთი ქართული და ერთი უცხოური რესურსი, რომელზეც ადამიანების დიდი რაოდენობა შედის და ინფორმაციას იღებს. ესენია:
- ქართული Forum.ge
- გლობალური Facebook
ქართლ რესურსზე მე პირადად დაახლოებით 15-20 თემას წავაწყდი სადაც განხილვა მიდის ამ გოგოზე. მისი ვიდეოები იდება. იხსნება ყოველი ახალი თემა მისი ახალი ვიდეოს გამოჩენიდან რამდენიმე წუთში. ძალაუნებურად ლოგიკურია ვიღაც ზის და ელის მის ვიდეოს გამოჩენას, რომ დადოს ცინცხალი ვიდეო რგოლი. იმდენად ბევრი ადამიანი ლაპარაკობს უკვე მასზე, რომ ცოტა ხანში ქუჩაში იცნობს ხალხი ამ ადამიანს. თავისთავად მე უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვანოს შოუ, პროფილი და Comedy Group რამე საინტერესოს მოიფიქრებენ ამ გოგოზე. ისევ და ისევ ხალხი უწყობს ხელს იმაში, რომ ცნობილი ხდება ![]()
გლობალურზე მოკლედ გეტყვით, რომ მგონი ახალგაზრდა არ დარჩა, რომლის კედელზეც ამ გოგოს ვიდეოები არ დევს. ჩემს კედელზე უკვე დავდე რამოდენიმე მაგალითად
რაც არ უნდა იყოს ყველაფერი დროებითია და ამ გოგოს ინტერნეტი მალე დაივიწყებს, თუმცა არაა გამორიცხული მის მაგივრად გამოჩნდეს ”ნორჩი კოტე”, ან სულაც ”ხუმარა გივი”.
ბოლოს კი რამდენიმე ვიდეო მისი რეპერტუარიდან:
[pro-player width='560' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=hAYL23SbYOY&feature=related[/pro-player]
[pro-player width='560' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=7-A7bTKr83E&feature=related[/pro-player]
[pro-player width='560' height='253' type='video']http://www.youtube.com/watch?v=JNjw9uRS3sA&feature=related[/pro-player]


Comments are closed.