მართე სახლი Motorola-სთან ერთად

მართე სახლი Motorola-სთან ერთად

ფილმებში ან გადაცემებში ნანახი გექნებათ მომავლის ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ხდება სახლის სრული მართვა. ანუ გამოდის, რომ თქვენ ერთგვარი ”პულტი” გაგაჩნიათ, რომლითაც მთელ სახლს მართავთ. ამ მართვის მექანიზმის დახმარებით შესაძლებელია მაგალითად კარებების გაღება ან სულაც დარაბების დახურვა. რამდენიმე წლის წინ ასეთ ტექნოლოგიებზე საუბარი მიდიოდა იქამდე, რომ მეცნიერების აზრით ასეთი საშუალება არ იქნებოდა ახლო მომავალში. თუმცა კომპანია მოტოროლამ მათი აზრები და ვარაუდები დაამსხვრია. სულ რამდენიმე დღის წინ Motorola-მ წარმოადგინა Wifi მიმღები, რომელსაც კომპლექტში სხვადასხვა მოდული მოყვება, რომელიც სახლში უნდა განთავსდეს. მისი დახმარებით სრულ ფასოვნად არის შესაძლებელი სახლის მართვა. ძირითადად კომპანიამ ორიენტირი ტექნოლოგიების მოსახერხებელ გამოყენებაზე გააკეთა. მართვის საშუალებად აღებულია Smart ტელეფონი, თუმცა ინჟინრების განცხადებით, პროგრამა მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა თანამედროვე ტელეფონზე. კომპანიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, თუ ზუსტად რა თანხა დაჯდება ჩვეულებრივი სახლის ”ჭკვიან სახლად” გადაკეთება.

მოგწონს ჩემი პოსტები? მაშინ გაუზიარე სხვასაც!

    Tags: , , , ,

    Comments are closed.